ავსტრიის ისტორია
ავსტრიის ისტორია — მოიცავს ავსტრიისა და მისი წინამორბედი სახელმწიფოების ისტორიას, ადრეული ქვის ხანიდან დღემდე. სახელი „Ostarrîchi“ (ავსტრია) ჩვ.წ. 996 წლიდან მოდის. ავსტრიაში 1273 წლიდან 1918 წლამდე, გაბატონებულნი იყვნენ ჰაბსბურგები და ჰაბსბურგ-ლოთარინგები. 1808 წელს, როდესაც ავსტრიის იმპერატორი ფრანც II გამოეყო საღვთო რომის იმპერიას, ავსტრია გახდა ავსტრიის იმპერია და ასევე იყო გერმანიის კავშირის წევრი, 1866 წლის ავსტრო-პრუსო-იტალიურ ომამდე.
1867 წელს ავსტრიამ ჩამოაყალიბა ორმაგი მონარქია უნგრეთთან და შეიქმნა ავსტრო-უნგრეთის იმპერია (1867-1918 წლები). როდესაც ეს იმპერია დაიშალა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ავსტრის ტერიტორიები შემცირდა, ხოლო ქვეყანაში ძირითადად გერმანულენოვანი მოსახლეობა იყო, ამიტომაც მიიღო სახელი გერმანული ავსტრია. შემდგომში, 1919 წელს, გერმანული ავსტრია დაიშალა და შეიქმნა ავსტრიის პირველი რესპუბლიკა, რომელიც არსებობდა 1919 წლის 21 ოქტომბრიდან 1938 წლის 13 მარტამდე.
პირველი რესპუბლიკის შემდეგ, ავსტრიის ფედერალური სახელმწიფო შეეცადა ავსტრია დამოუკიდებელი ყოფილიყო გერმანიის რაიხისგან. ენგელბერტ დოლფუსი აღნიშნავდა, რომ ავსტრიის მოქალაქეების უმეტესობა იყო გერმანელი და ავსტრიელი, მაგრამ მას სურდა, რომ ავსტრია გერმანიისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო. 1938 წელს ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა მოახდინა ავსტრიის ანექსია და იგი გერმანიის რაიხის ტერიტორიასთან გაერთიანდა, ამ ფაქტს, რომელსაც ანშლუსს უწოდებენ, იმ დროის ავსტრიის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა. [1][2] 1955 წელს, მეორე მსოფლიო ომიდან ათი წლის შემდგომ, ავსტრია კვლავ გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როგორც ავსტრიის მეორე რესპუბლიკა.
1995 წლის პირველ იანვარს ავსტრია ევროპის კავშირის წევრი გახდა.[3]
პრეისტორია და ადრეული ისტორია
რედაქტირებაპალეოლითი
რედაქტირებაალპები გამყინვარების პერიოდის განმავლობაში მიუწვდომელი იყო, ამიტომაც ადამიანის არსებობა ამ ტერიტორიაზე, თარიღდება შუა პალეოლითის ხანით, ნეანდერტალელების დროს. დღევანდელი ავსტრიის ტერიტორიაზე ადამიანის საცხოვრებლის უძველესი კვალი, 250 000 წელზე მეტი ხნის წინანდელია, რომელიც საპოვნია რეპოლუსტის მღვიმეში ბადლის მახლობლად, გრაც-უმგებუნგში შტირიას რაიონში. აღმოჩენა მოიცავს ქვისა და ძვლის ხელსაწყოებს და ჭურჭლის ფრაგმენტებს, ძუძუმწოვრების ნაშთებთან ერთად. გუდენუსის გამოქვაბულში ადამიანის ცხოვრება, დაახლოებით 70 000 წლით თარიღდება, გამოქვაბული მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ავსტრიაში.
