ევროპის კავშირის საბჭო
ევროპის კავშირის საბჭო (ინგლ. Council of European Union, შემოკლებით - ევროკავშირის საბჭო, არაფორმალურად - მინისტრების საბჭო) — გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი არის ორგანო, სადაც წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო. საბჭოში ყოველი წევრი აგზავნის თავის ერთ ან მეტ სრულუფლებიან წარმომადგენელს, რომლებიც, შეირჩევიან იმ სამინისტროებიდან და დეპარტამენტებიდან, რომელთა შესაბამის სფეროში მყოფი საკითხიც არის მოცემულ მომენტში განხილვის საგანი. ამის შესაბამისად იცვლება საბჭოს შემადგენლობა და სახელწოდება.
ევროპის კავშირის საბჭო
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ტიპი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ორგანოს ტიპი | ? | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხელმძღვანელები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პრეზიდენტი |
საფრანგეთი 1 იანვარი, 2022-დან | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გენერალური მდივანი | იეპე ტრანჰოლმ-მიკელსენი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში |
ჯოზეფ ბორელი, ესპ 1 დეკემბერი, 2019-დან | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტრუქტურა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წევრები | 27 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კომიტეტები |
10 კონტიგურაცია
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხდომების ადგილი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბრიუსელი, ბელგია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საიტი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
consilium.europa.eu |
საბჭო იღებს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს (რეგლამენტებს, დირექტივებსა და გადაწყვეტილებებს). ის არის კავშირის საკანონმდებლო ორგანო, თუმცა ამ ფუნქციას ევროპარლამენტთან ინაწილებს. გარდა ამისა, საბჭო და პარლამენტი ერთობლივად ახორციელებენ გაერთიანების ბიუჯეტის კონტროლს. საბჭო ასევე იღებს საერთაშორისო შეთანხმებებს, რომელთა შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკომისია.
საბჭოს წევრები საკანონმდებლო აქტებს კენჭისყრის საფუძველზე იღებენ. განასხვავებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით ან კვალიფიციური უმრავლესობით. მეორე შემთხვევაში საბჭოში ხმები ნაწილდება წევრ სახელმწიფოთა მოსახლეობის შესაბამისად გამოყოფილი კვოტების მიხედვით, კერძოდ:
- გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი - 29 ხმა,
- ესპანეთი, პოლონეთი - 27 ხმა,
- ნიდერლანდები - 13 ხმა,
- საბერძნეთი, ბელგია, ჩეხეთი, პორტუგალია, უნგრეთი - 12 ხმა,
- შვედეთი, ავსტრია - 10 ხმა,
- სლოვაკეთი, დანია, ფინეთი, ირლანდია, ლიეტუვა - 7 ხმა,
- ლატვია, სლოვენია, ესტონეთი, კვიპროსი , ლუქსემბურგი - 4 ხმა,
- მალტა - 3 ხმა.
საბჭოს ხელმძღვანელობა ყოველ ექვს თვეში იცვლება - როტაციის წესით მას ხელმძღვანელობს ყველა წევრი სახელმწიფო (როგორც წესი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით). საბჭოს აქვს გენერალური სამდივნო, რომელიც ბრიუსელში მდებარეობს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- About the Council დაარქივებული 2016-10-06 საიტზე Wayback Machine.
- Council configurations დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.
- Live broadcast დაარქივებული 2008-12-25 საიტზე Wayback Machine.
- PRADO – The Council of the European Union Public Register of Authentic Travel and ID Documents Online
- Council of the European Union დაარქივებული 2011-06-07 საიტზე Wayback Machine.