ჯოზეფ ბორელი (კატ. Josep Borrell; დ. 14 აპრილი, 1947, პობლა-დე-სეგური, ესპანეთი) — ესპანელი პოლიტიკოსი, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში 2019 წლის 1 დეკემბრიდან. ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი 1975 წლიდან.

ჯოზეფ ბორელი
ჯოზეფ ბორელი
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 დეკემბერი, 2019
პრეზიდენტი  ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 2019 – დღემდე
წინამორბედიფედერიკა მოგერინი

ესპანეთის საგარეო-საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 2018 – 30 ნოემბერი, 2018
პრემიერ-მინისტრიპედრო სანჩესი
წინამორბედიალფონსო დასტისი
მემკვიდრემარგარიტა რობლესი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი, 2004 – 16 იანვარი, 2007
წინამორბედიპეტ კოქსი
მემკვიდრეჰანს-გერტ პეტერინგი

დაბადებული14 აპრილი, 1947
პობლა-დე-სეგური, ესპანეთი
პოლიტიკური პარტიაესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია
მეუღლეკრისტინა ნარბონა
განათლებამადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტი
სტენფორდის უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკა

ბორელი კატალონიის სოფელ პობლა-დე-სეგურში დაიბადა და გაიზარდა, არის აერო-ინჟინერი, ეკონომისტი და მათემატიკის პროფესორი. სხვადასხვა აქტივობების საშუალებით მოახერხა და აქტიური პოლიტიკური კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო, როგორც ესპანეთის მუშათა სოციალისტური პარტიის წევრმა. ფელიპე გონსალესის მთავრობაში არაერთი მოწინავე თანამდებობა ეკავა. მუშაობდა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში, იყო ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის გენერალური დირექტორი 1982-1984 წლებში, ხოლო 1984-1991 წლებში კი — სახელმწიფო ფინანსთა მინისტრი.

ბოლო წლებში დაკავდა აქტიური ევროპული პოლიტიკით და 2004-2009 წლებში გახდა ევროპარლამენტარი და იკავებდა ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას.

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

ჯოზეფ ბორელი დაიბადა 1947 წლის 24 აპრილს, კატალონიის სოფელ პობლა-დე-სეგურში. ჟოან ბორელისა და ლუისა ფუნტელასის ოჯახში[1][2], იგი ბაბუასთანაც დიდ დროს ატარებდა, რომელიც კატალონიელი მიგრანტი იყო, არგენტინაში ცხოვრობდა და ამავდროულად პატარა საკონდიტროს ხელმძღვანელობდა, სან-მარტინის პარკთან ახლოს.[3][4] ისინი სამშობლოში მაშინ დაბრუნდნენ, როცა ჯოზეფის მამა ჟოანი 8 წლის იყო. ეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებამდე მოხდა და მას შემდეგ მათ ესპანეთი არ დაუტოვებიათ.[5]

დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ, ჯოზეფი იძულებული გახდა დედასთან დარჩენილიყო და გამოცდებისთვის პენსიაზე გასულ პედაგოგთან ერთად ემზადებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ მან შეძლო და ჩაირიცხა ლეიდას უმაღლეს სასწავლებელში,[3][6] სადაც სწავლას აგრძელებდა სტიპენდიის დამსახურებით.[7][3][8][9] 1964 წელს ის ბარსელონაში დაბრუნდა, რათა სამრეწველო ინჟინერია შეესწავლა, თუმცა მალევე (1 წლის შემდეგ) მადრიდის ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც აერონავტიკური ინჟინერიის სწავლა დაიწყო და დაამთავრა 1969 წელს.[3][6]

სწავლის დამთავრების შემდეგ იგი მოხალისედ მუშაობდა ისრაელში, კერძოდ კი გალ-ონის ქიბუცში, სადაც გაიცნო მომავალი ფრანგი მეუღლე ქეროლაინ მაერი.[3][10] ამ ხნის განმავლობაში მას ბაკალავრის ხარისხიც მიენიჭა უმაღლესი და გამოყენებითი მათემატიკის მიართულებით და 1976 წელს, მადრიდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დოქტორიც გახდა ეკონომიკის დარგში.[3][11][12][13]

1972-1982 წლებში იგი ლექციებს კითხულობდა, არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ აერონავტიკური ინჟინერიის მიმართულებითაც, სხვადასხვა ტექნიკურ სკოლებსა თუ უნივერსიტეტში.[11] 1982 წელს გახდა ასოცირებული პროფესორი ვალიადოლიდის უნივერსიტეტში,[14] ხოლო 1975-1982 წლებში დასაქმებული იყო ნავთობკომპანია Cepsa-ში.[6][15][16][17]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ჩართულობა ადგილობრივ პოლიტიკაში

რედაქტირება

ბორელი ესპანეთის სოციალისტურ პარტიას 1975 წელს შეუერთდა და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო ლუის სოლანასთან და ლუის კარლოს კროისიერთან ერთად.[18][19][20] ეს პერიოდი დაემთხვა სრულიად ესპანეთის დემოკრატიზაციის ეტაპს, რომელიც 1975 წლის 20 ნოემბერს დაიწყო.

