ეცტალის ალპები
ეცტალის ალპები (გერმ. Ötztaler Alpen) — მთების ჯგუფი აღმოსავლეთ ალპებში, ავსტრიასა და იტალიაში. შედის ცენტრალური აღმოსავლეთი ალპების შემადგენლობაში. სიგრძე დაახლოებით 90 კმ. დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთით შემოსაზღვრულია რეტის ალპებით და რეზიის უღელტეხილით, ჩრდილოეთით მდინარე ინის ხეობით, აღმოსავლეთით ცილერტალის ალპებით და ბრენერის უღელტეხილით, სამხრეთით მდინარე ადიჯეს ხეობით. მწვერვალების ჯაჭვი ქმნის საზღვრის მონაკვეთს ავსტრიასა და იტალიას შორის.
ეცტალის ალპები | |
---|---|
კოორდინატები: 46°45′ ჩ. გ. 10°55′ ა. გ. / 46.750° ჩ. გ. 10.917° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია იტალია |
უმაღლესი წერტილი | ვილდშპიცე |
სიმაღლე | 3768 მ |
სიგრძე | 90 კმ |
უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 3768 მ (მთა ვილდშპიცე). უკანასკნელი წარმოადგენს ავსტრიაში სიმაღლით მეორე მწვერვალს გროსგლოკნერის (3798 მ) შემდეგ. მწვერვალების უმეტესობა დაფარულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით. ეცტალის ალპები აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და ფიქლებით. ხშირია წიწვოვანი ტყე. ხეობების გასწვრივ — სამხრეთისაკენ, გაშენებულია ბაღები, ვაზები; მიმდინარეობს კარტოფილის მოშენება. ზღვის დონიდან 1300 მ-მდე ხარობს შვრია.
1991 წლის სექტემბერში ეცტალის ალპებში აღმოაჩინეს ენეოლითის ხანის მონადირე — ეცის ყინულის კაცი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 5300 წლის წინ. იგი წარმოადგენს ევროპაში უძველესი ადამიანის მუმიას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ეცტალის ალპები“ ვიკისაწყობში.
- ეცტალის ალპები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ეცტალის ალპები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)