სამბრი, სამბრა (ფრანგ. Sambre; ნიდერლ. Samber) — მდინარე საფრანგეთსა და ბელგიაში, მდინარე მაასის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 193 კმ, აუზის ფართობი 2740 კმ². სათავე აქვს არდენების ჩრდილოეთ-დასავლეთ შტოქედებზე, ზღვის დონიდან 199 მ სიმაღლეზე. დინების დიდი ნაწილი ვაკეზეა გაშლილი. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით. მაქსიმალური ჩამონადენი ზამთარსა და გაზაფხულზეა. თითქმის მთელ სიგრძეზეა სანაოსნო. ქალაქ შარლერუას ქვემოთ გემებისთვის წყალწყვა 1500 მ-მდეა. მდინარე მაასს უერთდება ქალაქ ნამიურთან. ნაპირზეა ქალაქები: მობეჟი, შარლერუა და ნამიური. პირველი მსოფლიო ომის დროს მდინარესთან რამდენიმეჯერ ბრძოლა გაიმართა. მდინარეს ძველი რომაელები „საბისს“ უწოდებდნენ.

სამბრი

სამბრი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ბელგიის დროშა ბელგია
ქალაქები მობეჟი
შარლერუა
ნამიური
სათავე არდენები
50°01′49″ ჩ. გ. 3°50′29″ ა. გ. / 50.03028° ჩ. გ. 3.84139° ა. გ. / 50.03028; 3.84139
სათავის სიმაღლე 199 მ
შესართავი მაასი
50°27′43″ ჩ. გ. 4°52′15″ ა. გ. / 50.46194° ჩ. გ. 4.87083° ა. გ. / 50.46194; 4.87083
სიგრძე 193 კმ
აუზის ფართობი 2740 კმ²
სამბრი — ბელგია
სამბრი
სამბრი
— სათავე, — შესართავი
სამბრი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება