ვენის ტყე (გერმ. Wienerwald) — მთის მასივი ავსტრიაში. აღმოსავლეთი ალპების უკიდურესი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი შტოქედი. ვრცელდება ქალაქ ვენის მიდამოებში. სიმაღლე 893 მ-მდე (მთა შეპფლი). გადაჭიმულია მდინარე დუნაიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრზე. აგებულია უმეტესად ფლიშით. დამახასიათებელია რბილი ეროზიული ფორმები. შემოსილია წიფლისა და მუხის ტყეებით. მასივის ადგილობრივი ფაუნა და ფლორა გეოლოგიური, კლიმატური, ეკოლოგიური და ისტორიული განვითარების შედეგია. ვენის ტყე ვენის მცხოვრებთა პოპულარული დასასვენებელი ადგილია.

ვენის ტყე
ვენის ტყე
ვენის ტყე
კოორდინატები: 48°05′ ჩ. გ. 16°55′ ა. გ. / 48.083° ჩ. გ. 16.917° ა. გ. / 48.083; 16.917
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
უმაღლესი წერტილი შეპფლი
სიმაღლე 893 
სიგრძე 50 კმ
სიგანე 20-30 კმ
ამგებელი ქანები ფლიში
ვენის ტყე — ავსტრია
ვენის ტყე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება