სლოვენიის ეკონომიკა

სლოვენია ამჟამად განვითარებული ქვეყანაა, სტაბილურად ზრდადი ეკონომიკით. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყნის მშპ 56.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.[1] 2004 წელს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდა. 2007 წლიდან ეროვნული ვალუტა ევროა. 2010 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციიის წევრია.[2]

ქვეყანა გამოირჩევა განათლებული სამუშაო ძალითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით. მდებარეობს რამდენიმე მთავარი სატრანსპორტი გზის გადაკვეთის ადგილზე. თუმცა, მეორე მხრივ, გამოირჩევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმცირით. სლოვენიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა 2000-იან წლებში დაწყებულმა ევროზონის კრიზისმა. დასაქმებულთა ორი მესამედი მომსახურების სფეროში მუშაობს.

  1. The World Factbook. Central Intelligence Agency, United States (15 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2014.
  2. Osnovni gospodarski podatki o Sloveniji Slovene. Embassy of the Republic of Slovenia Vienna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-14. ციტირების თარიღი: 15 March 2012.