გროსგლოკნერი
გროსგლოკნერი (გერმ. Großglockner; სლოვენ. Veliki Klek) — მწვერვალი ავსტრიაში. ზღვის დონიდან 3798 მეტრის სიმაღლით ის არის უმაღლესი მწვერვალი ავსტრიაში და ასევე ბრენერის უღელტეხილის აღმოსავლეთით მდებარე ალპებშიც.
გროსგლოკნერი | |
---|---|
გროსგლოკნერი | |
კოორდინატები: 47°04′29″ ჩ. გ. 12°41′42″ ა. გ. / 47.0748667° ჩ. გ. 12.695250° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია |
სიმაღლე | 3798 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 2423 მ |
ქედი | მაღალი ტაუერნი |
პირველი ასვლა | სეპ და მარტინ კლოტცები, მარტინ რეიჩერი და ორი სხვა (1800 წლის 28 ივლისი) |
გროსგლოკნერის მაღალმთიანი გზა (Großglockner-Hochalpenstraße) ბრუკსა და ხაილიგენბლუტს შორის 1930-1935 წლებში ინჟინერ ფრანც ვალაკის ნახაზების მიხედვით აშენდა. ის გადის 2572 მეტრის სიმაღლეზე და წარმოადგენს ტურისტულ მარშრუტს, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 1,2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.
გროსგლოკნერი ორჯერ იყო მამაკაცების ჯირო-დ-იტალიას ეტაპის მონაწილე. 1971 წელს იყო მე-17 ეტაპი, რომელიც პიერფრანკო ვიალენიმ მოიგო, ხოლო 2011 წელს იყო მე-13 ეტაპი, რომელიც ხოსე რუხანომ მოიგო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავირტუალური პანორამები:
- ჩრდილოეთი დაარქივებული 2007-03-12 საიტზე Wayback Machine.
- სამხრეთი დაარქივებული 2007-03-12 საიტზე Wayback Machine.
- Index
- გროსგლოკნერის ვებ-კამერა დაარქივებული 2012-04-20 საიტზე Wayback Machine.