ხმელთაშუა ზღვის ჰავა
(გადამისამართდა გვერდიდან ხმელთაშუა ზღვის კლიმატი)
ხმელთაშუა ზღვის ჰავა გარდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებისა გავრცელებულია ყირიმის სამხრეთ ნაპირზე, დასავლეთ კალიფორნიაში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიაში და სხვ. დამახასიათებელია ცხელი და მშრალი ზაფხული და ცივი და ნოტიო ზამთარი. ზაფხულის საშუალო ტემპერატურებია 20–25°C, ზამთრისა 5–10°C. ნალექები 400–600 მმ წელიწადში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 557.