ალბანური კულტურა

(გადამისამართდა გვერდიდან ალბანეთის კულტურა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყნის, ალბანეთის კულტურული თავისებურებანი.

იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა

რედაქტირება

სახელი „ალბანელი“ მოდის უძველესი ქალაქის, ალბანოპოლის, დასახელებიდან, რომელსაც პტოლემაიოსი ახსენებს ძვ.წ. მეორე საუკუნეში და განლაგებული იყო დღევანდელი ალბანეთის ტერიტორიაზე. ეტიმოლოგიურად ის მოდის ლათინური „albus-დან“, რომელიც "თეთრს" ნიშნავს, რაც შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მთებზე მიუთითებდეს. “Arbëresh” მომდინარეობს ალბანური arbër-დან, რომელიც ტერმინი იყო ალბანელთათვის იტალიაში. “Arbanit,” “Arvanitბერძენი ალბანელების სახელწოდება შეიცვალა “Arbërit-ითა” და “Arbëreshët-ით”, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ კათოლიკე ალბანელთა სახელი იყო. “Arnaut” მომდინარეობს ოტომანთა აღნიშვნიდან და როგორც “Albanoi,” თავდაპირველი ფრანგული სახელი, ნაპოვნია უძველეს წყაროებში. “Illyrian” არის სახელი ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის, რომლებიც ნაწილობრივს თანამედროვე ალბანურ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ რკინის ხანიდან მოყოლებული  და ხანდახან ალბანურ ეროვნულ ლიტერატურაში გამოყენებულია, როგორც „ნათესავი ალბანელების“ სახელი. “Shiptare,” “sons of the eagle,” თავდაპირველად მხოლოდ ჩრდილოეთის მთიანეთის მცხოვრებთა სახელი, არის თანამედროვე ალბანელთა სწორი ეთნონიმი. თანამედროვე ალბანეთი 28,748 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული 39°38' და 42°39' N და 19°16' და21°4' E შორის. დასავლეთიდან ესაძღვრება ადრეატიკისა და იონიის ზღვები, მონტენეგრო, სერბეთი და მაკედონია ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით, საბერძნეთი-სამხრეთით. ალბანეთის 76 % გორაკ-ბორცვებია, 23,4 % კი ვაკე. სანაპიროს ვაკესა და მთისწინეთში ხმელთაშუა ზღვის კლიმატია გავრცელებული, მთიან ალბანეთში კი კლიმატი უფრო კონტინენტური ხდება, ნაკლებად მშრალი ზაფხულითა და უფრო ცივი,ხშირად თოვლიანი ზამთრით.[1]

ლინგვისტიკა

რედაქტირება

ალბანური ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფის წევრია. არსებობს ორი ძირითადი დიალექტი, რომლებიც, ასევე, ორი ძირითადი რეგიონალური ჯგუფის სახელია ალბანეთში, განსხვავდებიან თავიანთი ტრადიციული სოციალური ორგანიზაციით: Tosk, რომელსაც თურქული გავლენა აქვს, მდინარე შკუმბინის სამხრეთით და Gheg, რომანული, ბერძნული და სლოვაკური გავლენით, ჩრდილოეთით. თანამედროვე ოფიციალური ალბანური ენა სათავეს იღებს 1908-1912 წლებიდან, როცა ენა სტანდარტიზდა Tosk-ის ვარიანტზე და ლათინური ანბანი იქნა შემოტანილი[1].

კულტურული ურთიერთობები

რედაქტირება

ალბანურ ტერიტორიაზე ილირიული დასახლების არქეოლოგიური და პრეისტორიული მტკიცებულებები თარიღდება ძვ.წ. მეორე ათასწლეულით. თავდაპირველად, ბერძნული ცივილიზაციის გავლენით, ილირია ეკთვნოდა რომაულ იმპერიას ძვ.წ.168 წლიდან. მეოთხედან მეექვსე საუკუნეში ილირიას ჰუნები და გოთები შემოესივნენ, ხოლო მეექვსე საუკუნიდან სლავებმა დაიწყეს ილირიის ტერიტორიაზე დასახლება. 750 წლიდან ტერიტორიას ბიზანტია მართავდა, 851-1014 წლებში კი ის ბულგარეთის იმპერიას ეკუთვნოდა. შემდეგ მოდიან ნორმანები და ნეოპოლიტანები. მალე 1334-1347 წლებში ქვეყანა დიდი სერბეთის იმპერიის ნაწილი ხდება. 1393 წლამდე ვენეციელები ეპატრონებიან ამ ტერიტორიას, მანამ, სანამ ოტომანთა იმპერია არ იმორჩილებს და საბოლოოდ, 1912 წელს ეს ტერიტორია დამოუკიდებლობას აცხადებს.

ალბანეთი შედარებით ჰომოგენურია, მოსახლეობის 95 % ალბანელია. 1976 წლის ალბანური კონსტიტუცია აღიარებს სხვა ეროვნების, ენის, ტრადიციის მქონე უმცირესობათა უფლებებს, მაგრამ არა რელიგიურს. ბერძნები არიან უდიდესი ნაციონალური უმცირესობა. ათასობით ბერძენი ალბანელი დაბრუნდა საბერძნეთში 1990 წლის ბოლოს.  ბალკანელი რუმინელები, ცნობილები, როგორც Aromuns ან Vlachs, ასიმილირებულ უმცირესობად მიიჩნევიან.  ასევე არიან მაკედონელბი (0,4 %) და მონტენეგროელები (0,2 %). ბოშები 0,2 %-ზე ნაკლებნი არიან. დღესაც შეგვიძლია ვიპოვოთ ბოშათათვის განკუთვნილი ცალკე დასახლებები, ისინი სოცილაურად მაინც  გამიჯნულნი არიან.[1]

დასახლებები

რედაქტირება

2010 წლეს 52 % ალბანური დასახლების იყო ურბანული. ურბანიზაციის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება აიხსნას მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვებით. მოსახლეობის უმეტესობა დღემდე ცხოვრობს სოციალისტთა პერიოდში აგებულ კორპუსებში. პრესოციალუსტურ პრიოდში სოფლები შედგებოდა სახლების ჯგუფისგან, რომლებსაც სამეურნეო მიწები და საძოვრები აკრავს გარს. ხე და ქვა იყო სახლების შენების ძირითადი მასალა. ოტომანთა გავლენა მარტივი დასანახია ფართოდ გავრცელებულ სახლთა ქვის კედლებით შემოღობვის ტრადიციაში, რომელსაც რელიგიური საფუძველი აქვს. ამას ემატება პირველი სართული ქვით,თავდაცვის მიზნით, ხოლო მეორე სართულის ხით შენება. ასევე ტიპურია thekula, ქვისგან ნაშენები საცხოვრებელი, ფანჯრებისთვის განკუთვნილი ჭრილებით პირველ სართულზე, მაღლა კი დახურვადი ფანჯრებით, ადაპტირებული ყაჩაღების, უცხოელი, განსაკუთრებით ოტომანთა, შემოტევების და ფეოფალების საფრთხესთან. ერთოთახიან ქვის ან ხის სახლებს კერიით ცენტრში ხანდახან დამატებითი ნაგებობებიც ემატებოდა და უფრო დიდ ფერმად ფართოვდებოდა. დახრილი ადგილმდებარეობის გამო ბევრი სახლი პერპენდიკულარუადაა აგებული ფერდობის საწინააღმდეგო მიმართულებით, რისი მეშვეობითაც იყენებენ ყველა შესაძლო ტერიტორიას. იმ ადგილებში სადაც ხმელთაშუა ზღვის კლიმატია, ძირითად ნაგებობას ვერანდაც ემატება, რომელსაც ზაფხულში საკვების დამზადებისთვისა და ძილისთვის იყენებენ. სამხრეთში იპოვით ფეოდალთა სახლებსაც, ზოგიერთი მათგანი თავდაცვისთვისაც იყო აგებული. ბარში ამ ტიპის და ჩვეულებრივი სახლები განიცდიან იტალიური არქიტექტურის გავლენას.[1]

ნათესაობა

რედაქტირება

ნათესაური ჯგუფები და წარმოშობა

რედაქტირება

Gheg კლანის საზოგადოება 1950-იან წლებამდე იყო ჩრდილოეთ ალბანეთში. ისინი, ვინც ამტკიცებდა, რომ ცნობილი, ხშირად მისტიკური მამაკაცი წინაპრის შთამომავლები იყვნენ, იდეალურად ეგზოგამურ პატრიკლანში ერთიანდებოდნენ, რაც მხოლოდ სოფლის დონეზე შეიმჩნევა. გააზრერბული, როგორც „საძმოები“ ისინი  ერთიანდებოდნენ ოჯახებში, რომელსაც ship ან shtepi ეწოდებოდა (სიტყვასიტყვით „სახლად“ ითარგმნება). ეს ოჯახები შედგებოდა ბურთვული ოჯახისგან რამდენიმე ძმით და 90-მდე ადამიანს აერთიანებდა.  გენეოლოგიური ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეპიკური სიმღერებითა და მითებით[1].

ნათესაური ტერმინოლოგია

რედაქტირება

ნათესაური კავშირები განისაზღვრებოდა მხოლოდ მამის მიერ გადაცემული სისხლით. ცოლის ან დედის ნათესავები იყვნენ მხოლოდ მშობელი ოჯახის წარმომადგენლები, მის მამასა და ძმებს ეკისტებოდათ მასზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მის გათხოვებამდე. შესაბამისად, დედის ძმას და დედის შვილს სპეციალური ტერმინები ჰქონდათ, მაგრამ მათი შვილებისთვის ნათესაური ტერმინოლოგია არ არსებობდა. ყველა მატრილატერალური ბიძაშვილი პოტენციური პარტნიოერი იყო, მაგრამ პატრილატერალური ბიძაშვილების ურთიერთობა ინცესტად ითვლებოდა. ნებისრმინებს, მიერი თაობის პატრილატერალური ბიძაშვილები ძმებად და დებად იწოდებოდნენ, ბიძები კი მამებად ან ბიძებად. როცა ნამდივილი დედა და მამა ბერდებოდა, უფროს  ძმასა და დას ენიჭებოდა ეს ტერმინი.[1]

ქორწინება და ოჯახი

რედაქტირება

ქორწინება ალბანურ საზოგადოებაში მუდმივად ლოკალური იყო. ქორწინება ეგზოგამიური იყო და ოჯახის უფროს გეგმავდა. ბავშვები ხანდახან დაბადებამდეც კი ინიშნებოდნენ, ხშირად არსებული კავშირის პატივსაცემად ან  სხვა კლანთან მეგობრობის და მშვიდობის საილუსტრაციოდ. რელიგიური განსხვავება დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. გოგონები 13-დან 16 წლამდე ქორწინდებოდნენ, ხოლო ვაჟებს 15-დან 18 წლამდე მოჰყავდათ ცოლი. რეგიონალურად, მზითვბეს გოგოებს მისი ოჯახი ატანდა, თითქოდა ის ქვრივდებოდა და სახლში იგზავნებდა, მას ნებისმიერი რამის თან წაღება შეეძლო. ლევირატიც იყო პრაქტიკაში. ხანდახან ახალგაზრდა ქვრივებს ყიდდნენ და მოგებას მისი ძველი ქმრის ოჯახი და თვითონ ქვრივი ინაწილებდნენ. ცოლი ქმრის საკუთრებად ითვლებოდა, როგორც მისი შვილები. დაუოჯახებელი ქალი კი მამას ეკუთვნოდა. თუ ქალი ვაჟს ვერ გააჩენდა, ქმარს ჰქონდა უფლება გაყროდა მას, მისი კაბის ნაწილის მოჭრის რიტუალით და გაეგზავნა სახლში. ასეთი ქალბატონი გამოუსადეგრად ითვლებოდა და თითქმის აღარ ჰქონდა გათხოვების შანსი. ეკლესიის გავლენამ აღკვეთა ქალის წაყვანა ქორწინების გარეშე მანამ, სანამ არ დაორსულდებოდა. ქალის ერთადერთი შანსი, რომ არასასურველი ქორწინებისგან თავი დაეხსნა, სამუდამო ქალიშვილობის აღთქმის დადება იყო. მაგრამ აქ სირთულეს საკუთარ კლანში იმ მსაჯულის პოვნა წარმოადგენდა, რომელიც გააკონტროლებდა, შეასრულებდა თუ არა ეს ქალი აღთქმას. მათ verdzin ეწოდებოდათ. ამ ქალებს შეეძლოთ მამაკაცთა ვალდებულებები და მოვალეობები აეღოთ საკუთარ თავზე, ზოგან კაცივითაც კი ეცვათ. მთიან რეგიონებში ქალების ნაკლებობა იყო, რაც პატარძალში გადახდილი ფულის „აფეთქებას“ იწვევა, რაც ხშირად მოტაცებით მთავრდებოდა. სოციალიზმმა გააუქმა ეს ტრადიციები და ორივე სქესს სასურველი პარტნიორის არჩევის უფლება მისცა.[1]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

მაღალი პოზიციები/თანამდებობები, ტრადიციულად, არ იყო მომკვიდრეობითი. ერთადერთ გამონაკლისს მედროშე წარმოადგენდა. ამ შემთხვევაშიც, დამსახურება იყო მთავარი კრიტერიუმი მემკვიდრის არჩევისას ვაჟებს შორის. სხვა გამონაკლისი იყო კაპიტნის, კლანის თავის, პოზიცია, რომელიც მემკვიდრეობით გადაეზემოდა Gjomarkaj-ის ოჯახში, რომელიც Mirditë-ის კლანიდან იყო და ისინი ტრადიციული სამართლის შესახებ ცოდნას ინახავდნენ. მიწა არასდროს იყოფოდა მემკვიდრეობითობის პრინციპის მიხედვით, მისი პატრონი ყოველთვის ოჯახის უფროსი იყო. კლანის ასამბლეის გარეშე მიწის ჩუქება ეკლესიისთვის არავის შეეძლო. მამაკაცი მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში, უფროს დას შეეძლო აერჩია verdzin-ად გახდომა, რათა ოჯახის თავი გამხდარიყო და მიწის ერთიანობა შეენარჩუნებინა მომავალი თაობებისთვის.[1]

სოციალიზაცია

რედაქტირება

დაბადებიდან მესამე დღეს (poganík) სამი "ფერია" წინასწარმეტყველებდა ბავშვის მომავალს, ტრადიციული თქმულების მიხედვით. სამი ან ოთხი კვირის შემდეგ ბავშვი ინათლებოდა, ოჯახის წევრად კი ერთი წლის ასაკში თმის პირველი შეჭრის რიტუალით ყალიბდებოდა. შვილების, განსაკუთრებით ვაჟების, ნაკლებობა უიღბლობად ითვლებოდა. რიტუალები და ამულეტები ბავშვებს ბოროტი თვალისგან იცავდა. მამები ხშირად ცვლიდნენ ახალგაზრდა შვილებს, რათა უფრო მკაცრად აღზრდილიყვნენ და ბავშვებს საუბრის უფლება მხოლოდ მაშინ ჰქონდათ, როცა მათ ელაპარაკებოდნენ. მამაკაცს უნდა ეტარებინა იარაღი იმისთვის, რომ სერიოზულად აღექვათ. გოგონებს ოჯახური საქმის კეთება პატარა ასაკიდან უწევდათ. ბავშვების აღზრდის მთავარი საფიქრალი მათი სიმტკიცისა და უფროსების, განსაკუთრებით მამაკაცების, მიმართ პატივისცემის განვითარება იყო. თავიდან სოციალისტები წერა-კითხვის უცოდინრობის მაღალ მაჩვენებლებს შეეჯახნენ, რომელიც 1 %-ზე ნაკლები გახდა 2001 წლისთვის. [1]

პოლიტიკური სტრუქტურა

რედაქტირება

სახლის თავი, იგივე thezot i shpis, თავის დიდ ოჯახს წარმოადგენდა სოფლის ასამბლეაში, რომელიც შედგებოდა სოფლის უფროსი წევრებისგან, რომლებსაც არანაირი პრივილეგია არ გააჩნდათ. ერთი ან რამდენიმე პატივსაცემი წევრი (plak ordryeplak) სოფელს კლანის ასამბელაში (kuvënd) წარმოადგენდა. ყველა კლანს ყაბდა ე. წ. მედროშე (bayraktars), სამხედრო ლიდერი, რომელსაც მშვიდობის დროს ადმინისტრაციული და იურიდიული ფუნქციებიც ეკისრებოდა. ადგილს, სადაც thezot i shpis თავის მიმდევრებს აგროვებდა bayrak ერქვა, რომელიც შესაძლოა კლანის ტერიტორეიზა ყოფილიყო. ზოგიერთ კლანს რამდენიმე მედროშეც ჰყავდა, ზოგ შემთხვევაში კი რამდენიმე კლანს ერთი bayraktar წარმოადგენდა. მას შეეძლო მოეწვია კლანის ასამბელა და გაძღოლოდა მას სამხედრო მიზნებისთვის. ასამბლეას აღმასრულებელი და იურიდიული ფუნქციები ჰქონდა. ხშირად ერთი ადამიანის და გვარი საქმე სოფლის კლანის დონეზე წყდებოდა. ბარში პოლიტიკური მოწყობის ეს ტრადიციული ფორმევი ოტომანთა ადმინისტრაციამ, ფეოდალურმა სტრუქტურამ ჩაანაცვლა. სოციალიზმის დროს პოლიტიკა ლოკალურ დონეზე იქნა ორგანიზებული. 1990-იანი წლების, კომუნისტთა დამხობის, შემდეგ ალბანეთი დემოკრატიისკენ ისწრაფვის.[1]

სოციალური კონტროლი

რედაქტირება

Gheg-ის ჩვეულებითი სამართალი ზეპირად გადაეცემოდა. კლანისა და სოფლების ასამბლეები ცვლიდნენ სამართლის კანონებს 500 წლის განმავლობაში და მუდმივად ტერიტორიის მმართველს უსადაგებდნენ. ადამიანს უნდა დაეცვა საკუთარი ოჯახისა და კლანის პატივი, ასევე ევალებოდათ ცოლების დაცვა. ასევე არსებობდა კოლექტიური ვალდებულებები, რომლებიც რამდენიმე თაობას ეკისრებოდა, კლანის ნებისმიერი წევრის საქციელის გამო. არსებობდა „სისხლი სისხლის სანაცვლოდ“ ტრადიციაც.[1]

ალბანური თემი და ჩვეულებები [2]

რედაქტირება

(დაუწერელი კანონი)

რედაქტირება

ყველა სახის დაუწერელი კანონი ალბანურ კულტურაში მუდმივად სახეს იცვლიდა, მაგრამ მაინც, შეიცლება შედარებით ფუნდამენტური და მუდმივი კანონების გამოკვეთაც. პირველხარისხოვანი საკითხი არის კონკრეტული პიროვნების მმართველობის უზენაესობის აღიარება. მთაში მცხოვრებნი, მალევე მიხვდნენ, რომ თუ კი სამფლობელოები გაიყოფა, ეს იმოქმედებს მათ საწინააღმდეგოდ, რადგან ცალ-ცალკე ისინი აუცილებლად დაეცემოდნენ, ასე რომ კულტურაში შემოვიდა წოდებრივი სისტემა, რომლის სათავეშიც ერთპიროვნული მმართველი იდგა. ასეთი წყობა ოჯახებშიც ჩამოყალიბდა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა, მაგრამ განსხვავებით სტანდარტული ფორმისგან, ალბანელები მიიჩნევდნენ, რომ პირველი ვაჟი შეიძლება ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს ოჯახის ხელმძღვანელობაში. ასე რომ, ალბანელები მთავარ მემკვიდრეს ირჩევდნენ გარკვეული ლოგიკითა და პროცედურით. პროცედურა საკმაოდ მარტივი იყო: ამომრჩეველს წარმოადგენდნენ ზრდასრული მამაკაცები ოჯახში, ამორჩეულს კი - ნებისმიერი ახალი თაობის მამრი, ზრდასრულების შეხედულების მიხედვით, რომელიც კი ყველაზე კარგად შეძლებდა ოჯახის ერთობის შენარჩუნებას. ასეთი ვაჟი დაიმსახურებდა ოჯახის ლიდერის სტატუსს. ასე რომ, ეს ლიდერები ზუსტად ამ ჩვეულების გამო სარგებლობდნენ მმართველობის ლეგიტიმური უფლებით და ყოველგვარი შური, აჯანყება თუ ინტრიგა დაგმობილი უნდა ყოფილიყო, ხოლო ლიდერი - ყოველი ხელქვეითისგან აღიარებული და მისი ყველა ბრძანება უყოყმანოდ უნდა შესრულებულიყო. ყოველივე ეს წარმოადგენდა მშვიდობის შენარჩუნების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს. თურქების სახელმწიფოდან გამოსვლამდე, ანუ 1912 წლამდე, ალბანელთა ტომის ბელადობას ძირითადად ერთი ოჯახი ითავსებდა. ბელადი ხდებოდა ის, ვისაც ოჯახში ზემოთნახსენები წესით აირჩევდნენ. თვითონ ოჯახის არჩევაც, სოფლის ან სოფლების ერთობის სამართავად, ანალოგიური ფორმატით ხდებოდა: ადგილობრივი საზოგადოება ირჩევდა ისეთ ოჯახს, რომელსაც ამ საზოგადოების აზრით, ლიდერობისათვის საუკეთესო უნარები გააჩნდა.[2]

ძველი დროიდან, კულტურაში კანონების ადმინისტრირება, დადგენა თუ შესწორება ხდებოდა რანგით მმართველი პიროვნებების ერთობლივი ძალისხმევით, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილები იყვნენ როგორც უხუცესები. თავად მართლმსაჯულების პროცესი პროფესიონალურად სრულდებოდა, მას უხუცესები მიუძღვოდნენ, მტკიცებულებას იღებდნენ მოწმეებისგან, რომლებიც აუცილებლად დებდნენ ფიცს და ასევე მესარჩლისგანაც. საბოლოოდ უხუცესები ყველაფერს აჯამებდნენ და გამოჰქონდათ ვერდიქტი. წვრილმანი დანაშაულებანი ძირითადად ისჯებოდა ფულადი ჯარიმებით ან დროებითი გაძევებით საცხოვრებელი ადგილიდან, მძიმე დანაშაულები კი სამუდამო გაძევებით და სიკვდილითაც ისჯებოდა. აღსანიშნავია, რომ ოდნავ სახე ცვლილი პატიმრობით დასჯაც არსებობდა. ზოგადად საზოგადოებაში ყველაზე დიდ დანაშაულად ითვლებოდა ის დანაშაული, რომელიც შედარებით მასშტაბურ ხასიათს ატარებდა, რადგან ითვლებოდა, რომ საზოგადოების მნიშვნელობა გაცილებით უფრო მაღლა იდგა, ვიდრე კონკრეტული ინდივიდისა.[2]

თემის და ინდივიდის ახლო ურთიერთობის ტრადიცია დაფუძნებული იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. ანუ, არსებობდა დიქტატორობის ხელისშემშლელი, ანუ შემზღუდველი ადათი. თემის კანონებიდან გამომდინარე, ჩინით მმართველი ყოველთვის ანგარიშვალდებული იყო, პატივი ეცა და დაეცვა ინდივიდის პირადი ქონება. მმართველებს არ ჰქონდათ უფლება, შეეტანათ რაიმე სახის ცვლილება კანონებში, მანამ სანამ არ მიიღებდნენ თანხმობას თავიანთი სოფლის ან ტომის ერთობლივი ყრილობისგან.[2]

კულტურაში პრივილეგირებული ოლიგარქია არ იყო. მმართველ პირებს, შეიძლება, უფრო დიდი პატივით ეპყრობოდნენ, ზეიმებსა და თავყრილობებზე ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონიათ დიდი ქონება, ოფიციალური რეზიდენციები, ცხენები და დაცვა, რომელთა შენახვაც ხალხის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. ისინი ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებიც ხშირად უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე მათი ხელქვეითებისა. ისინი იკვებებოდნენ იმავე საკვებით, რომლითაც იკვებებოდნენ მათი ხელქვეითები, ისინი მუშაობდნენ იგივე ყანაში სადაც მათი ხელქვეითები და მწყემსავდნენ ნახირს ისე, როგორც მათი ხელქვეითები. მარტივად რომ ითქვას, გამოდის რომ ეს ნამდვილად იყო ხალხის მთავრობა, ხალხის მიერ და ხალხისთვის. აქედან გამომდინარე, ალბანეთი საკმაოდ დემოკრატიული წყობით სარგებლობდა. უდავოა, რომ მმართველობა არ იყო უნაკლო და ჰქონდა გარკვეული დეფექტებიც, როგორებიცაა მაგალითად სასამართლო პროცესზე მოსამართლის მხრიდან ქრთამის აღება ან სულაც მოწმის მხრიდან არასწორი ჩვენების მიცემა, მაგრამ საბოლოო ჯამში, სისტემურობის თვალსაზრისით ეს იყო იმ დროისათვის საკმაოდ კარგად აწყობილი დემოკრატიული სისტემა.[2]

ზოგადად, სასამართლო სისტემა სახელმწიფოში საკმაოდ კარგად მუშაობდა, მართალია, რომ ის გაცილებით უფრო სწრაფი და ძვირი იყო, ვიდრე ნებისმიერი სისტემა ევროპაში, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანი, რადგან მას არ რჩებოდა მრავალი გაუხსნელი საქმე.[2]

იმ იზოლაციის გამო, რომელშიც ალბანელ ხალხს უწევდა ცხოვრება, შეიქმნა საკმაოდ განსხვავებული და ინდივიდუალური საზოგადოებები. ამან გამოიწვია სხვადასხვა კანონების ჩამოყალიბება სხვადასხვა მხარეებში, ასე რომ ისინი ერთმანეთის კანონებს არ ემორჩილებოდნენ გარდა იმ უკიდურესი შემთხვევებისა, რომელიც საკმაოდ იშვიათად ხდებოდა. ნახსენები უკიდურესობების დროს, სიმართლის გასარკვევად გამოიძახებდნენ უხუცესს, რომელიც გადაწყვეტდა რომელი მხარის კანონით ეხელმძღვანელა. ეს სპეციფიკური სიტუაცია მოითხოვდა იმ უხუცესს, რომელიც განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით.[2]

ალბანურ საზოგადოებაში წარმომავლობას განსაზღვრავდა მამაკაცი, ქალს იმდენად ცოტა ყურადღება ეთმობოდა, რომ თუ ოცი თაობის წინანდელი მამაკაცის სახელები იყო ცნობილი თანამედროვე ხალხისთვის, ქალის სახელებს ორ ან სამ თაობაში უკვე ივიწყებდნენ. ალბანური დაუწერელი კანონის თანახმად, „კაცს აქვს სისხლი, ქალს კი ჰყავს ნათესავები“. იგულისხმება, რომ კაცი ქმნის და აგრძელებს გვარს, საგვარეულო ტრადიციას, ქალი კი ნებისმიერი ადამიანის შვილი შეიძლება იყოს, ანუ არ გააჩნია გვარის შექმნისა და გადაცემის უფლება.[2]

როგორც ჩვეულებრივ პატრიარქალურ საზოგადოებაში, ყველა უფლება და მთელი საკუთრება ეკუთვნოდა კაცს. ქალს ევალებოდა ბავშვების აღზრდა და სახლის საქმეების კეთება. ასევე იგი აქტიურად ერთვებოდა მეურნეობით საქმიანობებშიც. ვინაიდან ქალის როლი ოჯახში საკმაოდ დიდი იყო და მას უწევდა საკმაოდ ბევრი საქმის კეთება, მისი ცხოვრება საკმაო სირთულეს წარმოადგენდა, თავისუფალი დრო მას თითქმის არ ჰქონდა, ქმარს კი პირიქით, საკმაო დრო გააჩნდა თავის ნებაზე დასახარჯად. ადათი კრძალავდა ცოლის ყოველგვარ ინტერვენციას გარე სამყაროსთან (გარდა მეურნეობაში მუშაობისა) მის სიბერემდე. როდესაც იგი სახლის საქმეებს აგვარებდა, ქმარი დაკავებული იყო საგარეო საქმეებით, რაც მოიცავდა: საქონლის ყიდვა-გაყიდვას, სამმართველო დაწესებულებაში სიარულს და ბეგარის გადასახადის მოგვარებას, თავის შვილების მომავალ ქორწილზე ზრუნვას და სხვა. ქმარს ჰქონდა სრული უფლება დაესაჯა მისი მეუღლე მისთვის არ მოსაწონი ქცევის გამო, ანუ ფიზიკურად გასწორებოდა მას. უდავოა, რომ ხშირი იყო ცოლის უკმაყოფილება ქმრის მიმართ, მაგრამ მათ უკმაყოფილების ჩუმად გამოთქმის გარდა არაფერი შეეძლოთ.[2]

ცოლის სამსახური, საჭმლის კეთების, რეცხვის და ცხობის გარდა მოიცავდა შეშის ზიდვას ტყიდან და მდინარიდან წლის მოტანას. სეზონის კონკრეტულ პერიოდში ცოლს ასევე უწევდა სამეურნეო საქმიანობით დაკავებაც. ქმრის სამსახური ფიზიკური ძალის გამოყენებაზე იყო დაფუძნებული. მას უწევდა: ხვნა, თესვა, თივის შეგროვება და მუხის ფოთლების შეგროვება საზამთროდ. ქალის მოვალეობებში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ასევე შედიოდა ქმრის დახმარება მისივე საქმეებში, კონკრეტულად: ნაკელის გადაზიდვა თავლებიდან, თესვაში დახმარება, სიმინდის დაბარვა და ქმრის სახლში დარჩენის შემთხვევაშ მოსავლის აღებაც. ასევე ცოლს ევალებოდა თივის მიტანა და ჭმევა ცხოველებისთვის.[2]

ქალების სასიხარულოდ, ალბანეთში თითქმის არ იყო ოჯახი, სადაც მუშაობა მხოლოდ ქმარს და განსაკუთრებით ცოლს უწევდა. მათი დამხმარეები იყვნენ მათი შვილები. უკვე შვიდი, რვა წლიდან ბავშვი იწყებდა თხების რეკვას და მათთვის საძოვრების ძებნას. ეს ფაქტი ცოლს საშუალებას აძლევდა ცოტა მოდუნებულიყო და ოჯახშიც შემოსულიყო მეტი საჭმელი, გაყიდული თხებისგან კი - ფული. გოგონებს ბავშობიდანვე უწევდათ თავიანთვის ტანსაცმლის ქსოვა. მამაკაცის დედას ან დას ყოველთვის შეეძლოთ ეთხოვათ ვაჟისთვის თუ ძმისთვის, სახლის გაზიარება, ხშირადაც ხდებოდა ასე, მით უმეტეს და ან დედა თუ დაქვრივებული იყო. ასეთ შემთხვევებში, კაცი თავის საქმიანობას ჩვეულებრივ აგრძელებდა, ახალგაზრდა ქალები გარეთ მუშაობდნენ, ხანში შესული ქალი კი რჩებოდა სახლში და რეცხვის, დასუფთავების და საჭმლის კეთების გარდა, იგი ასევე კავდებოდა შინაური ფრინველების მოვლით და რძის პროდუქტების დამუშავებით. ხშირად ხანში შესულ ქალს ასევე უწევდა ბავშვების მიხედვა, რომლებსაც უკვე შეეძლოთ სიარული, მაგრამ პატარები იყვნენ იმისთვის, რომ რომელიმე ოჯახის წევრს გაჰყოლოდნენ სამუშაოდ. ამის გარდა, იმ შემთხვევაში, თუ კი მისი შვილი შინ არ იყო, ისევ მოხუც ქალს, რომელიც სახლში იყო დარჩენილი ევალებოდა მის შვილთან მოსული სტუმრის გართობა, მანამ სანამ მისი შვილი არ დაბრუნდებოდა. როდესაც ასეთი ქალი უფრო დაბერდებოდა, და ვეღარ შეძლებდა თავისი საქმის კეთებას, წლოვანებით შემდეგი ქალი დაიკავებდა მის ადგილს, თვითონ კი ევალებოდა ისეთი პრიმიტიული სამუშაოს კეთება, როგორიც თხების მწყემსვა ან ხარების დახმარებით ხვნა.[2]

კონფლიქტი

რედაქტირება

მორალური სიკვდილი უფრო საშიში იყო, ვიდრე რომელიმე ინტერვენცია ეკლესიის მხრიდან. ამა ალბანური ანდაზაც მოწმობს: „შენ მარხულობ სულისთვის და კლავ პატივისთვის“. მტრობის იდეა საბოლოო ჯამში მწარმოებელი ოჯახისა და ამავდროულად დანაშაულისა და დავების აღკვეა უნდა აღიქმებოდეს იმ სისტემის კონტექსტში, რომელისაც კავშირი არ ჰქონდა ოჯახში მომხდარ დავებთან და დანაშაულთან. რადგან ეს უკანასკნელი ოჯახურ სისხლს უკავშირდება, მტრობა აქ შედეგს ვერ გამოიღებდა. დავები ქორწინების, ტერიტორიის, მკვლელობის, ქურდობისა და ცილისწამების საფუძველზე წარმოიქმნებოდა. სტუმართა უსაფრთხოება განსაკუთრებით კარგად უნდა ყოფილიყო დაცული კაცრი რეგულაციების მიხედვით, რაც მიმოსვლის უსაფრთხოებას უწყობდა ხელს. სტუმრის შეურაცყოფა შეიძლებოდა პროვოკაცია ყოფილიყო სისხლით შურისძიებისა ან სანქციების, როგორიცაა მასპინძლის სახლის დაწვა, გააჩნია, რას გადაწყვეტდა სოფლის ასამბლეა. სისხლით გადახდა ან ერთგულების ფიცი (besa) მტრობის დამთავრების გზები იყო, რეგიონალური ვარიაციებით.[1]

რელიგიური და გამომსახველი კულტურა

რედაქტირება

რელიგიური რწმენები

რედაქტირება

1967 წელს ალბანეთი პირველ ათესიტურ ქვეყანად გამოცხადდა მსოფლიოში და 1990 წლამდე ასე რჩებოდა, სანამ დემოკრატიზაციის პროცესი არ დაიწყო და ლიდერმა, რამის ალიამ, უფლება მისცა ადამიანებს თვითონ აერჩიათ რელიგიური მრწამსი. 70 % მუსლიმად დარეგისტრირდა, 20 % - მართლმადიდებლად, დანარჩენი კი კათოლიკედ. ბოლო წლებია შეინიშნება კათოლიციზმის აღიარების ტენდენცია, რაც დასავლეთთან დაახლოვების სურვილის ნიშანია. ძველი ალბანური გამოთქმები, „სადაც ხმალია, იქაა რწმენაც“ და „ალბანელის რწმენა ალბანელობაა“ (ამ უკანასკნელში სოციალისტთა გავლენა იგრძნობა პოლიტიკური მიზნებისთვის), ნათელს ფენენ XVII-XIX საუკუნეების ოტომანთა მმართველობის პერიოდს, როცა ისლამური რელიგია იყო გასაღები ხალხთა უფლებების სამართავად. ოტომანთა მმართველობიდ ქვეშ „კრიპტოქრისტიანობა“ და რელიგიური სინკრეტიზმიც გავრცელდა. 1054 წელს სქიზმის შემდეგ ჩრდილოეთ ალბანეთი რომაულ კათოლიციზმს მიემხრო, როცა სამხრეთი ბერძნულ ქრისტიანობას უჭერდა მხარს. ოტომანთა მმართველობის ქვეშ კათოლიციზმი მხოლოდ შორეულ არეებში შემორჩა. ოთხი ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეპარქია შემორჩა ტირანაში, ბერატში, გიროკასტრსა და კორჩაში 1967 წლამდე, ათეიზმის გამოცხადებამდე. XV საუკუნიდან Bektashi-ები, შიიტი პანთეისტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, მათი მონასტრები მთელი ალბანეთის ტერიტორიაზე იყო გაბნეული. ტიპური პრექრისტიანული ტრადიციული რწმენის ნიმუშია სინათლისა და სიბნელის დიქოტომია, ეკვივალენტი მდედრისა და მამრის, მზისა და მთვარის, ცუდისა და კარგის, რაც კარგად ჩანს სიმბოლოებსა და ფიგურებში, რომლებიც ლეგენდებში, მითებში, ზღაპრებში, წყევლებსა და ფიცებშია გამოყენებული. ვამპირებსა და ჯადოქრების შესახებ თქმულებებიც იყო გავრცელებული, სჯეროდათ მკითხაობის და ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვებით მიღებული წინასწარმეტყველებების. აპოტროპული ხასიათის ტაბუების არსებობდა, მაგალითად, მგლის სახელს არასდროს ხმამაღლა არ გამოთვამდნენ.[1]

რელიგიური პრაქტიკოსები

რედაქტირება

არც კათოლიკური მღვდლები, არც ეპისკოპოსები, არც მუსლიმი სასულიერო პირები, არც წინამძღვრები იყვნენ იმდენი, რომ ყველა სოფელში ემოღვაწევათ.  ზოგი მოგზაური იყო და ყველა ღვთის კაცად მოიხსენიებოდა. არსებობს ფაქტები, რომ ხალხი, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი აღმსარებლობის წარმომადგენელთან გადიოდა კონსულტაციას. სასულიერო პირებს ეკრძალებოდათ ძაღლის ყოლა, რადგან მათი სახლის კარი ყველასთვის ღია უნდა. მართლმადიდებელი და მუსლიმი მღვდლების სახლები წმინდად არ ითვლებოდა. ზემოთ ნახსენები ფუნქციების გარდა, მოძღვრებს განმანათლებლების დანიშნულებაც ჰქონდათ, რადგან ოტომანები მხოლოდ მათ აძლევდნენ უფლებას სკოლები გაეხსნათ. იეზუიტები ხანდახან  დიდხნიან მტრობებსაც კი ამთავრებდნენ იმ რწმენით, რომ ისინი პაპის გამოგზავნილი იყო და ჰქონდათ ძალა, წაერთმიათ ღმერთის მიერ მინიჭებული წყალობა. მეორე მსოფლიო ომის დროს რელიგიური ლიდერები ციხეში იგზავნებოდნენ ან კვდებოდნენ.[1]

ცერემონიები

რედაქტირება

ტრადიციული ცერემონიები იმართებოდა დაბადების, პირველი თმის შეჭრის, ხანდახან პირველი ფრჩხილის მოჭრის, ქორწინებისა და სიკვდილის დროს. შორეული ცერემონიები მოიცადვა ფიცის დადებას ქვაზე, საფლავზე, საკურთხეველთან, ეკლესიის ზღურბლსა და ბუნებრივ ფენომენებზე, როგორიცაა მზე, მთვარე, ცეცხლი, მთები და ა. შ. ზოგიერთ დღეებში გარკვეული აქტივობები და საკვები აკრძალული იყო. არსებობდა წყლის, ფერმის, ნათესების კუტხევის ცერემონიაც. სოციალისტების დროს რელიგიური ცერემონიები აიკრძალა.[1]

ხელოვნება

რედაქტირება

ალბანური ეპიცური სიმღერები თაობიდან თაობას ჩაწერის გარეშე გადაეცემოდა. ტიპური ჰეროიკული სიმღერები, როგორიცაა „ძმები მუჯი და ჰალილი“, იყო მონოფონიური და პროფესიონალი მოხეტიალე არტისტები ასრულებდნენ სოციალურ შეკრებებზე, ან ამ სიღერებს ასრულებდნენ კერძო მუსიკოსები ოჯახებში ან მეგობრებთან ერთად ერთსიმიანი ლაჰუტას აკომპანირებით. ზღაპრები დიდებისთვის და ბავშვებისთვისაც ძალიან პოპულარული იყო, რამაც კოსმოლიგიური აზრებისა და ძველი ლეგენდების გადარჩენას შეუწყო ხელი. ნორმები და ფასეულობები ანეკდოტების, თქმულებებისა და გამოცანების საშუალებით გადაეცემოდა. ეს ტრადიციები კიდევაა კულტივირებული და ყოველ 5 წელიწადში გიროკასტრში ფოლკლორულ ფესტივალზე სრულდება. ყველაზე ცნობილი ალბანელი მწერალი ისმაილ კადარე, რომელიც 1939 წელს დაიბადა, საკუთარ ნოველებში ტრადიციულ ალბანეთს აცოცხლებს.[1]

სიკვდილი და მის შემდეგ ცხოვრება

რედაქტირება

ტირილი, სახის კაწვრა, თმის შეჭრა, ტანსაცმლის უკუღმა ტარება და მრავალი სხვა არის გლოვის ნიშანი. უფრო ხშირად ასე ქალები გლოვობენ, იშვიათად მამაკაცები. ხანდახან ქალ მგლოველებსაც კი ქირაობენ. სამხრეთში გლოვა იღებს სიმღერის ფორმას, რომელსაც ასრულებს მგლოვართა ლიდერი და მას ქალთა გუნდი ყვება. დაკრძალვა იმავე დღეს ხდება, ან თუ აადამიანი შუადღეს გარდაიცვალა, მეორე დღეს ეკლესიის პროცესიის მერე კრძალავენ. ქალები უკანასკნელი კოცნით ემშვიდობებიან კართან, ხოლო მამაკაცები ეკლესიაში. ზოგიერთ რეგიონში მნიშვნელოვანი მამაკაცების სხეულებს მათთვის დამახასიათებლად მოსავენ (სიგარეტით პირში ან იარაღით ხელში), შემდეგ სხვამენ ეზოში, რათა იქ შეკრებილებს სამუდამოდ დაემშვიდობოს. გლოვა ორმოცი დღე გრძელდება სახლში და რამდენიმეჯერ მეორდება საფლავზე. ზოგიერთ მართლმადიდებელ რეგიონში სამი წლის შემდეგ გვამს ეგზუმაცია უტარდება და ძვლები ძვალთა სასახლეში მიაქვთ. ამბობენ, რომ კარგი ადამიანები იოლად კვდებია, ცუდთთა გარდაცვალება კი ძალიან მძიმეა. ალბანელებს სჯერათ, რომ ადამიანს სიცოცხლე პირიდან ტოვებს. საფლავზე დეკორატიული ხის ჯვრის გარდა ქვის კედლებია აშენებული, რომელიც გარდაცვლილის ამ სამყაროში დაბრუნებისგან თავდაცვის განსახიერებაა. იმქვეყნად გადასვლის გაიოლებისთვის გარდაცვლილებს პირში მონეტებს უდებენ (ზოგან ვაშლებს ან სხვა ნივთებს, რომლებიც მოგზაურობისთვისაა გამოსადეგარი).[1]

ხელოვნება

რედაქტირება

ალბანური ლიტერატურა[3]

რედაქტირება

ალბანური ლიტერატურა აღმოცენდა მდიდარი ზეპირსიტყვიერების, ხალხური ეპიკური პოემებისა და ისტორიული სიმღერების საფუძველზე. პირველ წერილობით თხზულებად მიჩნეულია ეპისკოპოსის პალ ენგელსის ნაწარმოები - “ნათლობის ფორმულა”, რომელიც 1462 წლითაა დათარიღებული. ვარაუდობენ, რომ ზოგადად ალბანური დამწერლობა ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში უნდა შექმნილიყო, მაგრამ თურქთა შემოსევამ ყველა მანამდე არსებული ძეგლის კვალი გააქრო. პირველი წიგნი ალბანურ ენაზე 1555 წელს გამოიცა. ეს იყო გიონ ბუზუკუს “კონდაკი”.

XVI-XVII საუკუნეების ლიტერატურაში კი აღსანიშნავია ჰუმანისტური სულისკვეთებით აღსავსე ალბანურენოვანი თხზულებანი. ამ პერიოდში მოღვაწე მწერლებიდან გამოირჩევა პ. ბოგდანისა და პ. ბუდის შემოქმედება.

XVIII-XIX საუკუნეებში გაძლიერდა აღმოსავლური ლიტერატურის გავლენა. განვითარდა სასულიერო და განსაკუთრებით, საერო პოეზია, რომელიც გაჯერებული იყო ალბანელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებით. ამ პერიოდიდან ლიტერატურული ნაწარმოები უფრო მეტად სიყვარულს, ბუნებასა და ყოფით თემებს უკავშირდებოდა. პოეზიაში კი ეროვნული თვითმყოფადობისათვის ბრძოლის მოტივებმაც იჩინა თავი. ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნიდან ალბანური ლიტერატურის პარალელურად, იტალიაში ვითარდებოდა ალბანელ ემიგრანტთა - არბერეშთა ლიტერატურაც.

მეცხრამეტე საუკუნეში ლიტერატურულ შემოქმედებაში თავს იჩენს რომანტიზმი. ღვივდება ინტერესი ისტორიისა და ქვეყნის ფოლკლორის მიმართ. ამის დანახვა შესაძლებელია ისეთი გამოჩენილი ალბანელი მწერლთა შემოქმედებაში, როგორებიც იყვნენ: ვ. შკოდრანი, ს. ფაშერი. მათ ნაწარმოებებში ფართოდ აისახა ასევე განმანათლებლური ბრძოლის იდეები. ლიტერატურაში წამყვანი ადგილი დაიკავა პოეზიამ, ხოლო პროზაში ფეხი მოიკიდეს  ახალმა ჟანრებმა, როგორებიცაა: ნოველა, ისტორიული რომანი და დრამა. ასევე აღსანიშნავია მეოცე საუკუნის დასაწყისი, როდესაც ეროვნულ-განმანათლებლურმა ბრძოლამ უმნიშვნელოვნესი შედეგი გამოღო. ქვეყანაში შეიქმნა სალიტერატურო ენა, რომელიც სრულიად განიწმინდა თურქულ-ბერძნული ელემენტებისაგან. ამ დროის შემოქმედებაში დომინირებს პატრიუტული და დემოკრატიული იდეები.

ალბანური ლიტერატურის განვითარებაში არანაკლებ მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, რადგან სწორედ ამ დროს შეიქმნა პარტიზანული პოეზია, რომელიც საუკეთესოდ აღწერს ფაშისტ დამპყრობელთა წინაშე აღმოჩენილ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ხალხთა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას.

არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება[4]

რედაქტირება

თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაერთი მხატვრული ძეგლი, რომელიც ქვეყნის კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, ძვ.წ I ათასწლეულით არის დათარიღებული. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის დამუშავებული ქვებითა და დიდი ლოდებით აშენებული ილირიის ციხე-სიმაგრეები. ასევე ძველი წელთაღრიცხვითაა დათარიღებული ალბანური ბრინჯაოს სამკაულებიც. ანტიკური ეპოქიდან შემორჩა ნაგებობათა ნანგრევები, საცხოვრებელი შენობები, ხუროთმოძვრული დეტალები, მოზაიკა და კერამიკა. შუა საუკუნეებიდან კი ალბანეთის ცენტრში ჭარბობს საეკლესიო ხუროთმოძღვრება, რომელზეც სამხრეთ რაიონებში ბიზანტიური,ხოლო ჩრდილოეთ რაიონებში კათოლიზმის და რომანული სტილის გავლენა იგრძნობა. არქიტექტურის მხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ალბანეთის ტერიტორიაზე ისლამის გავრცელება, რასაც მოჰყვა ქალაქებში დიდებულთა სასახლეების, დახურული ბაზრებისა და მეჩეთების მშენებლობა. მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ქალაქებში ჭარბობდა კრამიტით დახურული ორსართულიანი სახლები. ნაკლებად დასახლებულ და ტყიან რაიონებში აშენებდნენ ხის, ხოლო ზღვის პირას თიხით გალესილ ლერწმის ან ალიზის სახლებს. მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ერთ ან ორ სართულიანი სახლების გვერდით აგებდნენ კოშკის მაგვარ სამსართულიან შენობებს - “კულებს”. ქალაქთა ძველ უბნებში დღესაც შემორჩენილია შუა საუკუნეების დაგეგმარება.

როგორც სხვა ევროპული ქვეყნების, ასევე ალბანეთის ფერწერაც შუა საუკუნეებში განიცდიდა ბიზანტიის გავლენას. კედლის მხატვრობის ადრეული ძეგლები, რომლებიც XII-XIV საუკუნეებით თარიღდება ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ.

მეთექვსმეტე საუკუნიდან ბიზანტიის გავლენა საგრძნობლად სუსტდება და ალბანურ ფერწერაში ნათლად იკვეთება რენესანსისათვის დამახასიათებელი შტრიხები. ამ დროს მხატვარ-მონუმენტალისტები ტრადიციულ კომპოზიციებს რეალისტური მანერით ქმნიან. რეალუსტური ტენდეციები კი კიდევ უფრო გაძლიერდა ფერმწერ დავიდ სელენიცელის შემოქმედებაში, კერძოდ, ერთ-ერთი ეკლესიის მოხატულობა ქ. ვოსკოპოიაში.

XIII საუკუნის შუა წლებში მონუმენტურმა ფერწერამ კრიზისი განიცადა. ამ პერიოდიდან წამყვანი ადგილი დაიკავა ხატწერამ, რომელმაც ბიზანტიის ფერწერის გავლენა შეინარჩუნა. ისლამის გავლენის შესუსტების ხანაში განვითარდა დაზგური ფერწერა, რამაც განაპირობა პორტრეტებისა და პეიზაჟების შექმნა. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში კი ფერწერაში განმტკიცდა რეალიზმი და ხელოვნებამ დაიწყო ადამიანთა ყოფითი ცხოვრების ამსახველი სიუჟეტების გადმოცემა. ალბანეთის დეკორაციულ ხელოვნებაში კი გავრცელებულია ვერცხლის ფილიგრანული სამკაულები, ხალიჩები, წვრილი ხის ორნამენტებით შემკული საყოფაცხოვრებო ნივთები და ამასთანავე განვითარებულია მხატვრული კვეთა ხეზე.

ალბანური ხალხური მუსიკისთვის დამახასიათებელია სტილისტური მრავალფეროვნება, უძველესი მელოდიები კი, ძირითადად, პენტატონიზმს ემყარება. თანამედროვე ხალხთა სიმღერების მელოდიური აღნაგობა გამოირჩევა მდიდარი ორნამენტიკით, მელიზმებით, ჟღერადობით, გადიდებული სეკუნდური სვლით და არათანაზომიერი რიტმით. ალბანური ხალხური მუსიკალური საკრავებია: ჩირფტელი, ლახუტა, ზუმარე, ფიული, კლარნეტი, დაირა და სხვ. ზოგადად მუსიკალური ფოლკლორის შევსება და ზეპირსიტყვიერად გადმოცემული ტექსტების ჩაწერას საფუძველი ალბანეთში მეთვრამეტე საუკუნის შუა საუკუნეებში ჩაეყარა. პირველი ალბანური ოპერა “მრიკა” შეიქმნა 1954 წელს პ. იაკოვის მიერ. 1963 წელს კი შედგა პირველი ეროვნული ბალეტის “ხალი და ხაირიას” პრემიერა.

ხალხური მუსიკა კი ზოგადად ტერიტორის მხრივ ორ სხვადასხვა ჯგუფად იყოფა. ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხთათვის დამახასიათებელია ჰეროიკული ხასიათის მუსიკა, რომელიც ძირითადად ეძღვნება ალბანელ გმირს სკანდერბერგს, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში თურქების წინააღმდეგ ბრძოლას მეთაურობდა. მდინარე შკუმბინის ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხის მუსიკა ასევე მოიცავს სხვა ალბანელ მებრძოლთა შესახებ მოხეტიალე მუსიკოსთა მიერ შექმნილ ათასობით სიმღერას, რომელთა ჩაწერაც მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოხერხდა. სიმღერები არა მხოლოდ ჟღერადობით, არამედ ისტორიული შინაარსითაც ძალიან საინტერესოა მსმენელთათვის, რადგან ზეპირსიტყვიერებით გადმოცემულ ტექსტებში დეტალურადაა აღწერილი ისტორილი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ხალხთა წეს-ჩვეულებები. უკვე ხსენებულ საკრავებთან ერთად ამ რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს საკრავი გუსლა.