ზედა პალეოლითის ნაშთები უფრო ხშირად გვხვდება ქვემო ავსტრიაში. ყველაზე ცნობილია ვახაუს რეგიონი, კერძოდ, აქ აღმოაჩინეს ავსტრიის ტერიტორიაზე ხელოვნების ორი ყველაზე ძველი ნიმუში. ეს არის ქალის მცირე ფორმის ფიგურები, პირველია გელგენბერგის ვენერა, რომელიც ნაპოვნია 1988 წელს, შტრატცინგის ახლოს და დაახლოებით 32 000 წლისაა, ხოლო მეორე არის ვილენდორფის ვენერა, რომელიც 26 000 წლის არის, აღმოაჩინეს 1908 წელს, ვილენდორფის მახლობლად, ქვემო ავსტრიაში ქალაქ დუნაის კრემსთან.[4][5] 2005 წელს, ამავე რეგიონში,აღმოაჩინეს ჩვილების სამარხი, რომლებიც დათარიღებულია 27 000 წლით და ყველაზე ძველი სამარხია, რომელიც ამჟამად ნაპოვნია ავსტრიაში.[6][7]
ნეოლითი
რედაქტირებანეოლითის ხანაში ავსტრიის იმ ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, რომლებიც სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი იყო, დასახლდა. აქ ვხვდებით ხაზოვანი კერამიკის კულტურას, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პირველია. დღეისათვის პირველ ქალაქად, სადაც დასახლება ნეოლითის ხანით თარიღდება არის მედლინგი.
ენეოლითის ხანა
რედაქტირებაავსტრიაში ენეოლითის ხანის კვალი აღმოჩენილია შუა დუნაის დაბლობზე, ქვემო ავსტრიაში. ამ დროს დასახლებები გავრცელდა აღმოსავლეთ ავსტრიაში. რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად ითვლება ეცის ყინულის კაცი, მუმია, რომელიც კარგად არის შემონახული, ვინაიდან ეს ადამიანი ეცტალის ალპებში იპოვნეს გაყინული, თარიღდება ძვ.წ. დაახლოებით 3 300 წლით,[8] აღმოაჩინეს ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე,[9] ამჟამად სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება, ბოლცანოს პროვინციაში, იტალიაში.
ბრინჯაოს ხანა
რედაქტირებაბრინჯაოს ხანის დასაწყისში გამოჩნდა გალავნებიანი ციხესიმაგრეები. ადგილობრივები მოიპოვებდნენ სპილენძსა და კალას (რისგანაც შემდგომ მზადდებოდა ბრინჯაო). გვიან ბრინჯაოს ხანაში, გამოჩნდა სამარხი ურნების კულტურა, რომლის დროსაც მარილის მოპოვება დაიწყო ჰალშტატის ჩრდილოეთ მარილის მაღაროებში.
რომის ეპოქა
რედაქტირებადღევანდელი ავსტრიის ტერიტორიაზე არსებილი კელტების სამეფო[10] და რომი იყვნენ აქტიური სავაჭრო პარტნიორები და შექმნეს სამხედრო კავშირიც. ძვ.წ. 15 -დან რომმა ამ ტერიტორიების ანექსია მოახდინა და მას ეწოდა „Austria Romana“ (რომელიც ცნობილი გახდა მე-19 საუკუნეში), იგი რომის იმპერიის პროვინციად იქცა.
იმპერატორი კლავდიუსის დროს (ძვ. წ. 41–54), პროვინციას ჰქონდა თავისი საზღვრები, ჩრდილოეთით, დუნაიმდე, ჩრდილო–აღმოსავლეთით, ვენის ტყემდე, აღმოსავლეთით დაახლოებით დღევანდელ შტირიასთან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრებოდა მდინარე ეისაკსა და დრავას. მოგვიანებით, დიოკლეტიანეს (284–305 წლები) დროს, პროვინცია დაიყო ალპური ქედის გასწვრივ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ზილერის დასავლეთით, ფორარბერგისა და ტიროლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, მდებარეობდა რომის იმპერიის პროვინცია. აღმოსავლეთით მდებარეობდა პანონია, დღევანდელი ბურგენლანდი, ხოლო სამხრეთით იტალია (რომის პროვინცია).[11] მდინარე დუნაი გარკვეულ დამცავ ბარიერს წარმოადგენდა რეგიონში, ვინაიდან იგი მოსახლეობას ჩრდილოეთით მცხოვრები გერმანული ტომების შემოსევებისგან იცავდა.
რომაელებმა ააშენეს მრავალი ქალაქი, რომლებიც დღემდე შემორჩა. მათ შორისაა ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), ვალდიდენა (ინსბრუკი) და ბრიგანტიუმი (ბრეგენცი).[12] სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ვირუნუმი (მდებარეობდა თანამედროვე კლაგენფურტის ჩრდილოეთით) და ლაურიაქუმი (ენსი). ქრისტიანობა ავსტრიაში გავრცელება ახ. წ. II საუკუნეში დაიწყო.
