Ласкаво просимо! მოგესალმებით!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინის პორტალში. ამ თემაზე დაწერილი ახალი სტატიებისა და მიმდინარე პროექტებისთვის იხილეთ ვიკიპროექტი უკრაინა.
რედ. რჩეული სტატია
პოტიომკინის საფეხურები
პოტიომკინის საფეხურები

პოტიომკინის საფეხურები (უკრ.: Потьомкінські сходи, რუს.: Потемкинская лестница) უზარმაზარი კიბეა ოდესაში, უკრაინა. საფეხურები ქალაქის ყოფილი შესასვლელი იყო ზღვის მხრიდან და მის სიმბოლოდ ითვლებოდა. მისი თავდაპირველი სახელი იყო ბულვარის საფეხურები, უზარმაზარი კიბე ან რიშელიეს კიბე. ზედა საფეხური 12.5 მ-ია სიგანით, ხოლო ქვედა — 21.7 მ. კიბის სიმაღლე 27 მეტრია და 142 მეტრზე იშლება, თუმცა გაცილებით დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. კიბე იმდენად ზუსტად არის დაპროექტებული, რომ შეხედვისას ოპტიკურ ილუზიას ქმნის. კიბეს ზემოდან დამყურე ადამიანი მხოლოდ პლატფორმებს ამჩნევს, ხოლო საფეხურები უხილავია, მაგრამ ქვემოდან მოყურე ადამიანი მხოლოდ საფეხურებს ხედავს, პლატფორმები კი უხილავია. კიბეს სახელი გაუთქვა სერგეი ეიზენშტეინის 1925 წლის მუნჯმა ფილმმა "ჯავშნოსანი პოტიომკინი".

რედ. რჩეული ბიოგრაფია
სვიატოსლავ რიხტერი
სვიატოსლავ რიხტერი

სვიატოსლავ რიხტერი (უკრ.: Святосла́в Теофі́лович Рі́хтер; 1915–1997) — საბჭოთა მუსიკოსი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი. განთქმული იყო ვირტუოზული ტექნიკითა და ვრცელი რეპერტუარით. რიხტერის დაფუძნებულია რამდენიმე სამუსიკო ფესტივალი, მათ შორის განთქმული "დეკემბრის საღამოები" პუშკინის მუზეუმში (1981 წლიდან), სადაც ის მსოფლიოს მრავალ წამყვან მუსიკოსებთან გამოდიოდა, მათ შორის მევიოლინე ოლეგ კაგანთან, ალტისტ იური ბაშმეტთან, ვიოლონჩელისტ მსტისლავ როსტროპოვიჩთან და ნატალია გუტმანთან, მომღერალ ნინა დორლიაკთან (რიხტერის პარტნიორი). მის თანამედროვეთაგან განსხვავებით რიხტერი პედაგოგობით არასდროს დაკავებულა.

რედ. იცოდით, რომ...
წმ. მიხეილის ტაძარი
წმ. მიხეილის ტაძარი
რედ. ცინცხალი სტატიები

გთხოვთ, თქვენს მიერ დაწერილი და/ან გაუმჯობესებული სტატიები ჩაამატოთ სიის თავში. სტატიის სათაურის წინ უნდა იყოს * სიმბოლო, ხოლო მის გვერდით — თვე და რიცხვი. სტატიის ჩამატება











რედ. თემები


პორტალი:უკრაინა/დეკემბერი

რედ. რჩეული სურათი
უკრაინული იზბა
უკრაინული იზბა

ტრადიციული სოფლის უკრაინული არქიტექტურა სოფ. პრელესნეში, სლოვიანსკი.

რედ. აქტუალური პროექტი