ბერატი (ალბ. Berati) — ქალაქი სამხრეთ ალბანეთში. ბერატის ოლქისა და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ოსუმის ნაპირებზე, ტომორის ქედის მთისწინეთზე. ტირანადან სამხრეთით 70 კმ-ზე. 2006 მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 65 000 კაცს.

ქალაქი
ბერატი
Berati
გერბი

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ოლქი ბერატი
რაიონი ბერატი
კოორდინატები 40°42′00″ ჩ. გ. 19°57′00″ ა. გ. / 40.70000° ჩ. გ. 19.95000° ა. გ. / 40.70000; 19.95000
ქალაქის მერი ფადილ ნასუფი
დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნე
ადრეული სახელები ანტიპატრია
პულხერიოპოლისი
ფართობი 6,3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 58
მოსახლეობა 65 000 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 032
საფოსტო ინდექსი 5001-5006
საავტომობილო კოდი BR
ოფიციალური საიტი bashkia-berat.net
ბერატი — ალბანეთი
ბერატი

2008 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ქალაქის ტიპის დასახლება თანამედროვე ბერატის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ზვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე და მას მაკედონიის მეფე კასანდრამ მამამისის პატივსაცემად უწოდა ანტიპატრია (ბერძ. Αντιπατρια). ძვ. წ. II საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს რომაელებმა.

ბიზანტიის მმართველობის პერიოდში ქალაქს ეწოდებოდა პულხერიოპოლისი (ბერძ. Πουλχεριοπολις).

IX საუკუნეში ქალაქი დაიპყრო ბულგარეთის მეფე სიმონ დიდმა და უწოდა ბელიგრადი. XIII საუკუნეში ქალაქი კვლავ ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაშია, 1345 წელს კი შევიდა სერბეთის სამეფოს შემადგენლობაში.

XV საუკუნეში ბერატი იყო მუზაკის სამთავროს დედაქალაქი, ხოლო 1432-1444 წწ. - არიანიტის სამთავროს დედაქალაქი.

1431 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1450-1912 წწ. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
  • ეთნოგრაფიის მუზეუმი
  • ონუფრის ხატწერის მუზეუმი
  • გალერეა «ედვარდ ლირი»
  • ბერატის ციხესიმაგრე (XIII ს.)
  • ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესია (XIII ს, ფრესკები— 1578 წ.)
  • წმინდა მიხეილის ეკლესია (XVI ს.)
  • სამების ეკლესია (XIV ს.)
  • ევანგელისტების ეკლესია (XVI ს.)
  • ღვთისმშობლის ტაძარი (1787 წ,)
  • ჰელვეტების სექტის სამლოცველო (1782 წ.)
  • თეთრი მეჩეთი (1555 წ.)
  • სამეფო მეჩეთი (1512 წ.)
  • ხიდი მდინარე ოსუმიზე (1780 წ.)

ფოტოგალერეა

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 569
ინგლ.რუს.ფრ.