ფოჯა (იტალ. Provincia di Foggia) — პროვინცია იტალიაში, აპულიის რეგიონში.

პროვინცია
ფოჯის პროვინცია
Provincia di Foggia
გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ფოჯა
შიდა დაყოფა Accadia, Alberona, Anzano di Puglia, Apricena, Ascoli Satriano, Biccari, Bovino, Cagnano Varano, Candela, Carapelle, Carlantino, Carpino, Casalnuovo Monterotaro, Casalvecchio di Puglia, Castelluccio dei Sauri, Castelluccio Valmaggiore, Castelnuovo della Daunia, Celenza Valfortore, Celle di San Vito, Cerignola, Chieuti, Deliceto, Faeto, ფოჯა, Ischitella, Isole Tremiti, Lesina, Lucera, Manfredonia, Mattinata, Monte Sant'Angelo, Monteleone di Puglia, Motta Montecorvino, Ordona, Orsara di Puglia, Orta Nova, Panni, Peschici, Pietramontecorvino, Poggio Imperiale, Rignano Garganico, Rocchetta Sant'Antonio, Rodi Garganico, Roseto Valfortore, San Giovanni Rotondo, San Marco in Lamis, San Marco la Catola, San Nicandro Garganico, San Paolo di Civitate, San Severo, Sant'Agata di Puglia, Serracapriola, Stornara, Stornarella, Torremaggiore, Troia, Vico del Gargano, Vieste, Volturara Appula, Volturino და Zapponeta
კოორდინატები 41°28′00″ ჩ. გ. 15°34′00″ ა. გ. / 41.46667° ჩ. გ. 15.56667° ა. გ. / 41.46667; 15.56667
მმართველი Antonio Pepe
ფართობი 7 190 კმ²
მოსახლეობა 645 236 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 95,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0881
საფოსტო ინდექსი 71121-71122, 71010-71049
საავტომობილო კოდი FG
ოფიციალური საიტი http://www.laprovinciadifoggia.it

ეს პროვინცია ასევე ცნობილია როგორც კაპიტანტა, რეადგან შუა საუკუნეებში ის კატეპანების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, როგორც იტალიის კატეპანატის ნაწილი.

გეოგრაფია

რედაქტირება

ფოჯის პროვინცია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ერთი, რომლის ცენტრშიც მდებარეობს დედაქალაქი ფოჯა, ეძახიან ტავოლიერეს და მეორე, რომელიც წარმოადგენს დეზს ჩექმის ფორმის იტალიის კონტურზე, უწოდებენ კარგანოს.

მოსახლეობა

რედაქტირება

პროვინციის ფართობი 7 190 კმ²-ია, მოსახლეობა 645 236 (2005). ამჟამად ის შედგება 61 კომუნისგან, მაგრამ 2009 წლამდე მათი რიცხვი 64 იყო, სანამ 3 კომუნა ახლადშექმნილი ბარლეტა-ანდრია-ტრანის შემადგენლობაში გადავიდოდა. მოსახლეობა კი 686 856 ადამიანს შეადგენდა.[1]

ეკონომიკა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი მნიშვნელობა უწინდელთან შედარებით შემცირებულია, აგრარული სექტორი კვლავ რჩება ფოჯის ეკონომიკის მთავარ ბურჯად, იმდენად, რამდენადაც ამ არეალს ზედმეტსახელად „იტალიის ბეღელს“ უწოდებენ. რამდენიმე მცირე წარმოება ძირითადად კვების მრეწველობაზეა ორიენტირებული.

კანგაცლილი პომიდვრის უდიოდესი ნაწილი ევროპაში ფოჯიდან შედის. ყოველწლიურად იწარმოება 2 მლნ ტონა პომიდორი, მაგრამ გლეხები მხოლოდ რვა ცენტს იღებენ კილოგრამში. იმისათვის რომ გადარჩნენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ბევრი მეპომიდვრე ფერმერი სამუშაო ძალად არალეგალ იმიგრანტებს იყენებს.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-07. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
  2. Angelo van Schaik, "Bureau Buitenland: de Italiaanse tomaat," Villa VPRO Radio1 (26 August 2010).