ქვეყნის სამხრეთით კი უმეტესად გავრცელებულია პოლიფონიური სიმღერები, რომლებზეც ბერძნული გავლენის შემჩნევა არც ისე რთულია. ყველაზე უჩვეულო მუსიკალური ტრადიციებით ალბანეთის ამ რეგიონში გამოირჩევა ქალაქი ვლორი, სადაც სიმღერა ერთდროულად ოთხ სხვადასხვა ტონალობაში სრულდება. მუსიკალურად არანაკლებ საინტერესოა სამხრეთ ალბანური დაკრძალვა, რომლის დროსაც გუნდი სოლისტთან ერთად ასრულებს სამგლოვიარო მუსიკას. ქვეყნის ამ რეგიონში გავრცელებული ხალხური საკრავი ლაჰუტა.

მითოლოგია[6]

რედაქტირება

ანტიკურ ხანაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ადრაიტიკისა და იონიის ზღვების სანაპიროზე არსებული ტერიტორია, რომელიც ახლა ალბანეთს წარმოადგენს, დასახლებული იყო თანამედროვე ალბანელთა წინაპრებით - ილირიული ტომით. სწორედ ამ ხალხთა ისტორიულ განვითარებასთანაა დაკავშირებული ალბანური მითოლოგიის ჩამოყალიბება.

განსაკუთრებული გავლენა ალბანური მითოლოგიის ფორმირებაზე ძველმა ბერძნულმა კულტურამ მოახდინა და სწორედ ძველ ბერძენთა ისტორია გვაწვდის ძირითად ინფორმაციას, როგორც ალბანურ ისე ზოგადად ბალკანური მითოლოგიის შესახებ.

VI-VII საუკუნეებში ალბანური მითოლოგიის შემდგომ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის სლავურ მითოლოგიასაც, რადგან ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილზე სწორედ სლავური ტომები სახლდებოდნენ.

დღესაც მრავალი საუკუნის შემდეგ ალბანური კულტურის და ფოლკლორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს სწორედ მითოლოგია წარმოადგენს. ქვეყანაში შემონახულია ეპიკური პოემები და სიმღერები სხვადასხვა მითოლოგიურ გმირთა შესახებ. გამოიყოფა რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ალბანური მითი და ლეგენდა.

მითი ქვეყნის სახელის შესახებ

რედაქტირება

ზოგადად სახელი ალბანეთი (Shqipëria) დაკავშირებული არწივთან. ლეგენდის თანახმად კი ერთმა მონადირემ გიგანტურ და ზებუნებრივი ძალების მქონე არწივს მოსტაცა მართვე, რომლის სანაცვლოდაც არწივისაგან მაგიური შესაძლებლობები მიღო და სწორედ ის გახდა ალბანეთის პირველი მმართველი.

ლეგენდა როზაფას ციხე-სიმაგრეზე

რედაქტირება

ძველ დროში სამმა ძმამ გადაწყვიტა აეშენებინათ ციხე-სიმაგრე. ერთ-ერთი ძლევამოსილი ჯადოქრის წინასწარმეტყველებით კი გალავნის აშენება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ შენებისას კედელში ცოცხალ ადამიანს ჩააყოლებდნენ. ძმები შეთანხმდნენ, რომ მსხვერპლი მათ ცოლთაგან ის იქნებოდა, რომელიც პირველი მიტანდა მშენებლობის ადგილას მეუღლისათვის საჭმელს. ორმა უფროსმა ძმამ შეატყობინეს ცოლებს ამ საზარელი შეთანხმების შესახებ. საბოლოოდ კი კედელში უმცროსი ძმის მეუღლე, ახალგაზრდა როზაფა ჩააყოლეს. სწორედ ამ მითიდან მომდინარეობს ციხე-სიმაგრის სახელწოდებაც. ეს ლეგენდა საინტერესოა ასევე ქართული მითოლოგისათვისაც, რადგან ანალოგიური სიუჟეტი ვითარდება ქართულ ლეგენდაშიც - “ლეგენდა სურამის ციხეზე”.

ზოგადად ალბანური მითოლოგია და ფოლკლორი შესაძლებლობას იძლევა გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ძველ კულტურაზე ადათ-წესებსა თუ რიტუალებზე. მაგალითად, ერთ-ერთ ალბანურ ზღაპარში, “როგორ შეიწყალა ვაჟმა მამა”, შეგვიძლია ამოვიკითხოთ შემდეგი სიტყვები - “ძველ დროში, ერთ-ერთ ქალაქში არსებობდა ასეთი ტრადიცია: მოხუცების დახრჩობა. დაბერდება თუ არა ოჯახის უფროსი, ვაჟი ხელს ჩაკიდებს მოხუცს, წაიყვანს და სანაპიროდან წყალში გადააგდებს”.

ქალები ალბანურ კულტურაში[7]

რედაქტირება

ალბანელი მშობლები უპირატესობას ყოველთვის ანიჭებდნენ ბიჭებს რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი: მემკვიდრეობა, ალბანურ კულტურაში პატრიარქალური წესის გამო, მემკვიდრეობის მიმღები იყო მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ისევე როგორც რელიგიური და ტრადიციული მემკვიდრე. ამის მანიფესტაცია ხდებოდა, როგორც ცხოვრებისეულ, ასევე რელიგიურ დონეზეც, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს უპირატესობა ჰქონდათ ჩაცმულობაში, განათლებაში, სამუშაოში და ასე შემდეგ.

ქალებს იმის უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ემუშავათ იგივე ადგილებში, სადაც კაცებს და რაც მთავარია სახის გამოჩენის უფლლებაც კი არ ჰქონდათ საზოგადოებაში. ალბანეთში ტრადიციისამებრ ქალების ერთადერთი დანიშნულება იყო: დაორსულება, ბავშვის გაჩენა და შემდგომში მისი აღზრდა. ათი წლის გოგონებს ხშირად ათხოვებდნენ კაცებზე, რომლებიც ორმოც, ორმოცდაათ წელს იყვნენ მიღწეულები. ქმარს ჰქონდა უფლება დაერტყა და დაება კიდეც თავისი ცოლი იმ შემთხვევაში, თუკი ის შეეწინააღმდეგებოდა მას ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ეს რელიგიური და ტრადიციული წესები დაცული იყო აბსოლუტური უმრავლესობის მიერ (70 პროცენტი მუსულმანები, 20 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანები და 10 პროცენტი რომაული კათოლიკეები). სოციალიზმამდე ალბანელი ხალხი სრულ უფლებას აძლევდნენ კაცებს ჰქონოდათ სრული დომინირება ქალებზე და დაემცირებინათ ისინი სურვილისამებრ. ისლამისტური წესები კაცებს აძლევდა იმის უფლებას, რომ ოთხი ცოლი მოეყვანათ, რის გამოც პოლიგამია საკმაოდ გავრცელებული გახდა, განსაკუთრებით მდიდარ და წარჩინებულ კაცებს შორის.

მას შემდეგ, რაც ალბანეთის მმართველობაში მოვიდა კომუნისტური პარტია, მათ სხვა ცვლილებებთან ერთად დაიწყეს მუშაობა იმაზეც, რომ გაენთავისუფლებინათ ქალები სოციალური წნეხისგან და კაცები დომინირებისაგან. პარტიის დაარსებისთანავე მათ გამოუშვეს ახალი კანონები, რომლებიც ქალებს აძლევდა მეტ უფლებებს და განაცხადეს, რომ მათი პარტია ემხრობოდა გენდერულ თანასწორობას. ამი გამო კომუნისტურმა პარტიამ მიიღო ძალიან დიდი მხარდაჭერა ქალების მხრიდან და ბევრი მათგანი ჩაეწერა კიდეც მათ რიგებში და ასევე გაწევრიანდნენ პარტიზანულ დაჯგუფებეშიც კი.

პირდაპირი ჩართულობამ ქალების შეიარაღებულ ძალებში, ისევე როგორც პარტიზანულ შენაერთებში, ოკუპაციური ჯარების წინააღმდეგ მათში გააღვივა სურვილი საკუთარი უფლებებისათვის საბრძოლველად და კაცების დომინირების წინააღმდეგ წასასვლელად. საბრძოლო გამოცდილებამ, ალბანელ ქალებში გააღვივა საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა და სიყვარული, ასევე ასწავლა მათ პოლიტიკური აზროვნება, პროფესიონალური და საორგანიზაციო გამოცდილება მისცა მათ და რაც მთავარია დაეხმარა დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლაში.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდი მიჩნეულია, როგორც ერთ ერთი ყველაზე სწრაფი ინდუსტრიული განვითარების პერიოდი და ამან მისცა ქალებს იმის საშუალება რომ ემუშავათ სახლის გარეთ. აგავითარების ამ პერიოდმა მისცა საშუალება ქალებს კითხვები დაესვათ და შეწინააღმდეგებოდნენ კაცებს თავიანთ ტრადიციულ როლზე როგორც მხოლოდ დიასახლისებზე. 1950-იან წლებში, როდესაც სოციო ეკონომიკური ზრდის პერიოდში ქალებმა შეამჩნიეს, რომ საზოგადოება არ აძლევდა მათ საშუალებას თანაბარი სტატუსი ქონოდათ კაცებთან. მათ დაიწყეს გამოსვლები ამის გამოსასწორებლად და მიუხედავად იმისა, რომ 1960-იან და 1970-იან წლებში მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს, მაინც არ დასრულებულა ქალების შევიწროვება საზოგადოებაში.

