დიომა
დიომა (რუს. Дёма; ბაშკ. Дим ; აგრეთვე: ბაშკ. Күгиҙел) — მდინარე რუსეთში, ბაშკირეთსა და ორენბურგის ოლქში. მდინარე ბელაიის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 535 კმ, აუზის ფართობი 12 800 კმ². საერთო ვარდნა დაახლოებით 267 მ. სათავე აქვს ობშჩი-სირტის ჩრდილო კალთაზე, სოფელ ალიოშკინოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრში. კალაპოტი დაკლაკნილია. მიედინება ფართო ხეობაში. ორენბურგის ოლქის ტერიტორიაზე ღებულობს პირველი თანრიგის 28 შენაკადს, რომელთაგან 11 მდინარეს აქვს 10 კილომეტრზე მეტი სიგრძე. მთავარი შენაკადებია: დიდი იზიაქი, თიათერი, სადაკი და უდრიაქი. ბაშკირეთის ტერიტორიაზე გაედინება დაახლოებით 420 კილომეტრზე. ამ მონაკვეთზე მდინარე ძირითადად თოვლის წყლით იკვებება. ლანდშაფტები წარმოდგენილია ფართოფოთლოვანი და მეორეული წვრილფოთლოვანი ტყეებით. მდინარის ნაპირზეა ქალაქი დავლეკანოვო, სანატორიუმი „იუმატოვო“, ტურბაზა „ვოსხოდი“. საშუალო წლიური ხარჯი შესართავში 35 მ³/წმ.
დიომა | |
---|---|
დიომა | |
ქვეყანა | რუსეთი |
ქალაქები | დავლეკანოვო |
სათავე |
ობშჩი-სირტი 53°10′43″ ჩ. გ. 55°02′54″ ა. გ. / 53.17861° ჩ. გ. 55.04833° ა. გ. |
შესართავი | 54°42′50″ ჩ. გ. 55°54′48″ ა. გ. / 54.71389° ჩ. გ. 55.91333° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 83 მ |
სიგრძე | 535 კმ |
აუზის ფართობი | 12 800 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 35 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
დიომა ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიომა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)