კვიპროსის ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, კვიპროსის ეკონომიკა მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის ჯგუფს მიეკუთვნება.[1] 2001 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კვიპროსი მოწინავე ეკონომიკების ჯგუფს მიაკუთვნა.[2][3] 2008 წლის 1-ელ იანვარს კვიპროსმა ევრო ოფიციალურ ვალუტად დააწესა, რომელმაც კვიპროსული ფუნტი შეცვალა გაცვლითი კურსით 0.585274 კვიპროსული ფუნტი 1 ევროზე.[4]
ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია 2012-2013 წლის კვიპროსის ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც უფრო ფართო ევროპის სავალო კრიზისის ნაწილია. 2013 წელს კვიპროსის მთავორბამ ევროზონის პარნტიორებთან შეთანხმებას მიაღწია ქვეყნსი მეორე უდიდესი ბანკის, „კვიპროსის სახალხო ბანკის“ (ასევე ცნობილი როგორც ლაიკის ბანკი) გაყოფის შესახებ: „ცუდ“ ბანკად, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრებოდა და „კარგ“ ბანკად, რომელსაც უფრო დიდი „კვიპროსის ბანკი“ შეითვისებდა. სამწლინახევრის რეცესიის შემდეგ კვიპროსის ეკონომიკამ ზრდა 2015 წლის პირველ კვარტალში დაიწყო. 2016 წლის მარტის ბოლოს კვიპროსმა წარმატებით დაასრულა სამწლიანი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. ქვეყანამ ევროპის სტაბლიზაციის მექანიზმიდან 6.3 მილიარდი ევრო, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 1 მილიარდი ევრო აიღო.[5][6]
სექტორები
რედაქტირებასოფლის მეურნეობა
რედაქტირება2018 წელს სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებთან ერთად კვიპროსმა აწარმოა: 106 ათასი ტონა კარტოფილი, 37 ათასი ტონა მანდარინი, 23 ათასი ტონა ყურძენი, 20 ათასი ტონა ფორთოხალი, 19 ათასი ტონა გრეიპფრუტი, 19 ათასი ტონა ზეთისხილი, 18 ათასი ტონა ხორბალი, 18 ათასი ტონა ქერი, 15 ათასი ტონა პომიდორი, 13 ათასი ტონა საზამთრო და 10 ათასი ტონა ნესვი.[7]
ტურიმი
რედაქტირებატურიზმი კვიპროსის ეკონომიკის წამყვანი სექტორია.[8][9] 2006 წელს ტურიზმის სექტორში 113 000 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10.7% შეადგინა.[10] ქვეყანას ყოველწლიურად დაახლოებით 4 მლნ ადამიანი სტუმრობს[11] და ტურისტული დანიშნულების მხრივ მე-40 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. [12][13]
ნავთობი და ბუნებრივი აირი
რედაქტირებაკლვევების თანახმად, კვიპროსსა და ისრაელს შორის, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ აუზში ხელშეუხებელი რეზერვების მოცულობა 100 ტრილიონი კუბური მეტრია, რაც თითქმის მსოფლიოში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარების მაჩვენებლის ტოლია.[14] 2012 წლის იანვარში Noble Energy-მ ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა.[15]
სტატისტიკა
რედაქტირებამსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კვიპროსს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 44-ე ადგილი ეკავა. 2019 წლის ანგარიშის მიხედვითაც მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 44 ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 28 339.9 აშშ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.03%-ია. უმუშევრობის დონე 8.1%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი ― 0.7, ჯინის კოეფიციენტი ― 34.0, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 9.9%-ია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით კვიპროსი 31-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 39-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 31-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 36-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 50-ე, გამჭვირვალობით ― 36-ე, საკუთრების უფლებებით ― 34-ე, კორპორატიული მმართველობით ― 44-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 35-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით კვიპროსს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 48-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-60, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 34-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით კვიპროსი 58-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად საკმაოდ სტაბილურია, 43-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 0.7%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 80-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით კვიპროსი 33-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 28-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 54-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 35-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 29-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 45-ს.
კვიპროსში არც თუ ისე კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (76-ე ადგილი): სიღრმით 49-ე, ხოლო სტაბილურობით 134-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 110-ე ადგილს იკავებს. კვიპროსში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (37-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 25-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 90-ს.[16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ World Bank Country and Lending Groups – World Bank Data Help Desk. The World Bank Group. ციტირების თარიღი: 3 September 2020
- ↑ World Economic and Financial Surveys World Economic Outlook Database—WEO Groups and Aggregates Information October 2020. International Monetary Fund (13 October 2020). ციტირების თარიღი: 13 October 2020
- ↑ World Economic Outlook Database - Changes to the Database. International Monetary Fund (13 October 2020). ციტირების თარიღი: 13 October 2020
- ↑ Our money. European Central Bank (12 November 2020). ციტირების თარიღი: 8 December 2020
- ↑ Cyprus successfully exits ESM programme. European Stability Mechanism (31 March 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 31 March 2016
- ↑ „Επισήμως εκτός μνημονίου η Κύπρος“. Kathimerini (ბერძნული). Athens. 31 March 2016. ციტირების თარიღი: 31 March 2016.
- ↑ Cyprus production in 2018, by FAO.
- ↑ Cyprus Travel & Tourism - Climbing to new heights.. Accenture. World Travel and Tourism Council (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2007-03-02
- ↑ Cyprus Profile: Cruising to Growth en. ციტირების თარიღი: 2020-11-09
- ↑ Cyprus – Tourism – Asppen Overseas en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-09. ციტირების თარიღი: 2020-11-09
- ↑ Historic number of tourist arrivals in 2018 with 3.93m visitors (2019-01-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-17. ციტირების თარიღი: 2022-11-22.
- ↑ Moody's: Cypriot banks benefit from strong tourism in 2016. ციტირების თარიღი: 2020-11-09
- ↑ Christou, Jean. CTO eyes nearly three million tourists in 2016 | Cyprus Mail en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-04. ციტირების თარიღი: 2020-11-09
- ↑ Cyprus hopes gas export income will flow by 2019 დაარქივებული 2019-05-28 საიტზე Wayback Machine. Reuters.com 6 July 2012
- ↑ Cyprus | Oil & Gas. Deloitte (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-09. ციტირების თარიღი: 24 April 2020
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 178-181.