იგი კენჭს იყრიდა 1979 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და გახდა ქალაქის მრჩეველი. ბორელი მადრიდის პროვინციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 1979-1983 წლებში, კერძოდ კი აღნიშნული დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებას პრე-ავტონომიურ პერიოდში.[21][22][23]

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმომადგენელი

რედაქტირება

2019 წლის 2 ივლისს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გამოაცხადა, რომ ევროსაბჭო ხოსე ბორელს ასახელებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლად.[24] გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისრის თანამდებობას დაემატა კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, რაც ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას გულისხმობდა აფრიკაში, ასევე განვითარების პოლიტიკის მხარდაჭერას.[25] 2019 წლის 18 ივლისს ბორელმა ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და არა მარტო ესპანეთის, არამედ არგენტინის მოქალაქეც გახდა.[26][27] 2019 წლის 7 ოქტომბერს, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და მეორე დღესვე დაამტკიცეს.[28][29]

კორონავირუსის პანდემიის დროს ჩინეთმა სამედიცინო მარაგი და დიდი რაოდენობით სამედიცინო დახმარება გამოგზავნა ევროკავშირში, რათა ამით პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს ესარგებლათ.[30] ბორელმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ყოველივე ეს დიდსულოვანი პოლიტიკაა, მან ისიც აღნიშნა, რომ ამ გზით ჩინეთი ამერიკას კიდევ ერთხელ ახსენებს იმას, რომ აშშ-სგან განსხვავებით ის საიმედო პარტნიორია.[31]

24 აპრილს ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის სააგენტომ და საგარეო მოქმედებების სამსახურმა გამოაქვეყნა მოხსენება, მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის დეზინფორმაციის შესახებ. ბორელმა, 30 აპრილს, საპარლამენტო მოსმენაზე, დაადასტურა ჩინეთის უკმაყოფილება, იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველივე, რაც ამ დასკვნაში ეწერა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჯოზეფ ბორელი ამტკიცებდა, რომ არსებობს ორი სიმართლე, ის, რაც მართლა ხდება ახლა მსოფლიოში და ის, რაც მსგავს მოხსენებებში იწერება. შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მან ევროკავშირის საკუთარი თანამშრომლები დაადანაშაულა და მათ მოსთხოვა, რომ ამგვარი ტიპის ოფიციალური საბუთები უფრო მეტი სიზუსტით ეწარმოებინათ. მისი მტკიცებით, ანალიტიკოსების შეხედულებები მიკერძოებული იყო და ყოველივე ეს ეჭვქვეშ აყენებდა მათ სანდოობას.[32]

ევროკავშირის მრავალმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი გაბრაზდნენ და იმედგაცრუებულნი დარჩნენ ბორელის განცხადებით და გაემიჯნენ პერსონალს.[33]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჯოზეფ ბორელი პირველად დაქორწინდა ფრანგ სოციოლოგ ქეროლაინ მაერზე, მათ ორი ვაჟი შეეძინათ. (ჯოანი - დიპლომტი და ლიონელი - თვითმფრინავის პილოტი. განწორწინდნენ 90-იან წლებში, ხოლო 1998 წლიდან ჯოზეფ ბორელის ცოლი არის კრისტინა ნარბონა, რომელიც ამჟამად ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის პრეზიდენტია, ხოლო წარსულში (2004-2008) გარემოს დაცვის მინისტრი იყო. წყვილი 2001 წლიდან ვალდემორილიოში ცხოვრობს, ისინი 2018 წლის ივლისში დაქორწინდნენ.

2019 წელს მან არგენტინის მოქალაქეობა მიიღო, სადაც აღნიშნა, რომ ამით სურდა პატივი მიეგო მამის ხსოვნისადმი, რომელიც გაიზარდა მენდოსაში, არგენტინაში.

