შვრია (ლათ. Avena) — ბალახოვანი მცენარის გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. შვრიის ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ფოთოლო ხაზური, ყვავილი — საგველა, ნაყოფი — მარცვალა. პოლიმორფული გვარია, აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომელთა შორისაც არის ერთწლოვანი, მრავალწლოვანი, კულტურული და ველური მცენარეები. მათგან პრაქტიუკლი მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას.

შვრია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Avena

საქართველოში გავრცელებული შვრია განეკუთვნება 2 სახეობას: ჩვეულებრივი შვრია (Avena sativa) და ბიზანტიური შვრია (Avena byzantina), ორივე გვალვაგამძლეა და კარგად ეგუება მლაშე ნიადაგს. შვრიის თესლი შეიცავს ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს, ამიტომ სამეურნეო თვალსაზრისით მეტად სასარგებლო კულტურაა. შვრია მნიშვნელოვანი საფურაჟე მარცვლოვანი მცენარეა. მისი ჩალა და ბზე შეუცვლელი საკვებია ცხენისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოზარდეულისათვის.

ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში, სადაც ზომიერი ჰავაა, კულტურაშია უმთავრესად სათესი შვრია, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში, აშშ-ში, არგენტინაში, ავსტრალიაში და სხვ. მოჰყავთ ბიზანტიური შვრია.

ლიტერატურა

რედაქტირება