ლოხ-ნესი
ლოხ-ნესი (ინგლ. Loch Ness) — დიდი, ღრმა მტკნარწყლიანი ტბა გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიაში. ტბა ცნობილია მთელ მსოფლიოში ლოხ-ნესის ურჩხულის ლეგენდის წყალობით. მისი ფართობია 65 კმ2. ლოხ-ნესს უკავია მეორე ადგილი წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით შოტლანდიის ტბებს შორის. ტბის მაქსიმალური სიღრმეა - 230 მეტრი. მის ნაპირზე არის ლოხ-ნესის ურჩხულის მუზეუმი.
ლოხ-ნესი | |
---|---|
Loch Ness / Loch Nis | |
კოორდინატები: 57°18′ ჩ. გ. 4°27′ დ. გ. / 57.300° ჩ. გ. 4.450° დ. გ. | |
მდებარეობა | შოტლანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 16 მ |
სიგრძე | 37 კმ |
სიგანე | 1,5 კმ |
ფართობი | 65 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 230 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |