ტროოდოსი
ტროოდოსი (ბერძ. Τρόοδος) — უმსხვილესი მთათა სისტემა კუნძულ კვიპროსზე. უმაღლესი წერტილი — მთა ოლიმპო (1952 მ).
ტროოდოსი | |
---|---|
კოორდინატები: 34°55′ ჩ. გ. 32°50′ ა. გ. / 34.917° ჩ. გ. 32.833° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | ოლიმპო |
სიმაღლე | 1952 მ |
![]() |
ტროოდოსის მთები კვიპროსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ცნობილია თავისი მთის კურორტებით, პეიზაჟებითა და ბიზანტიური ეკლესია-მონასტრებით, საიდანაც ყველაზე ცნობილია XI საუკუნეში დაარსებული კიკოსის მონასტერი.
ჰავარედაქტირება
ტროდოოსის მთის მასივის ჰავა, ისევე როგორც კვიპროსისა, ხმელთაშუაზღვისაა: ზაფხული მშრალი და ცხელია, ხოლო ზამთარი — გრილი და ნესტიანი. სიმაღლისა და მთის რელიეფის გამო, ტროოდოსში მოდის ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა კუნძულის მასშტაბით, ზოგჯერ 1000 მმ-ზე მეტიც. თოვლი ყოველ ზამთარს მოდის და ოლიმპოს მთა 3–4 თვით თოვლით იფარება. 1991–2005 წლებში, რეგიონის ყველაზე დაბალი რეგისტრირებული ტემპერატურაა −10,2 °C, ყველაზე მაღალი — +35,4 °C.[1]
ბუნებარედაქტირება
ტროდოსის მთების ბუნება ხასიათდება მსხვილი ტყის მასივებითა და მდიდარი ფლორით, სადაც დიდი რაოდენობით ენდემური მცენარეებია. იშვიათი ცხოველებიდან გამორჩეულია მუფლონი, რომელზე ნადირობა უკანასკნელ წლებში მთავრობის მიერაა აკრძალული. ტყიდ ზონებში გავრცელებულია მელა და კურდღელი.
ეკონომიკარედაქტირება
რეგიონის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება სოფლის მეურნეობას (ხილისა და ყურძნის მოყვანა, ღვინის წარმოება). შეზღუდული მასშტაბებით მიმდინარეობს სპილენძის მადნის მოპოვება, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაიწყო. ამ დროის კვიპროსი იყო სპილენძის მოპოვების ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომ ლათინურ ენაში ამ ლითონს cuprum ეწოდა, რაც კუნძულის სახელიდან მომდინარეობს.[2]
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ვირტუალური პანორამული ტური ტროოდოსის მთებში დაარქივებული 2009-06-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიორედაქტირება
- ↑ Climatological Data, Prodromos, 1991-2005. კვიპროსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მეტეოროლოგიური სამსახური. (ინგლისური)
- ↑ Παναγίδης, Ι. (1997). Η Γεωλογία της Κύπρου, Κεφάλαιο V — Ορυκτός Πλούτος. Λευκωσία: Τυπογραφεία Πρίντκο, გვ. 9-12. ISBN ISBN 9963-1-7505-8. თარგი:Ref-el