ციურიხის ტბა
ციურიხის ტბა (გერმ. Zürichsee, ფრანგ. Lac de Zurich) — ტბა შვეიცარიაში, გლარნის ალპების ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 409 მ სიმაღლეზე. მდებარეობს სანქტ-გალენის, შვიცისა და ციურიხის კანტონების ტერიტორიაზე. ფართობი 88 კმ². მაქსიმალური სიგრძე 40 კმ, სიგანე 1-იდან 4 კმ-მდე. ნამგლისებური ფორმისაა. მოქცეულია ძველმყინვარულ ქვაბულში. უდიდესი სიღრმე 143 მ. აღმოსავლეთ ნაწილში ერთვის მდინარე ლინთი, რომელიც გამოედინება ტბის დასავლეთი ნაპირებიდან ქალაქ ციურიხის რაიონში მდინარე ლიმატის სახელწოდებით.
ციურიხის ტბა | |
---|---|
ციურიხის ტბა | |
კოორდინატები: 47°15′28″ ჩ. გ. 8°38′56″ ა. გ. / 47.25778° ჩ. გ. 8.64889° ა. გ. | |
მდებარეობა | შვეიცარია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 409 მ |
სიგრძე | 40 კმ |
სიგანე | 1-4 კმ |
ფართობი | 88 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 143 მ |
ჯებირებით გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. უმცირესი — ზემო ტბა (გერმ. Obersee) შვიცისა და სანქტ-გალენის კანტონებს შორისაა, ქვედა ტბა — (გერმ. Untersee) მოქცეულია მთლიანად ციურიხის კანტონის ტერიტორიაზე. ციურიხის ტბის ქვედა მონაკვეთი გამოირჩევა დიდი სიღრმით. ნაპირების გასწვრივ გაყვანილია რკინიგზის ხაზი. ტბაში 2 კუნძულია. სანაოსნოა. მიმდინარეობს თევზჭერა. ტბის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაპირზეა ქალაქი ციურიხი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ციურიხის ტბა“ ვიკისაწყობში.
- ციურიხის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)