ცილერტალის ალპები
ცილერტალის ალპები (გერმ. Zillertaler Alpen; იტალ. Alpi Aurine) — მთების ჯგუფი აღმოსავლეთ ალპებში, ავსტრიასა და იტალიაში. სიგრძე დაახლოებით 60 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 3510 მ (მთა ჰოხფაილერი). იგი აღმოსავლეთისაკენ განზიდულ, გრძელ, მაღალი ტაუერნის მასივში (3798 მ) გადადის. დასავლეთით ესაზღვრება შტუბაის ალპები, სამხრეთით დოლომიტები, ჩრდილოეთით ტუქსის ალპები, ხოლო აღმოსავლეთით ვენედიგერის მთები. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია გამყინვარებას. თუმცა უკანასკნელ პერიოდში გაბატონებული გლობალური დათბობის გამო ცილერტალის ალპებში მიმდინარეობს მყინვარების უკანდახევა. ქედიდან სათავეს იღებს მდინარე ინის შენაკადი ცილერი, რომელიც ჩამოუდის კურორტ მაირჰოფენს.
ცილერტალის ალპები | |
---|---|
კოორდინატები: 47°00′ ჩ. გ. 11°55′ ა. გ. / 47.000° ჩ. გ. 11.917° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია იტალია |
უმაღლესი წერტილი | ჰოხფეილერი |
სიმაღლე | 3510 მ |
სიგრძე | 60 კმ |
ზოგიერთი უღელტეხილის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მ-მდე და მეტსაც აღწევს. ცილერტალის ალპები უმეტესად აგებულია გნაისებით და კრისტალური ფიქლებით. ზღვის დონიდან 2000-2200 მ-მდე გვხვდება ტყეები (წიფელი, ნაძვი, სოჭი), უფრო მაღლა — ბუჩქები, მდელოები, მუდმივი თოვლი და მყინვარებია. განვითარებულია ტურიზმი. აღსანიშნავია სამთო-სათხილამური კურორტები: მაირჰოფენი, ჰოხფიუგენი და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ცილერტალის ალპები“ ვიკისაწყობში.
- ცილერტალის ალპები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ცილერტალის ალპები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)