შუა საუკუნეები
რედაქტირებაადგილობრივ მოსახლეობას ფრანკებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რის შედეგადაც მიაღწიეს დროებით დამოუკიდებლობას 717 წლისთვის. საბოლოოდ, კარლოს დიდმა (იმპერატორი 800–814 წლებში) გააძლიერა თავისი სამეფო, მას ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა საღვთო რომის იმპერიასთან და რომის პაპთან, ადრიანე I-თან, რომელიც 772 წელს დამპყრობლებისგან იხსნა საკუთარი ჯარით. 800 წლისთვის, „აღმოსავლეთის სამეფო“, შეუერთდა საღვთო რომის იმპერიას.[12]
862 წელს ახალი საფრთხე გაჩნდა, კერძოდ, უნგრელები დიდი რაოდენობით გადაადგილდებოდნენ აღმოსავლეთის ტერიტორიებიდან. 896 წლისთვის კი უნგრელების დიდი რაოდენობა იყო დასახლებული უნგრეთის დაბლობზე, სადაც ისინი კომფლიქტში შედიოდნენ ფრანკებთან. მათ დაამარცხეს მორავიელები და 907 წელს პრესბურგის ბრძოლაში გაიმარჯვეს ბავარიელებზე, 909 წლისთვის მათ განაახლეს მსვლელობა, რამაც ფრანკები და ბავარიელები იძულებულნი გახადა უკან დაეხიათ და მდინარე ენსთან დაბრუნებულიყვნენ. [13]
ავსტრიის მეორე რესპუბლიკა
რედაქტირებაოკუპაცია მოკავშირეთა მიერ
რედაქტირება1945 წლის აპრილში კარლ რენერმა, ავსტრია გამოაცხადა გერმანიისგან დამოუკიდებელი ტერიტორია, რომელის მთავრობაშიც შედიოდნენ სოციალისტები, კონსერვატორები და კომუნისტები. ქვეყანა მოკავშირეებმა დაიკავეს 1945 წლის 9 მაისიდან, ხოლო 1945 წლის 4 ივლისს ავსტრიის მოკავშირეთა კომისიის მიერ შექმნილი ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა დაიყო ზონებად. ზონები ეკუთნოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაეთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს.
განსხვავებით პირველი რესპუბლიკისგან, რომლის დროსაც ქვეყანაში გახშირებული იყო კონფლიქტი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, მეორე რესპუბლიკა გახდა სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა. ძირითადად იყო ორი უმსხვილესი წამყვანი პარტია, ქრისტიან–დემოკრატიული ავსტრიის სახალხო პარტია (PVP) და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPÖ). ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური პარტია იყო ავსტრიის თავისუფლების პარტია (FPÖ).
დამოუკიდებლობა
რედაქტირებაშემდგომში ორი ძირითადი პარტია ცდილობდა მოკავშირეთა ოკუპაციის დასრულებას და ავსტრიის დამოუკიდებლობის აღდგენას. ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1955 წლის 15 მაისს. მოკავშირეთა ოკუპაციის შეწყვეტისთანავე, ავსტრია გამოცხადდა ნეიტრალურ ქვეყანად. მეორე რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა ხასიათდებოდა პროპორციული სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობის თანამდებობები თანაბრად გაიყო „SPÖ“-სა და „ÖVP“-ს წევრებს შორის.
1986 წლის გაზაფხულზე კურტ ვალდჰაიმი აირჩიეს პრეზიდენტად, მნიშვნელოვანი ნაციონალური და საერთაშორისო პროტესტის გამო იგი გადადგა, რადგანაც დაადანაშაულეს ნაცინტებთან ურთიერთობაში. 1986 წლის სექტემბერში, გერმანულ-ეროვნულ და ლიბერალურ ფრთებს შორის დაპირისპირებისას, იერგ ჰაიდერი გახდა FPÖ- ს ლიდერი. კანცლერმა გააუქმა FPÖ- სა და SPÖ- ს შორის კოალიციური პაქტი, ხოლო ახალი არჩევნების შემდეგ, ÖVP- ს ხელმძღვანელობდა ალოის მოკი. იერგ ჰაიდერის პოპულიზმმა და პროპორციული სისტემის კრიტიკამ მას საშუალება მისცა თანდათანობით გაეზარდა თავისი პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი, 1983 წელს მხარდამჭერთა რიცხვი შეადგენდა 4%-ს, ხოლო 1999 წლისთვის 27%-მდე გაიზარდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Brook-Shepherd, Gordon (1998). The Austrians: a thousand-year odyssey. New York: Carroll & Graf Publishers, Inc. ISBN 978-0-7867-0520-7.