ბორელი საუბრობს ესპანურ, კატალონიურ, იტალიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Iglesias, Leyre (16 September 2018). „El pueblo que quiere borrar a Borrell“. El Mundo.
  2. „Luisa Fontelles Doll“. ABC. Madrid: 29. 13 September 1986.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Pérez Oliva, Milagros (2 May 1998). „Un catalán del Pirineo que quiere conquistar España“. El País.
  4. „Borrell cenó con el gobernador mendocino y condecoró al empresario murciano Felipe Andreu“. Diariocritico. 23 March 2019.
  5. Alberola, Miquel (17 July 2019). „Borrell adquiere la doble nacionalidad argentina y española“. El País (ესპანური). ISSN 1134-6582. ციტირების თარიღი: 18 July 2019.
  6. 6.0 6.1 6.2 „Biografía de José Borrell“. El Mundo. 14 May 1999.
  7. El País (25 April 1998). „La brillante carrera del hijo del panadero“. El País (ესპანური). ISSN 1134-6582. ციტირების თარიღი: 18 July 2019.
  8. El Rey entrega a Barbacid el premio del 60 aniversario de las becas Fulbright es. ციტირების თარიღი: 18 July 2019
  9. España, Fulbright. (7 June 2018) Orgullosos de Josep #Borrell , #Fulbrighter (@Stanford 1974), que asume la cartera de @MAECgob y de su apoyo al programa @FulbrightSpain #FulbrightSpain60 #Masqueunabeca es. ციტირების თარიღი: 18 July 2019
  10. Feroz con Israel y cariñoso con Irán: preocupación en Jerusalén por el inminente nombramiento de Borrell en la UE. Aurora Israel (4 July 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი 2021.
  11. 11.0 11.1 Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი 2021.
  12. Aplicaciones de la teoría del control óptimo a la planificación económica es. Biblioteca de la Universidad Complutense. ციტირების თარიღი: 18 July 2019
  13. Fontelles, Josep Borrell. (1976) Aplicaciones de la teoría del control óptimo a la planificación económica es. Universidad Complutense de Madrid.
  14. BOE.es - Documento BOE-A-1982-15530. ციტირების თარიღი: 17 July 2019
  15. Ramos Melero, Rodolfo (2002). „El camino de España hacia la Unión Europea (1975-2001)“ (PDF). TST: Transportes, Servicios y Telecomunicaciones (2): 238. ISSN 1578-5777.
  16. Josep Borrell. Nueva Economía Fórum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-27. ციტირების თარიღი: 2021-02-09.
  17. „Josep Borrell: un europeísta de largo recorrido“. ABC. 2 July 2019.
  18. „Borrell, tercer presidente español del PE“. ABC. 20 July 2004.
  19. „Un 55% de caras nuevas en la ejecutiva del PSOE“. El País. 23 June 1997.
  20. T. L; A. P V (31 May 2004). „Duelo de exministros“. El Siglo de Europa (605). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2018. ციტირების თარიღი: 25 November 2018. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  21. „Biografía de José Borrell“. El Mundo. 14 May 1999.
  22. Díez, Anabel (5 June 2018). „Josep Borrell, ministro de Exteriores“. El País.
  23. Junta Electoral de Zona de San Lorenzo del Escorial: „Candidaturas“. Boletín Oficial de la Provincia de Madrid (55): 4. 6 March 1979.
  24. „Von der Leyen Tapped to Run European Commission“. Politico Europe. 2 July 2019. ციტირების თარიღი: 2 July 2019.
  25. Borrell, propuesto como nuevo jefe de la diplomacia europea. RTVE (2 July 2019).
  26. Alberola, Miquel (17 July 2019). „Borrell adquiere la doble nacionalidad argentina y española“. El País.
  27. Carlos, Carmen de (19 July 2019). „Argentina tiene un nuevo ciudadano: Josep Borrell“. ABC.
  28. Borrell recibe el visto bueno de los eurodiputados para ser el jefe de la diplomacia europea. RTVE (8 October 2019).
  29. Garcia Valdivia, Ana. (9 October 2019) Josep Borrell: Green Light To EU's New Foreign Policy Chief. Forbes.
  30. Lau, Stuart (24 March 2020). „EU fires warning shot at China in coronavirus battle of the narratives“. South China Morning Post.
  31. „Governments reject Chinese-made equipment“. BBC News. 30 March 2020.
  32. Top E.U. Diplomat Says Disinformation Report Was Not Watered Down for China
  33. The EU Was Accused Of Watering Down A Report About Chinese Coronavirus Disinformation. In Response, It Has Attacked Leaks And Whistleblowers.