ლინთი
ლინთი (გერმ. Linth) — მდინარე შვეიცარიაში. სათავე აქვს ალპებში, კლაუზენის უღელტეხილის სიახლოვეს. ზემო დინებაში ჩრდილოეთისაკენ მიედინება. გაივლის რა გლარუსის ხეობას მიემართება შვანდენისკენ, სადაც იერთებს მთავარ შენაკადებს: სერნიფტს და ენენდას. ლინთის ნაპირებზე გაშენებულია დასახლებული პუნქტი გლარუსი. აქედან იგი მიემართება ვალენზეეს ტბისკენ, ხოლო შემდეგ ვეზენისკენ. გლარუსის ქვევით მდინარე დაბლობ ტერიტორიაზე იშლება. შესართავს პოულობს ციურიხის ტბაში. გლარუსის კანტონის ფარგლებში ქმნის ამავე სახელწოდების ხეობას. ციურიხის ტბიდან გამოსვლის შემდეგ მდინარეს ლიმატი ეწოდება. ლინთის სიგრძე 50 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 1283 კმ². მდინარის აუზის უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 3614 მ.
ლინთი Linth | |
---|---|
ლინთი | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სათავე |
ალპები 46°51′57″ ჩ. გ. 8°58′49″ ა. გ. / 46.86583° ჩ. გ. 8.98028° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1000 მ |
შესართავი |
ციურიხის ტბა 47°13′07″ ჩ. გ. 8°56′28″ ა. გ. / 47.21861° ჩ. გ. 8.94111° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 406 მ |
სიგრძე | 50 კმ |
აუზის ფართობი | 1283 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ლინთი ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლინთი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)