- Johnson, Lonnie (1989). Introducing Austria: a short history. Riverside, Calif.: Ariadne Press. ISBN 978-0-929497-03-7.
- Judson, Pieter M. The Habsburg Empire: A New History (2016). Downplays the disruptive impact of ethnic nationalism.
- Kann, Robert A. A History of the Habsburg Empire: 1526–1918 (U of California Press, 1974)
- Macartney, Carlile Aylmer The Habsburg Empire, 1790–1918, New York, Macmillan 1969.
- Ricket, Richard. A Brief Survey of Austrian History. Prachner (12th edition), 1998
- Robert John Weston Evans, The Making of the Habsburg Monarchy, 1550–1700: An Interpretation, Oxford University Press, 1979. ISBN 0-19-873085-3.
- Bassett, Richard, For God and Kaiser: The Imperial Austrian Army, 1619–1918 (2015)
- Beales, Derek. Joseph II vol 1: In the shadow of Maria Theresa, 1741–1780 (1987); Joseph II: Volume 2, Against the World, 1780–1790 (2009)
- Beales, Derek. The false Joseph II, Historical Journal, 18 (1975), 467–95. in JSTOR
- Dickson, P. G. M. Monarchy and Bureaucracy in Late Eighteenth-century Austria. English Historical Review 1995 110(436): 323–367. in JSTOR
- Henderson, Nicholas. Joseph II, History Today 1991 41 (March): 21–27.
- Ingrao, Charles W. In Quest and Crisis: Emperor Joseph I and the Habsburg Monarchy (1979)
- Boyer, John W. Political Radicalism in Late Imperial Vienna: Origins of the Christian Social Movement, 1848–1897. University of Chicago Press, 1995. ISBN 0-226-06956-7, 9780226069562
- Grandner, Margarete. "Conservative Social Politics in Austria, 1880–1890". University of Minnesota Center for Austrian Studies Working Paper 94-2 1994
- Hamann, Brigitte: The Reluctant Empress: A Biography of Empress Elisabeth of Austria (Knopf: 1986) (ISBN 0-394-53717-3) (410pp.). (trans. by Ruth Hein, from Elizabeth: Kaiserin wider Willen, Amalthea Verlag 1982)
- Jenks, William Alexander. Austria under the Iron Ring, 1879–1893. University Press of Virginia, 1965
- Kissinger, Henry. A World Restored: Metternich, Castlereagh and the Problems of Peace, 1812–22 (1957)
- Macartney, Carlile Aylmer The Habsburg Empire, 1790–1918, New York, Macmillan 1969.
- Taylor, A. J. P. The Habsburg Monarchy, 1809–1918: A History of the Austrian Empire and Austria-Hungary (1941) excerpt and text search
- Malachi Haim Hacohen. Karl Popper – The Formative Years, 1902–1945: Politics and Philosophy in Interwar Vienna. Cambridge University Press, 2002. ISBN 0-521-89055-1, 9780521890557
- Kirk, Timothy. Nazism and the Working Class in Austria: Industrial Unrest and Political Dissent in the 'National Community'. Cambridge University Press, 2002. ISBN 0-521-52269-2, 9780521522694
- Mangham, Arthur Neal. The Social Bases of Austrian Politics: the German Electoral Districts of Cisleithania, 1900–1914. Ph.D. thesis 1974
- Stanley Z. Pech. "Political Parties among Austrian Slavs: A Comparative Analysis of the 1911 Reichsrat Election Results". Canadian Slavonic Papers, Vol. 31, No. 2, Essays in Honour of Peter Brock (June, 1989), pp. 170–193
- "Demokratiezentrum Wien: Politische Entwicklung in Österreich 1918–1938" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. ("Political development in Austria 1918–1938")
- Austria's political parties and their history. City of Vienna.
