სომხეთი

სომხეთი (სომხ. Հայաստան), ასევე სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն) არის ქვეყანა ამიერკავკასიაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საქართველოს, დასავლეთიდან თურქეთს და აზერბაიჯანის ნახჭევანს, სამხრეთიდან ირანს, დასავლეთიდან კი აზერბაიჯანს. ყოფილი სომხეთის სსრ, 1991 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
რედ.

რჩეული სტატია

ერევნის კონიაკის ქარხანაალკოჰოლური სასმელების წარმოების წამყვანი საწარმოა სომხეთში. დაარსდა 1877 წელს პირველი გილდიის ვაჭრის ნერსეს ტაირიანცის მიერ.

1948 წელს ერევნის ღვინო-კონიაკის ქარხნის ერევენის ღვინის კომბინატად რეორგანიზაციის შემდეგ კონიაკის სპირტისა და კონიაკის წარმოების ცეხები გაერთიანდა დამოუკიდებელ ერევნის კონიაკის ქარხანაში.

1953 წელს ახალი შენობაში გადასვლიდან ერევნის კონიაკის ქარხნის დამოუკიდებელი ისტორია იწყება. 1953-91 წლებში ქარხანა სომხეთში კონიაკის წარმოების ერთადერთი მონოპოლისტი იყო. დანარჩენ ქარხნებში მხოლოდ კონიაკის გამოყვანასა და დაძველებას ახდენდნენ, რომლის კუპაჟს თავად ერევნის კონიაკის ქარხანა აწარმოებდა. სწორედ ამ ქარხანაში მიმდინარეობდა ცნობილი სომხური კონიაკების ჩამოსხმა: ორდინარული (სამ-, ოთხ- და ხუთწლიანი) და სამარკო (”ნარჩევი”, ”საიუბილეო”, ”სომხეთი”, ”დვინი”, ”ერევანი”, ”საზეიმო”, ”ნაირი”, ”ვასპირაკანი” და ”ახტამარი”). 1991 წელს მონოპოლია კონიაკის წარმოებაზე ლიკვიდირებულ იქნა. (...სრულად)

რედ.

რჩეული ბიოგრაფია

კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი".
კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი".

ფრუნზიკ (მჰერ) მკრტჩიანი (სომხ. Ֆրունզիկ (Մհեր) Մուշեղովիչ Մկրտչյան; 4 ივლისი, 193029 დეკემბერი, 1993) — საბჭოთა სომეხი მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1984).

დაიბადა ლენინაკანში, ამჟამად გიუმრი, სომხეთი. სწავლობდა ლენინაკანის ხელოვნების სასწავლებელსა და თეატრალურ სტუდიაში, შემდეგ ერევნის სახვითი ხელოვნებისა და თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1953 წლიდან ერევნის სუნდუკიანის სახ. დრამატულ თეატრში მუშაობდა. მისი კინოკარიერა 1955 წელს დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი როლები იყო ფილმებში როლან ბიკოვის "აიბოლიტ-66" (1966), ლეონიდ გაიდაის "კავკასიელი ტყვე ქალი" (1966). (...სრულად)

რედ.

რეგიონები

არაგაწოტნი - არარატის ოლქი - არმავირის ოლქი - ვაიოც ძორი - გეღარქუნიქი - ერევანი (დედაქალაქს აქვს ცალკე სტატუსი) - კოთაიგი - ლორეს ოლქი - სიუნიქი - ტავუში - შირაკის ოლქი
რედ.

იცოდით, რომ…

რედ.

კატეგორიები

რედ.

დღესასწაულები

რედ.


რჩეული პანორამა

ერევანი
ერევანი
ერევნის ხედი
რედ.

დობილი პორტალები


აზია ირანი თურქეთი აზერბაიჯანი რუსეთი საქართველო ახ. აღმოს. გაერო


რედ.

ქეშის გაწმენდა