დასავლეთის ბუგი
(გადამისამართდა გვერდიდან ბუგი)
ბუგი (პოლ. Bug; უკრ. Західний Буг, Zakhidnyy Buh ან დასავლეთის ბუგი; ბელარ. Захо́дні Буг, Zakhodni Buh; რუს. Западный Буг, Zapadnyy Bug) — მდინარე ნარევის მარცხენა შენაკადი, მიედინება ცენტრალური უკრაინიდან დასავლეთისკენ, კვეთს უკრაინა-პოლონეთის და პოლონეთ-ბელარუსის საზღვრებს და ერთვის მდინარე ნარევი პოლონეთში სეროკთან ახლოს. ნაწილი ტბას და მდინარე ვისტულას შორის ზოგჯერ მიჩნეულია, როგორც ბუგო-ნარევი. მდინარე ვისტულა ჩაედინება ბალტიის ზღვაში.
დასავლეთი ბუგი | |
---|---|
მდინარე ბუგი | |
ქვეყანა | პოლონეთი, ბელარუსი, უკრაინა |
სიგრძე | 830 კმ |
აუზის ფართობი | 39,420 კმ² |
დასავლეთი ბუგი ვიკისაწყობში |
მდინარის სიგრძეა 830 კილომეტრი [1] (587 კილომეტრი პოლონეთში) და სიგრძით მეოთხეა პოლონეთში. აუზის ფართობია 39,420 კმ² (19,284 კმ² პოლონეთში). მდინარე დნეპრთან შეერთებულია დნეპრ-ბუგის არხით.
ბუგი ხშირად მიჩნეული იყო, როგორც ეთნოგრაფიული საზღვარი მართლმადიდებელ და კათოლიკე ხალხებს შორის.