- The Cambridge Modern History Cambridge Histories Online
- Bascom Barry Hayes. Bismarck and Mitteleuropa. Fairleigh Dickinson Univ Press, 1994. ISBN 0-8386-3512-1, 9780838635124
- L. Prakke, C. A. J. M. Kortmann (eds.) Constitutional Law of 15 EU Member States. Kluwer 2004. ISBN 90-13-01255-8, 9789013012552
- Norman Stone. Europe transformed 1878–1919. Fontana, 1983 ISBN 0-00-634262-0, 9780006342625
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ernst Hanisch: Österreich – Die Dominanz des Staates. Zeitgeschichte im Drehkreuz von Politik und Wissenschaft დაარქივებული 2020-08-11 საიტზე Wayback Machine. . Version: 1.0, in: Docupedia Zeitgeschichte, 22 March 2011
- HABSBURG, an e-mail discussion list dealing with the culture and history of the Habsburg Monarchy and its successor states in central Europe since 1500, with discussions, syllabi, book reviews, queries, conferences; edited daily by scholars since 1994
- Gustav Spann: Fahne, Staatswappen und Bundeshymne der Republik Österreich დაარქივებული 2016-02-21 საიტზე Wayback Machine. (Flag, Coat of Arms and Federal Hymn of the Republic of Austria) (pdf; 4.7 MB)
- www.akustische-chronik.at – Multimedia Chronicle of Austria 1900–2000 (Österreichische Mediathek)
- www.staatsvertrag.at – An acoustic web exhibition (Österreichische Mediathek)
- History of Austria: Primary Documents
- A BRIEF HISTORY OF AUSTRIA
- Austria's History - Austria Info.
- History — Austria დაარქივებული 2020-11-01 საიტზე Wayback Machine.
- History of Austria.
- HISTORY OF AUSTRIA.
- History of Austria. დაარქივებული 2017-07-08 საიტზე Wayback Machine.
- A Brief History of Austria.
- History of Austria.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Austria: A Country Study. Select the link on left for The Anschluss and World War II. Eric Solsten, ed. (Washington, D.C.: Federal Research Division of the Library of Congress, 1993).
- ↑ Emil Müller-Sturmheim
- ↑ Austria | European Union - europa.eu
- ↑ Venus of Willendorf დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. Christopher L. C. E. Witcombe, 2003.
- ↑ John J Reich; Lawrence Cunningham (2013) Culture and Values: A Survey of the Humanities, 8th Ed., Andover, Belmont, CA ISBN 978-1-133-95122-3
- ↑ „Ice age 'twins' found in ancient burial ground“. New Scientist. 27 September 2005.
- ↑ Einwögerer, Thomas; Friesinger, Herwig; Händel, Marc; Neugebauer-Maresch, Christine; Simon, Ulrich; Teschler-Nicola, Maria (2006). „Upper Palaeolithic infant burials“. Nature. 444 (7117): 285. Bibcode:2006Natur.444..285E. doi:10.1038/444285a. PMID 17108949.
- ↑ Bonani, Georges; Ivy, Susan D. (1994). „AMS Age Determination of Tissue, Bone and Grass Samples from the Ötzal Ice Man“ (PDF). Radiocarbon. 36 (2): 247–250. doi:10.1017/s0033822200040534. ციტირების თარიღი: 4 February 2016.
- ↑ Gaber, Othmar; Künzel, Karl-Heinz (1998-11-01). „Man from the Hauslabjoch“. Experimental Gerontology. 33 (7): 655–660. doi:10.1016/S0531-5565(98)00048-5. ISSN 0531-5565. PMID 9951613.
- ↑ Mackensen, Michael (1975). „The state of research on the ‘Norican’ silver coinage“. World Archaeology. 6 (3): 249–275. doi:10.1080/00438243.1975.9979607.
- ↑ see detailed map. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2007.
- ↑ 12.0 12.1 Gale, Thomson (1998). Worldmark Encyclopedia of the Nations (9 ed.). Farmingtom Hills, Michigan: Gale p. 27. ISBN 978-0-7876-0079-2.
- ↑ Beller, Steven (2006). A Concise History of Austria. Cambridge, United Kingdom: Cambridge University Press p. 13. ISBN 978-0-521-47305-7.