პორტალი:ისრაელი
რჩეული სტატია |
იუდაიზმი (ებრ. יהדות - იაჰადუთ) ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმანურ რელიგიათა საფუძვლებისა. უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როცა მათ თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.(...სრულად) |
რეგიონები |
როგორც აქვეყნებს ისრაელის სტატისტიკის ცენტრი, რომელიც 2008 წელს იყო გადათვლილი ისრელში 200,000 ემიგრანტია. ებრაელების რაოდენობა 5,499 მილიონს აღწევს, ანუ მოსახლეობის 75,5 %, არაბები 1,461 მილიონია - 20,7 % (მათ შორის ბედუინები, პალესტინელები, არაბი-ქრისტიანები), 322 ათასი დრუზდები - 4,4 %, რომლებიც არაბების რიცხვში შედიან. დანარჩენი ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენლები ჩერქეზები, რუსები, ქართველები და სომხები არიან. |
იცოდით, რომ |
|
ყველა პორტალი |
რა არის პორტალი? | იხილეთ ყველა პორტალი თემატურ საძიებელში
|
რჩეული ბიოგრაფია |
გოლდა მეირი (ივრ. גּוֹלְדָּה מֵאִיר , ნამდვ. ფამ მეერსონი, დაბ. მაბოვიჩი) (დ.3 მაისი, 1898, კიევი -გ. 8 დეკემბერი, 1978, იერუსალიმი, ისრაელი), ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრი (1969-1974). გოლდა მეირი დაიბადა კიევში, რუსეთის იმპმერიაში (ამჟამად უკრაინა) მოიშე-იცხოკისა და ბლიუმა მაბოვიჩების ოჯახში. ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გადავიდა მილუოკიში, ვისკონსინი (აშშ) 1906 წელს. დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი, ასწავლიდა საშუალო სკოლებში. 1915 წელს შევიდა მემარცხენე სიონისტთა ორგანიზაცია "პოალეი ციონ" და პალეტინაში გადავიდა მეუღლესთან მორის მეიერთან ერთად 1921 წელს. 1956 წელს დავიდ ბენ-გურიონის თხოვნით შეიცვალა გვარი მეირით. 1924 წლიდან თელ-ავივში ცხოვრობდა. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე პროფკავშირებში და სამთავრობო ორგანიზაციებში, 1949 წლამდე კნესეთში არჩევამდე. 1949-56 წლებში შრომის მინისტრია, 1956-66 წლებში კი - საგარეო საქმეთა მინისტრი.(...სრულად) |
ახალი სტატიები} |
|
რელიგია |
იუდაიზმი - 75,8 %
|
დობილი პორტალები |
|