ჩქარი თანიფი ან ზემოთში თანიფი (თათრ. Җитез Танып; ბაშკ. Тере Танып) — მდინარე რუსეთში, ბაშკირეთში. მდინარე ბელაიის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს პერმის მხარეში არსებული ჭაობებიდან. სიგრძე 345 კილომეტრი, აუზის ფართობი 7560 კმ². საშუალო დახრილობა 0,5%. აუზის საშუალო სიმაღლე 159 მ, ჭაობიანობა 2%, ტყიანობა 25%, დაკარსტულობა 25%. ადგილის რელიეფი წარმოადგენს ბორცვიან-უვალებიან ვაკეს, ზემო წელი და მარცხენანაპირეთი მაღლდება 284 მ-მდე, ჭარბობს რუხი ნიადაგი. მდინარის აუზის ზედა და ქვედა ნაწილი იკავებს შერეულ ტყეებს, შუა ნაწილი — სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ძირითადად იკვებება თოვლის წყლით. შემოდგომაზე ჩამონადენი შეადგენს 66 %-ს, ზაფხულსა და შემოდგომაზე 20%-ს, ხოლო ზამთარში 14%-ს. იყინება ნოემბრის პირველ ნახევარში, ყინულისგან თავისუფლდება აპრილში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 20 კილომეტრში 44,6 მ³/წმ. მარჯვენა შენაკადებიდან აღსანიშნავია: იუგი, ვერზი, გარეიკა, მარცხენა შენაკადებიდან: იარი, კიზგანი, სიბირგანი. ზემოთში მდინარეს უბრალოდ თანიფი ეწოდება.

ჩქარი თანიფი

მდინარე ბელაიის აუზის რუკა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ბაშკორთოსტანის დროშა ბაშკირეთი
სათავე 53°43′29″ ჩ. გ. 56°06′32″ ა. გ. / 53.72472° ჩ. გ. 56.10889° ა. გ. / 53.72472; 56.10889
შესართავი ბელაია
55°42′18″ ჩ. გ. 54°33′26″ ა. გ. / 55.70500° ჩ. გ. 54.55722° ა. გ. / 55.70500; 54.55722
სიგრძე 345 კმ
აუზის ფართობი 7560 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 44,6 მ³/წმ
ჩქარი თანიფი — ბაშკირეთი
ჩქარი თანიფი
ჩქარი თანიფი
— სათავე, — შესართავი
ჩქარი თანიფი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Балков В.А. Водные ресурсы Башкирии. Уфа, 1978.