პიცა — ბრტყელი გამომცხვარი პური, რომელიც ჩვეულებრივ, დაფარულია ტომატის საწებლით, ყველით (მოცარელათი) და სხვადასხვა მასალით. პიცა წარმოადგენს იტალიური, კერძოდ, ნეაპოლიტანური სამზარეულოს ნაწილს, რომელმაც დღესდღეობით სხვადასხვა კულტურებში ფართო გავრცელება ჰპოვა. სპეციალიზებულ დაწესებულებებს, სადაც პიცა ცხვება და/ან იყიდება, პიცერია ეწოდება.

პიცა

პიცა მარგერიტა, ნეაპოლიტანური პიცის პროტოტიპი
რიგითობა ლანჩი ან სადილი
წარმოშობის ადგილი იტალია
რეგიონი კამპანია (ნეაპოლი)
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი ან თბილი
ვარიაციები კალცონე, პანცეროტი, სტრომბოლი

როგორც ცნობილია, ძველი ბერძნები პურს სხვადასხვა დანამატით, მათ შორის, ზეთისხილით, მწვანილით და ყველით აცხობდნენ. ძველ რომში ცნობილი იყო პური პლაცენტა, რომელსაც ასევე ყველით კეთდებოდა. თანამედროვე პიცა ნეაპოლში წარმოიშვა.

ნეაპოლიტანური პიცა:

  • მარგერიტა
  • მარგერიტა ექსტრა
  • მარინარა

ლაციოს პიცა:

  • რომანა
  • ვიენეზე
  • კაპრიჩიოზა
  • რიპიენო

ამასთან არსებობს პიცის არაიტალიური სახეობებიც: მაგალითად, ნიუ-იორკის, ჩიკაგოს და ა.შ.



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პიცა&oldid=4627856“-დან