შტუბაის ალპები
შტუბაის ალპები (გერმ. Stubaier Alpen; იტალ. Alpi dello Stubai) — ქედი ალპებში, ავსტრიასა და იტალიაში. შედის ცენტრალური აღმოსავლეთი ალპების შემადგენლობაში. მაქსიმალური სიმაღლე 3507 (მთა ცუკერჰიუტლი). სახელწოდება მომდინარეობს ალპების შტუბაიტალის ხეობიდან. ვრცელდება ინსბრუკიდან სამხრეთ-დასავლეთით. ჩრდილოეთით შემოზღუდულია მდინარე ინის ხეობით, აღმოსავლეთით მდინარე სილის ხეობით და ბრენერის უღელტეხილით (რომლისგანაც გამოყოფილია ცილერტალის ალპებისაგან), დასავლეთით ეცტალის ალპებითა და ტიმელსიოხის უღელტეხილით, სამხრეთით მდინარეების პასერისა და აიზაკის ხეობებით. ბევრია გადასასვლელი.
შტუბაის ალპები | |
---|---|
შტუბაის ალპები | |
კოორდინატები: 47°05′ ჩ. გ. 11°10′ ა. გ. / 47.083° ჩ. გ. 11.167° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია იტალია |
უმაღლესი წერტილი | ცუკერჰიუტლი |
სიმაღლე | 3507 მ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შტუბაის ალპები“ ვიკისაწყობში.
- შტუბაის ალპები (ინგლისური)