გლარუსი (გერმ. Glarus; ფრანგ. Glaris; იტალ. Glarona; რეტორმ. Glaruna) — მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ შვეიცარიაში, გლარუსის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ლინთის ნაპირებზე, გლარნის ალპების კალთებზე.

ქალაქი
გლარუსი
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კანტონი გლარუსი
კოორდინატები 47°02′00″ ჩ. გ. 9°04′00″ ა. გ. / 47.03333° ჩ. გ. 9.06667° ა. გ. / 47.03333; 9.06667
დაარსდა 1 იანვარი, 2011
ფართობი 103,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 472
ოფიციალური ენა Swiss High German
მოსახლეობა 12,170 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 117 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 055
საფოსტო ინდექსი 8750
საავტომობილო კოდი GL
ოფიციალური საიტი https://www.glarus.ch და https://www.glarus.ch/
გლარუსი — შვეიცარია
გლარუსი
ეკლესია გლარუსში

2011 წლის 1 იანვრის მიხედვით გლარუსის მუნიციპალიტეტი აერთიანებს: ენენდის, ნეტშტალისა და რიდერნის მუნიციპალიტეტებს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 5800 ათ. ადამიანს. განვითარებულია მერქნის, ტექსტილისა და პლასტმასის წარმოება. სიმბოლოს წარმოადგენს ნეო-რომანული ეკლესია.

გლარუსი პირველად მოიხსენიება VIII საუკუნეში კლარონას სახით. 1178 წელს პირველად მოიხსენიებენ გლარუსის სახელწოდებით. აბატების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა 1395 წლამდე, რის შემდეგ ხდება დამოუკიდებელი ტერიტორია.

2011 წლამდე გლარუსის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენდა 69,2 კმ²-ს. ტერიტორიის 23% გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, 31,4% დაფარულია ტყით, 2,7% უკავია შენობებსა და გზებს. მას შემდეგ, რაც გლარუსის მუნიციპალიტეტში გაერთიანდა ენენდის, ნეტშტალისა და რიდერნის მუნიციპალიტეტები მისი ფართობი გაიზარდა 103,6 კმ²-მდე.

ყველაზე ნოტიო თვე აგვისტოა, სადაც საშუალოდ მოდის 177 მმ ნალექი. წლის ყველაზე მშრალი თვეა იანვარი. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება