გამყინვარების პერიოდი

(გადამისამართდა გვერდიდან გამყინვარება)

გამყინვარების პერიოდიდედამიწის გეოლოგიური ისტორიის ხანგრძლივი ეტაპი, რომლის ფარგლებში მრავალგზის ვითარდებოდა დროის ძალზე ცივი პერიოდები (გამყინვარება), რომელსაც თან სდევდა მსხვილი კონტინენტური გამყინვარება; ამ უკანასკნელს ენაცვლებოდა დროის ისეთი მონაკვეთები, სადაც ფიქსირდებოდა გამყინვარებათშორისი ეპოქები, რომელსაც მოჰყვა კონტინენტური გამყინვარების მნიშვნელოვანწილად გალღობა. ამ პერიოდს მყინვარული ეპოქა ეწოდება. მყინვარული ეპოქა არის დედამიწის ისტორიის დროის მონაკვეთი, როდესაც ჰავის საერთო შეფარდებითი აცივების ფონზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძალზე ცივი, მყინვარული და შედარებით თბილი, გამყინვარებათშორისი დროის მონაკვეთები.

დედამიწაზე გამყინვარების ანაბეჭდი („თეთრი სივრცეები“)
მყინვარული საფარი მაქსიმალური გამყინვარების პერიოდში

მსხვილი გამყინვარება იწყება 450 მლნ. წლის წინ, გვიანდელ ორდოვიციულში, სადაც სამხრეთ პოლუსი იმყოფებოდა თანამედროვე საჰარის ტერიტორიაზე. აქვე განვითარდა დიდი სისქის გამყინვარება, რომლის მყინვართა ფარები სისქეში 2 კმ-ს აღწევდნენ. გამყინვარება საგრძნობლად ასიმეტრიული იყო და მოიცავდა სამხრეთ ნახევარსფეროს დიდ ტერიტორიას.

პლიოცენის დასაწყისში (5 მლნ. წლის წინ) დაიწყო დათბობა, რომელმაც გამოიწვია ანტარქტიდის ყინულოვანი ფარისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მთის მყინვარების დნობა. დაახლოებით 3,3 და 3,2 მლნ. წლის წინ დაიწყო ახალი გლობალური აცივება, რომელიც ხასიათდებოდა კლიმატის არასტაბილური მკვეთრი ზრდით. ძლიერ აცივებას მოყვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მყინვარული საფრების გაჩენა. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ოკეანის დონის ვარდნა, რასაც მოჰყვება ხმელეთის მნიშვნელოვანი უბნების გაშიშვლება.

პლიოცენის დაწყებამდე ჩრდილოეთ ნახევარსფერო ყინულით დაუფარავი რჩებოდა, თუმცა შემდეგ გამყინვარება მაინც დაიწყო, ჯერ ლოკალურად ალასკაზე, შემდგომ პლიოცენში დაიწყო არქტიკის გამყინვარება.

პლეისტოცენში დედამიწა გამყინვარების ფაზაში უკვე შესული იყო. პლეისტოცენში დამახასიათებელია მყინვარული პერიოდის თანმიმდევრულად შედარებით თბილ გამყინვარებათშორისით შეცვლა. პლეისტოცენი შედგება გამყინვარების ოთხი პერიოდისაგან, რომელთაგან პირველი და მნიშვნელოვანია გიუნცური გამყინვარება (1,2-1,0 მლნ. წლის წინ).

გიუნცური აცივება დასრულდა გიუნც-მინდელური დათბობით (1,0-0,76 მლნ. წლის წინ), რომლის დროსაც ხმელთაშუა, შავ და ბერინგის ზღვებზე აღინიშნებოდა ტრანსგრესიები. შემდეგ დადგა მინდელური გამყინვარება (დაახლ. 790-580 მლნ. წლის წინ), რომელსაც გამყინვარების გაცილებით რთული ხასიათი ჰქონდა. მას მოჰყვა რისული გამყინვარება, რომელიც ვიურმული გამყინვარებით დაგვირგვინდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Полякова Л.С., Кашарин Д.В., Метеорология и климатология, М., 2004;
  • Хромов С.П., Петросянц М.А., Метеорология и климатология, М., 2001;
  • Josef Klostermann: Das Klima im Eiszeitalter. Schweizerbart, Stuttgart 1999. ISBN 3-510-65189-8
  • William Ruddiman: Earth’s climate, past and future. New York 2002. ISBN 0-7167-3741-8 (englisch)
  • Christian-Dietrich Schönwiese: Klima im Wandel. Tatsachen, Irrtümer, Risiken. Deutsche Verlagsanstalt, Stuttgart 1992. ISBN 3-421-02764-1
  • Roland Walter: Erdgeschichte – Die Entstehung der Kontinente und Ozeane. 5. Auflage. Walter de Gruyter, Berlin/New York 2003. ISBN 3-11-017697-1