კალცონე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კალცონე}} |
კალცონე, ხშირად მოიხსენიებენ როგორც "დატენილი პიცა", იტალიური ხაჭაპურის მსგავსი ორცხობილაა, რომელსაც პიცის ცომისა და მოცარელას (სულგუნის ნათესავი) ან რიკოტას ყველით ამზადებენ. ყველის ნაცვლად შეიძლება იყოს ხორცი ან ბოსტნეული და ა.შ.
გაბრტყელებულ ცომზე შიგთავსი ემატება, შემდეგ ცომის ბოლოები თავზე იკვრება ("ჩებურეკის" მსგავსად) და ღუმელში ცხვება. კალცონეს სუფრასთან მარინარას საწებელთან (პომიდვრის საწებლის მსგავსი) მიართმევენ. სენდვიჩის ზომის კალცონეს ხშირად ქუჩის ჯიხურებიდან ჰყიდიან, ვინაიდან მისი ჭამა ადვილია ზეზე ან სიარულთან ერთად.
კალცონე ემსგავსება სტრომბოლის, თუმცა ტრადიციულად ორივე განსხვავებულ კერძად ითვლება.
კალცონე საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში და ხშირად პიცის ნაირსახეობად მიიჩნევა, თუმცა პიცაზე ნაკლებად პოპულარულია.
კერძის სახელი ხუმრობის საგანია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში სადაც ადგილობრივ დიალქეტებზე კალცონე გოგონების საცვალსაც ჰქვია.