სიტუაცია ამ დროს ბევრ განუვითარებელ ქვეყანაში ისევე როგორც ალბანეთში თითქმის იდენტურია. მათ არ აძლევენ თავიანთი უფლებების სრულიად გამოყენების საშუალებას და სოციალურ უსამართლობას და კაცებისგან შევიწროვებას განიცდიან მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ოფიციალურად მათ სრულ უფლებებს აძლევს და ასევე აცხადებს რომ მხარს უჭერს მათი ლიბერალიზაციის საქმეს და გადაწყვეტილების მიმღებ აპარატებში ლიმიტირებული რაოდენობით ქალები შეუშვეს. მიუხედავად ამისა არანაირი რეალური ქმედებები არ ყოფილა განხორციელებული იმისათვის, რომ ქალების ადმი ოპრესია შეემცირებინათ. სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით ალბანეთში ქალებს შედარებით მეტი უფლებები და საცხოვრებელი პირობები აქვთ და მუშაობის საშუალებაც მეტი აქვთ. ისინი რაოდენობით ნელ ნელა უსწრებენ კაცებს რამდენიმე ასპექტში, მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთი წარსულში ყველაზე განუვითარებელ ქვეყნად იყო აღიარებული მთელ ევროპაში რომლის განვითარებასაც კიდევ უფრო აფერხებდა ძალიან მკაცრი კულტურა და რელიგიური კანონები.

1980 წლისთვის ყველაფერი შეიცვალა, ჩარიცხული სტუდენტებიდან სულ (14 568 სტუდენტი) 7221 ქალი იყო ხოლო 1984 წლისთვის 21 285 დან 9580 ქალი აღმოჩნდა. ქალებმა რაოდენობაში გადაუსწრეს კაცებს ისეთ სფეროებში როგორიც არის სოციალური მეცნირერებები ასევე ქცევითი მეცნიერებები და ბუნების მეცნიერებები. ასევე სკოლის მასწავლებლების 51,2 პროცენტი ქალები იყვნენ. სახელმწიფომ დაიწყო სასწავლო პროგრამების მიწოდება რადიოსა და ტელევიზიით. ქალების ძალიან დიდი რაოდენობა ჩაერთო ლიტერატურულ და არტისტულ აქტივობებშიც. მეორე მსოფლიო ომამდე არ არსებობდა არც ერთი ქალი მწერალი, ხოლო დღეს ქალები უძღვებიან 12 განსხვავებუულ საბეჭდავ კომპანიას რომლებიც უშვებენ ყველა ჟანრის წიგნებს, მათ შორის საბავშვო ლიტერატურასა და პოეზიას, ნოველებს და სხვა შემოქმედებით ნამუშევრებს. 54 ქალი წევრია მწერლებისა და არტისტების ლიგაში. ასევე ქალები შეადგენენ ფაქტობრივად ნახევარ პერსონალს სახალხო თეატრში, ოპერასა და საბალეტო თეატრებში ასევე ფოლკლორულ სიმგერასა და ცეკვის ანსამბლებში. ქალები ახლა უკვე არიან მენეჯერები, რეჟისორები, დირექტორები, და პროდუსერები მრავალი კულტურული, საგანმანათლებლო ინსტიტუტების.

ახალი კანონების და წესრიგის თანახმად რომელიც აწვდის სამუშაოს მოძიების საშუალებას ქალებს სხვადასხვა დარგებში, რის შედეგადაც მინიმალურამდე დავიდა მატერიალური უთანასწორობა კაცებსა და ქალებს შორის. სახლის გარეთ მუშაობამ საშუალება მისცა ქალებს გახდნენ დამოუკიდებლები თავისი ქმრებისაგან და მატერიალური დამოკიდებულებისგან მათზე. ასევე გაუქმდა მემკვიდრეობის გადაცემის ძველი წესები, რის შედეგადაც მემკვიდრეობა გადაეცემა თანაბრად სურვილისამებრ და უფლება მიეცათ მემკვიდრეობის მიღება ქალებსაც, რამაც ბევრი პრობლემა გადაჭრა და ქალების შევიწროება კიდევ უფრო შეამცირა.

,,ქალის სისხლს’’ ძველი დროის ალბანეთში ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ, მათ აქორწინებდნენ ვიზეც სურდათ უახლოეს ნათესავზეც კი. სულ ცოტა ხნის წინ მოახერხეს ქრისტიანებმა, რომ ნაწილობრივ მოეხდინათ ქორწინების აკრძალვა ორ ადამიანს შორის თუკი მათ ჰქონდათ ნათესაური კავშირი, მეექვსე თაობამდე ორივე მხრიდან. 1702 წელს დაწერილი მოხსენების თანახმად, რომელიც გაგზავნილი იყო პაპ კლემენტ მეშვიდისადმი, ამ დროისათვის ახალგაზრდა გოგონების გაყიდვა ხდებოდა ალბანეთში, მდიდარი ოჯახები უბრალოდ ყიდულობდნენ სასურველ გოგონას თავიანთი ვაჟისათვის და თავიანთ სახლში აცხოვრებდნენ მათ, სანამ ცალკე ერთად თანაცხოვრებას შეძლებდნენ.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
ბუტრინტის ნაციონალური პარკი

ბუტრინტის ნაციონალური პარკი, ბუტრინგის ციხე-სიმაგრე, ხოლო შემდგომში ქალაქი იყო აშენებული ძველ ბერძნების მიერ, ხოლო დღეს-დღეისობით ეს ადგილი შედის ალბანეთის დაცული ტერიტორიების და პარკების სიაში და ასევე არის იუნესკოს მსოფლიო ძეგლების სიაშიც.[8] პეტრელას ციხესიმაგრე, ეს ციხესიმაგრე აშენებულია მეცხრამეტე საუკუნეში თუმცა, არის მეხუთე საუკუნის ნაგებობებიც, ის არის სულ 20-მდე კილომეტრზე ქვეყნის დედაქალაქ ტირანადან. პალასის სოფელი დააინტერესებთ იმ ტურისტებს რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბუნების ხელშეუხებელი ადგილებით, აქ არის ალბანეთის ყველაზე ლამაზი სანაპირო ადგილები, თუმცა აქ ვერ იპოვით ვერსად ტურისტულ ადგილებს, სასტუმროებს თუ სხვას. ლეგენდის თანხმად გაიუს იულიუს კეისარმა გაბრაზებისაგან ამ წყალში ჩააგდო ოქროს სასმისი (არგონავტების ლეგენდასთან ამ ლეგენდას, რა თქმა უნდა, არანაირ კავშირი არ გააჩნია). ბერატი, ქალაქი სადაც თავს იყრის ალბანური და ოსმანური კულტურის სინთეზი. ეს ადგილი ძალიან აინტერესებთ ტურისტებს და ამას რა თქმ უნდა აქვს თავისი მიზეზიც, აქ არის თურქული ციხესიმაგრე რომელიც აშენებულია მეთორმეტე საუკუნეში და ასევე რამდენიმე მეჩეთი რომელიც ოსმანების ეპოქიდან არის შემორჩენილი.

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 Schwandner-Sievers, S., Beierle, J., & Skoggard, I. A. (2012). Culture Summary: Albanians. New Haven: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=eg01-000
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 Hasluck, M. M. H., & Hutton, J. H. (John H. (1954). Unwritten Law In Albania. Cambridge: University Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=eg01-010
  3. Shaw, W., & Pryce, D. (1990). Encyclopedia of the USSR: 1905 to the present: Lenin to Gorbachev. London: Cassell.
  4. Die stalinistische Architektur in Albanien (1948-1960)|Frasheri|ICOMOS – Hefte des Deutschen Nationalkomitees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://journals.ub.uni-heidelberg.de/index.php/icomoshefte/article/view/22242
  5. Newsletter Albanien. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.albanien.ch/nla/nr07/Art05.htm[მკვდარი ბმული]
  6. Албанские сказки » Волшебный мир сказок: народные сказки, авторские сказки. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.fairy-tales.su/narodnye/albanskie-skazki/ დაარქივებული 2016-06-14 საიტზე Wayback Machine.
  7. Emadi, H. (1992). Women’S Emancipation And Strategy Of Development In Albania. Economic And Political Weekly27(19), 999–1002. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=eg01-014
  8. Butrint. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://whc.unesco.org/en/list/57