ბელაია (კამის შენაკადი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბელაია.

ბელაია ან აგიზელი (რუს. Белая; ბაშკ. Ағиҙел ) — მდინარე რუსეთში, ბაშკირეთში, კამის მარცხენა შენაკადი. ნაწილობრივ გვევლინება აგრეთვე როგორც ბაშკირეთისა და თათრეთის სასაზღვრო მდინარე. წარმოადგენს ბაშკირეთის უგრძეს მდინარეს. სიგრძე 1430 კილომეტრი, აუზის ფართობი 142 ათ. კმ². სათავე აქვს სამხრეთ ურალზე, ირემელის მასივის აღმოსავლეთით. საზრდოობს უმთავრესად თოვლის წყლით. იყინება ნოემბრის შუა რიცხვებში, ყინულსვლა — შუა აპრილში. მთავარი შენაკადებია ნუგუში, სიმი, უფა, ბირი, ჩქარი თანიფი, ურშაქი, აშქადარი, დიომა და სხვა. ზემო დინებაში მიედინება დაბალ, დაჭაობებულ ხეობაში.

ბელაია

მდინარე ბელაია
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ბაშკორთოსტანის დროშა ბაშკირეთი
სათავე ირემელი
54°33′00″ ჩ. გ. 59°03′00″ ა. გ. / 54.55000° ჩ. გ. 59.05000° ა. გ. / 54.55000; 59.05000
შესართავი კამა
55°55′12″ ჩ. გ. 53°31′48″ ა. გ. / 55.92000° ჩ. გ. 53.53000° ა. გ. / 55.92000; 53.53000
სიგრძე 1430 კმ
აუზის ფართობი 142 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 950 მ³/წმ
ბელაია (კამის შენაკადი) — ბაშკირეთი
ბელაია (კამის შენაკადი)
ბელაია (კამის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი
ბელაია ვიკისაწყობში

სოფელ ტირლიანსკის ქვემოთ ხეობა მკვეთრად ვიწროვდება. ცალკეულ მონაკვეთებზე მისი ფერდობები ციცაბოა, ფლატოვანი და შემოსილია ტყით. მდინარე ნუგუშის შესართავის ქვემოთ ხეობა თანდათან ფართოვდება, ხოლო მდინარე უფის შესართავის შემდეგ ტიპური ვაკის მდინარის ხასიათს ატარებს. მიედინება ფართო ჭალის ფარგლებში, მეანდრირებულია და იყოფა ტოტებად. მარჯვენა ნაპირი დიდწილად ამაღლებულია.

წყლის საშუალო ხარჯი შესართავში 950 მ³/წმ. ბაშკირეთის მნიშვნელოვანი წყლის მაგისტრალია. სანაოსნოა შესართავიდან ქალაქ უფამდე. არარეგულარული ნაოსნობა განვითარებულია ქალაქ მელეუზის ნავმისადგომამდე. მდინარის ნაპირზეა გაშენებული ქალაქები: ბელორეცკი, სალავათი, იშიმბაი, უფა, სტერლითამაქი, ბირსკი.

მდინარის რუსული სახელწოდება — „ბელაია“ ბაშკირული „აგიზელის“ ანალოგიურია, რაც „თეთრ მდინარეს“ ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება