ირლანდიის კულტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ირლანდიური კულტურა მოიცავს ირლანდიასთან და ირლანდიელებთან დაკავშირებულ ენას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას, ფოლკლორს, სამზარეულოსა და სპორტს. ირლანდიური კულტურა ხშირად ასოცირდება ოჯახთან, იუმორის გრძნობასთან და ტრადიციების პატივისცემასთან.[1]

დიდი ხნის განმავლობაში, ძველი დროიდან დაწყებული, გელებს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ კუნძულის კულტურაზე.[2] მოგვიანებით ინგლისის კოლონიზაციამ მოახდინა დიდი გავლენა, რომელმაც ადგილობრივი ადათ-წესები დათრგუნა.[3][4] მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანობა, პირველ რიგში კი — კათოლიციზმი, ისტორიულად მჭიდრო კავშირშია ირლანდიის კულტურასთან.[5]

კუნძულიდან მიგრაციის წყალობით, ირლანდიური კულტურა ფართოდ არის გავრცელებული, მათ შორის ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა წმინდა პატრიკის დღე და ჰელოუინი, მთელ მსოფლიოში აღინიშნება.[6]

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

მდიდარი, ნაყოფიერი ნიადაგი, ზომიერი კლიმატი- ყოველივე ეს ქმნის შესანიშნავ გარემოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მართალია ევროკავშირში  გაწევრიანების შემდეგ ირლანდიამ გაანავითარა მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, მაგრამ სოფლის მეურნეობა დღემდე  რჩება ირლანდიის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ სექტორად.[7]

დასწყისისთვის, სოფლის მეორნეობის მნიშვნელობას ირლანდიაში მოწმობს ის ფაქტი, რომ მიწის ფართობი შეადგენს 6.9 მილიონ ჰექტარს, აქედან 4.5 მილიონი ჰექტარი სწორედ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია, რაც 64 %-ია მთელი ტერიტორიის.

ირლანდიას თავისი მრავალფეროვანი გარემო შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სოფლის მეოურნეობის სხვადასხვა დარგი, რომელთა ერთობლიობით იქმნება ეკონომიკური წარმატება.

სოფლის მეურნეობის დაყოფა სექტორების მიხედვით შემდეგია:

რძის პროდუქტები, მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მარცვლეული, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა. თითოეული სფერო საუკეთესო მოსავალს იძელევა და ეს საშუალებას აძლევს კონკურნცია გაუწიოს მსოფლიოს უამრავ ქვეყანას.

დაახლოებით 80% სასოფლო-სამეურნეო მიწის დათმობილი აქვს ბალახს,[8] (თივასა და საძოვრებს). 11 %-მდე დაუმუშავებელი მიწებია, ხოლო 9 % უკავია კულტურების ნათესებს.[9]

ბუნებრივია მიწის ამგვარი გადანაწილება ირლანდიის სოფლის მეურნეობის სფეროებიდან გამომდინარეა, ვინაიდან მეცხოველეობა უმთავრესი სექტორია. ტერიტორიებს საძოვრებისთვის დიდი ფართობი უკავია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ბუნებრივი ბალახიანი საძოვრები. ფერმერები ვრცელ ტერიტორიაზე თესენ „იონჯას“, რომლის მოთიბვაც რამდენჯერმეა შესაძლებელი. სპეციალური მანქანით ხდება მისი შეგროვება და გამოშრობა, რის შემდეგაც იგი იდეალურად ინახება ზამთრისთვის. ბალახის მოყვანა, შეგროვება ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობადაა ქცეული, ვინაიდან მასზეა აგებული სოფლის მეურნეობის დანარჩენი სექტორები.[10]

დღესდღეობით ხორცი და რძის პროდუქტები არის ყველაზე დიდი სფერო. ირლანდია ხორცისა და რძის პროდუქტების 90 % ექსპორტს ეწევა, რაც მას ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნად აქცევს.[11]

ირლანდიას ჰყავს 6.5 მილიონი მსხვილფეხა საქონელი, 4.8 მილიონი ცხვარი, ღორების რაოდენობა კი 1.56 მილიონს აღწევს.[12] 

მეცხვარეობა

რედაქტირება

ირლანდიიას სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მეცხვრეობას. საძოვრების ვრცელი ტერიტორია საშულაებას იძლევა ცხვრების ფართოდ მომრავლებისა. დღესდღეობით ირლანდია 180 მილიონი ევროს ღირებულების ცხვრის ხორც აწარმოებს. ამის გარდა ცხვარი იძელვა ისეთ ძვირფას ნედლეულს, როგორიცაა მატყლი, ტყავი და სხვა საკვები პროდუქტები. შესაბამისად მეცხვარეობის განვითარება იძელვა ბევრ შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია პირდაპირპროპორციულად იასახება ირლანდიის ეკონომიკაზე. მუდმივად ხორციელდება სპეციალური პროექტები, რომელიც ხელს უწყობს მეცხვარეობის დაფინასებას და სხვადასხვა ჯიშების გამრავლებას.[13]

რძის მეურნეობა

რედაქტირება

ირლანდიის კლიმატს, რომელიც ხელს უწყობს ბალახის დიდი ოდენობით ზრდას დამატებული უძველესი ტრადიციები რძისნ პროდუქტების საუკეთესო გარემოს ქმნის ამ სფეროს განვითარებისთვის.

მეწველი ძროხები ჩვეულებრივ ორჯერ იწველებიან. ამის შემდეგ სპეციალური კომპანია ფერმერებისგან ყოველდღიურად აგროვებს რძეს. რძის მოსავლიანობა სეზონურია, ვინაიდან გაზაფხულზე ბალახის დიდი მოსავალია შესაბამისად ცხოველს შეუძლია თავისი ნამატის გამოსაკვებად ჭამოს დიდი ოდენობით თუკი იგი კარგად იკვებება ლაქტაციის პერიოდი სამას დღემდე გრძელდება, თანაც რძის რაოდენობა საკმაოდ დიდია. საშუალოდ ძროხების ოდენობა თითო ფერმაზე შეადგენს60 ძროხას.[14] ირლანდიური რძის პროდუქტები საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ მზადდება საუკეთესო კარაქი, ყველი, უცხიმო თუ ცხიმიანი რძის ფხვნილი. დღესდღეობით 6 მილიარდ ლიტრს აღწევს რძის რაოდენობა და ირლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია ამ სფეროში.[15]

სახორცე მეურნეობა

რედაქტირება

სახორცე მეურნეობა ირლანდიის სოფლი მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ სიძლიერეს წარმოადგენს. იგი საუკეთესო ხარისხის ხორცს აწარმოებს, წარმოებული ხორცის რაოდენობა 547 000 ტონას უტოლდება. მხოლოდ 10 %-ის რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე, დანარჩენი ხორცის ექსპორტი ხორციელდება. ირლანდია სიდიდით მეხუთე ქვეყანაა წარმოებული ხორცის რაოდენობით.  იგი არა მარტო ხორცს, არამედ ცხოველების ექსპორტს ეწევა, ყოველწლიურად ქვეყნიდან უამრავი ხბო თუ ცხვარი გაჰყავთ. მათზე მოთხოვნა განპირობებულია ხორცის მაღალი ხარისხითა და ჯიშიანობით. [16]

მეღორეობა

რედაქტირება

ამ სფეროში ირლანდიას უდავო უპირატესობა აქვს ევროპის ქვეყნებს შორის.  დღეს ირლანდიაში დაახლოებით 1200 ღორის ფერმაა. ამ სფეროდან მიღებული შემოსავალი საკმაოდ დიდია. თითი ფერმა 500-ზე მეტ ღორს ითვლის. ღორისთვის საჭირო საკვები ძირითადად უცხოეთიდან შემოდის, ვინაიდან მხოლოდ ბალახი არ არის მათთვის საკმარისი საკვები. [17]

მეფრინველეობა

რედაქტირება

მეფრინველეობა აგრეთვე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ირლანდიისთვის. ეს სფერო განსაკუთრებით განვითარებულია ჩრდილო-აღმოსავლეთით. ვხვდებით ბევრი ჯიშის ფრინველს- ქათამი, იხვი, ბატი, ინდაური. ხორცის გარდა ისინი იძლევიან დიდი ოდენობით კვერცხს. ირლანდიის ტერიტორიაზე ფრივნელების უამრავი ფერმაა, სადაც ვხდებით სხვადასხვა ჯიშებს, როგორც სახორცე მიზნებისთვის, ისე კვერცხისთვის.[17]

მებოსტნეობა

რედაქტირება

მებოსტნეობა ერთ-ერთი ძლიერი სფეროა ირლანდიის სოფლის მეურნეობაში. მდიდარი ირლანდიის მიწა იძლევა საშუალებას უამრავი კულტურის მოყვანის. ესენია: კარტოფილი, სოკო, წიწაკა, კომბოსტო, პამიდორი,მწვანილი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული. ხილიდან აღსანიშნავია მარწყვიი, ჟოლო, მოცხარი.  სოკოს მოსავლისთვის არის ბუნებრივი პირობები, ამიტომ ირლანდია დიდი ოდენობით სოკოს მოსავალს იღებს. ბუნებრივად ამოსული სოკოს გარდა ფერმერები თესავენ სოკოს სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში, რომელსაც ზომიერად აწვდიან წყალს. ამის შემდეგ სოკო ყოველ მეორე დღეს იძლევა მოსავალს. ირლანდიის ტერიტორიაზე განსაკუთრებით ხარობს კენკროვანი კულტურები. იგი ქმ პროდუქციის ექსპორტსასც ეწევა. თუმცა ირლანდია ცდილობს განავითაროს და მოამრავლოს სხვა კულტურებიც. დღესდღეობით ვრცელი ტერიტორიებია ვაშლის პლანტაციებისთვის გამოყოფილი.[18]

მეფუტკრეობა

რედაქტირება

მეფუტკრეობა ირლანდიაში უძველესი დროიდანაა განვითარებული. აქ დღემდე შევხვდებით ძველ ნივთებს, რომლებიც კვლავ აქტუალურად გამოიყენება თაფლის მისაღებად და შესანახად. ოჯახებში მოწყობილია საფუტკრეები, რომლებიც არცთუ ისე დიდი ზომისაა. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად იყენებს თავიანთ დამზადებულ ინვენტარს. თაფლის მიღების პროცესსაც თავად ახორციელებნ. თაფლს აქვს განსაკუთრებული არომატი. ფუტკრების დამატებით საკვების მიცემისგან ირლანდიელები ხშირად თავს იკავებენ, რაც, ბუნებრივია აისახება ტაფლის ხარისხზე.[19]

ყვავილები

რედაქტირება

ერთ-ერთი საინტერესო სფეროა ყვავილები. 200 ჰექტრამდე ტერიტორიაზე მოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, რომლებსაც შემდგომ იყენებენ გამწვანებისთვის, დეკორაციისთვის და ა. შ. ირლანდიელი ფერმერებისთვის ეს საქმიანობა საკმაოდ მომგებიან ბიზნესად იქცა.[20]

მეცხენეობა

რედაქტირება

უძველესი დროიდან ცხენები ირლანდიისთვის წარმოადგენდა აუცილებელ ნაწილს სოფლის მეურნეობისთვის. მეოცე საუკუნის 40-იან წლებში ირლანდიაში 350 000 ცხენი მუშაობდა ფერმებში. მექანიზაციის განვიტარებასთან ერთად ცხენები სამუშაო ძალას ახლა ნაკლებად წარმოადგენენ.  თუმცა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ დარგად სოფლის მეურნეობაში. დღეს ცხენებს უკვე სხვა დანიშნულება აქვთ, რაც ხელს უწყობს მათ მომრავლებას. ისინი გამოიყენება დოღში, სპორტულ შეჯიბრებებში და ბუნებრივია, დიდია დაინტერესება მათი გამრავლების. თანაც სპეციალური შერჩევით ხდება ჯიშიანი ცხენების შეჯვარება. ეს უკანასკნელი დრეს ბიზნეისს წყაროდაა ქცეული და საკმაოდ დიდი თანხებს ეხება კარგი ჯიშების შეძენა, გამრავლება. იგი ასევე მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა ცხენების. ირლანდიაში დღითიდღე ვითარდება საცხენოსნო სპორტი, რომელსაც დიდი შემოსავალი მოაქვს.[21]

ორგანული პროდუქცია

რედაქტირება

დღეს ყველაზე მეტად ვითარდება ორგანული პროდუქციის სფერო. იგი მიზნდა ისახავს ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას, ისე რომ არ დაბინძურდეს გარემო და პროდუქცია იყოს უვნებელი. ეს სექტორი საკმაოდ წრაფად ვითრდება და ილანდიელი ფერმერები იღებენ სხვადასხვ ასახი გრანტებს. პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს პესტიციდებს საკმაოდ მოთხოვნადია როგორც საერთაშორისო ბაზარზე, ისე ადგილობრივ ბაზარზე. ასე, რომ ფერმერები მოტივირებულნი არიან განავითარონ ეს სექტორი.

ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი მეურნეობისთვის, სადაც სრული ჰარმონია იგრძნობა არის ადგილი სახელად Burren. ამ ადგილში ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალურია. ფერმერები ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც არანაირ დამატებით საშუალებას არ იყენებენ პროდუქციის მოსავლიანობისთვის. მათი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხითა და სიჯანსაღით. გარემოც შესაბამისად ნაკლებად დაბინძურებულია, განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა აქაურ რძეზე.[22]

როგორც ვხედავთ ირლანდია აქვს შესანიშნავი რესურსები სოფლის მეურნეობისთვის. ირლანდიელი ხალხისთვის ფერმერული საქმიანობა ყოველდღიური, ნაცნობი გარემოა. სოფლის თემთა უმრავლესობა ამ საქმიანობას ეწევა. ფერმების უმეტესობა საოჯახო ტიპისაა.

მისი ბუნების შერწყმა ტრადიციასთან, ხალხის მონდომებასთან საუკეთესო ნიადაგს ქმნის სოფლი მეურნეობი განვითარებისთვის. სწორედ ამ ყოველივეს წყალობით ირლანდიის ეკონომკა სწრაფად ვითარდება, რაშიც მთავარი წვლილი სოფლი მეურნეობას მიუძღვის.[23]

სახლების მოწყობა

რედაქტირება

ძველ დროში ირლანდიელთათვის სიმდიდრე არ განისაზღვრებოდა მიწის ზომით. ის ფასდებოდა მიწის პროდუქტიულობით. თავად მიწის შეფასება  ხდებოდა იმით, თუ რა რაოდენობის საქონლის გამოკვება შეეძლო.[24]

ენგლო ნორმანების მოსვლის შემდეგ მეთორმეტე საუკუნეში ქვა გახდა მნიშვნელოვანი მასალა დიდი ზომის სახლების მშენებლობისთვის. განსხვავებულ დასახლებებს გააჩნდათ განსხვავებული ტიპის სახლები, თუმცა ამ დროს ფერმერთა სახლები ძირითადად არა ჩალისგან, არამედ ქვისგან შენდებოდა. მაშინ როცა წარმატებული ფერმერები ქვის სახლებს გარშემორტყმული გალავნებით აშენებდნენ, გლეხების უმრავლესობათა საცხოვრებელი ხისგან იქმნებოდა. სამშენებლო მასალები მოიპოვებოდა Burren-ის ტერიტორიაზე და დინგლის ნახევარკუნძულზე. ნორმანების დროს ქვედა კლასის მემამულეების მიწებს ეწოდებოდა baile. დღეს ძველი ირლანდიური გადარჩენილი შენობების დიდ ნაწილს სწორედ ეს ნაგებობები წარმოადგენს.[24]

ასევე მნიშვნელოვანია დროებითი და პერიფერიული ტიპის სახლები ირლანდიაში, სახელწოდებით "booley", რომლებიც შენდებოდა ანტიკური ხანიდან მიდამოებზე, გაშლილ ველებზე . მათ იყენებდნენ ზაფხულში საძოვრებზე გადასვლისას. ისინიც ქვებისგან შენდებოდა, ჩალით იყო გადახურული და მშენებლობა მხოლოდ 1-2 დღეს გრძელდებოდა.

მეცხრამეტე საუკუნის ირლანდიური სახლების უმეტესობა ოთხკუთხედი ფორმისაა. თითოეული მათგანი 10-20 მეტრია სიგანეში, სიგრძეში კი სხვადასხვა ზომის ოთახების როდენობის მიხედვით. თითოეული ოთახი სიგრძის მიხედვით განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ და სიგანით თითქმის სახლის სიგანეს უტოლდება. სტანდარტული სახლი შედგება 3 ოთახისგან, სამზარეულოსგან, საძინებლისგან და მისაღები ოთახისგან, რომელშიც ხშირად გვხვდება ბუხარი.[24]

ირლანდიური ტანისამოსი

რედაქტირება

ირლანდიურმა კულტურამ თავისი არსებობის მანძილზე დიდი ზეგავლენა იქონია სხვადასხვა ევროპული ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის კულტურაზე.

დღეს ჩვენთვის ცნობილი ტრადიციული ირლანდიური ტანისამოსი თარიღდება 13-18 საუკუნის მასალით. ტრადიციული ტანისამოსებია  Léine, Brat, Ionar, Trews. ტანსაცმელების შესაქმნელად ძირითადად გამოიყენებოდა მატყლი და სხვადასხვა ცხოველის ტყავი. ტანისამოსი ირლანდიაში დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ის დაიწყო მეტად მარტივი სტრუქტურით, თანდათან განვითარდა და გამდიდრდა ახალი ელემენტებით.  [25]

Leine-ს ატარებდნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ის იკერებოდა მატყლისგან და იყო 2 სახის. პირველი ფარავდა წელს, მეორე კი მუხლის ქვემოთა ნაწილს. ეს ტანისამოსი იყო ვიწრო წელის არეში და ფართოვდებოდ მაჯის ბოლოებთან. ქალები უფრო გრძელ Leine-ს ატარებდნენ. ყველა მამაკაცის წელთან ის იყო შეკრული, ხოლო უფრო განიერი ქალისთვის გულმკერდისა და წელის არეში. ქალები ამ ტანისამოსს იყენებდნენ შიგნიდან ჩასაცმელად დაფარული ღია სახელოიანი კაბებით, კაცები კი ხშირად leine-თან ერთად ატარებდნენ მატყლის ქურთუკებს ან ბეწვიან მოსასხამებს სახელწოდებით mantle. ეს უკანასკნელიც ირლანდიური ტანისამოსია. მოსასხამს წინ მტკიცედ ჰქონდა მიმაგრებული გულსაბნევი.[26]

შემდეგი ტანისამოსი იყო brat. ის ვინც მას ატარებდა ითვლებოდა შეძლებულად. ადრეული ირლანდიური კანონის თანახმად ამ ტანისამოსის ჩაცმის უფლება მონებსაც ჰქონდათ, ოღონდ მხოლოდ ერთი ფერის. მეფეს შეეძლო ჩაეცვა უამრავი ფერისგან შექმნილი brat, ხოლო სხვათათვის ფერების რაოდენობა განისაზღვრა 4-ით. brat იყო მოსასხამი, რომელიც ყელთან ღილის საშუალებით იკვრებოდა. ის ძირითადად ბამბისგან იქმნებოდა, თუმცა ნაპოვნია ტყავის არაერთი მოსასხამიც.[27]

Ionar იყო ირლანდიური ჟაკეტი, რომელიც ფარავდა წელს და ჰქონდა ფართო სახელოები. ზოგიერთი Ionar-ის სახელოები იკვრებოდა ღილებით, დანარჩენებს კი შესაკვრელად სახელოების ბოლოში თასმები ჰქონდათ. ის მზადდებოდა ტყავისთან, თუმცა ხშირად ქარგავდნენ კიდეც. Brat-ისგან განსხვავებით მას იცვამდნენ მხოლოდ მამაკაცები.[28]

შემდეგი ტიპის ტანისამოსი იყო trews. ეს იყო სხვადასხვა ფერების უჯრებით მოხატული შარვლები. შარვალი იყო ვიწრო ფეხის ტერფთან და ზემოთ მოყოლებული ფართოვდებოდა. ზოგჯერ შარვლის ზედა, განიერი და ქვედა ნაწილის შესაქმნელად სხვადასხვა მატერია გამოიყენებოდა. თბილი თვეების მანძილზე ის ეცვათ მოკლე Leine-ბთან ერთად, ხოლო ზამთარში მუხლებამდე Leine-ბთან ერთად იცვამდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიმუში გამოიყურება უცნაურად, ის უმნიშნელოვანეს ადგილს იკავებს ირლანდიურ ტანისამოსში.[26]

დღეს უკვე ყველასათვის კარგად ცნობილია რომ Kilt არის შოტლანდეილთა ნაციონალური ტანისამოსი, თუმცა მას ხშირად იყენებდა ირლანდიელი ხალხი. ისინი kilt-ს მიიჩნევდნენ კელტური იდენტურობის დამადასტურებლად და ზოგიერთი მეცნიერი kilt-ის წარმოქმნას სწორედ ირლანდიელებს უკავშირებდა. Lein croich იყო გრძელი ტრადიციული კაბა დამზადებული მყარი ფერადი ქსოვილებისგან და მცირედით განსხვავდებოდა შოტლანდიური kilt-iსგან. ზოგადად, ირლანდიური kilt უპირატესად წარმოდგენილია მწვანე ფერების მოხაზულობებით ზოგჯერ შავ ფონზე. ირლანდიური ლეგიონები, რომლებიც მსახურობდნენ ინგლისის არმიაში ასევე მიიღებოდნენ ამ ფორმის ტანსაცმლით.[29]

ადრეულ ეპოქაში ქალის ტანსაცმელი ასევე იყო მეტად მარტივი და ჩვეულებისამებრ მზადდებოდა მატყლის ქსოვილისაგან. ეს კაბები იქმნებოდა თითქმის ისევე, როგორც მამაკაცების ტანისამოსი, მცირედი განსხვავებებით. ქალები ატარებდნენ leine-ებს ძალიან ფართო სახელოებით. ისინი იყო შედარებით უფრო გრძელი ვიდრე მამაკაცების. XV საუკუნიდან ქალები ატარებდნენ გრძელ მატყლის ქსოვილებისგან დამზადებულ კაბებს, ხშირად დამშვენებულს ბაფთებითა და სხვა აქსესუარებით.[28][30]

ირლანდიელთათვის იდეალურად მოფიქრებული ტრადიციული ქალის ტანისამოსი წარმოდგენილია მეცხრამეტე საუკუნეში. ის დღეს იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ტრადიციული ტანისამოსის ისტორიაში. დღეს ირლანდიელი ქალი მოცეკვავეები ატარებენ ფერად კოსტუმებს შემკულს რთულად ნაქარგი ელემენტებისგან. ამასთან, თითოეულ საცეკვაო სკოლას აქვს ტანისამოსის სხვებისგან განსხვავებული სტილი.[31]

არსებობს  ტრადიციული ირლანდიური ტანისამოსის ფართო სპექტრი, ჩვეუელბრივ საცეკვაო ფესტივალებსა და ფოლკლორის ნაციონალურ ივენთებზე წარმოდგენილი. ხშირად საცეკვაო ანაფორების სახით ქალები წარმოდგინდებიან ბალერინის ფორმებით, კაცები კი kilt-ის ტანისამოსით.[31]

ტრადიციული ირლანდიური ტანისამოსებიდან ასევე პოპულარულია სათევზაო სვიტრები. ამინდმა ირლანდიაში მნიშვნელოვნად განაპირობა ტანისამოსის ჩამოყალიბება. ირლანდიის ოკეაინის კლიმატი ზოგადად უნალექოა, თუმცა პერიოდულად მოულოდნელი ნალექების მაღალი რაოდენობით და ძლიერი ქარებით ხასიათდება. ასეთ დროს მოსახერხებელია aran sweater-ის ტარება, რომელსაც თავდაპირველად მეთევზეები ატარებდნენ. ცნობილი სვიტრები მზადდებოდა ქსოვილებისგან, რომელიც წყალს ნაკლებად ატარებდა, იყო ფაფუკი, სასიამოვნო და ძირითადად კრემისფერი. დღეს მათ ამზადებენ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე და განკუთვნილია ტურისტებისთვის.[31]

საქორწინო ტრადიცია

რედაქტირება

ირლანდიაში ქორწინების ტრადიცია საუკუნეების მანძილზე არსებობს. The Claddagh Ring, რომელიც პირველად მეჩვიდმეტე საუკუნეში შეიქმნა, უკავშირდება სათევზაო ქალაქ galway-ს. ბეჭედი დედიდან შვილს გადაეცემა საჩუქრის სახით და გამოიყენება ქორწილში. ბეჭედი არის სიმბოლო მეგობრობის, სიყვარულისა და ერთგულების. მარტოხელა ქალები მას მარჯვენა ხელზე ატარებენ, დაქორწინების შემდეგ კი სიმბოლურად მარცხენა ხელზე იკეთებენ საქორწინო ბეჭედს.[32]

ტრადიციულად ლურჯი ფერი ირლანდიაში ასოცირდება სიწმინდესა და სიყვარულთან, ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ქორწილში აცვიათ ლურჯი საქორწინო კაბა. ასევე ვხვდებით თეთრ კაბებზე ლურჯ აქსესუარებს. ქორწილში ტრადიციულად ქალს თავზე ადგას გვირგვინი, რომელიც დამზადებულია ველური ყვავილებისაგან. ამ დღეს ქალები იწნავდნენ თმას, მამაკაცები კი იზრდიან წვერს, რადგან ყოველივე ეს ასოცირდება სიძლიერესა და წარმატებასთან.[33]

წარსულში ეგონათ, რომ ზარების ხმა განდევნიდა ბოროტი სულებს და აღადგენდა ჰარმონიას, ამიტომ ცერემონიის დროს სტუმრებს ზოგჯერ ზარები ურიგდებოდათ. კიდევ ერთი ცნობილი ცრურწმენაა ქორწინების არჩევა კვირის დღეების მიხედვით. ქორწინებისთვის საუკეთესო დღედ მიჩნეულია კვირა.[33]

არსებობს ტრადიციული ცეკვა ceilidh, რომელიც მეტად რთული შესასრულებელია და მის დასაუფლებლადხშირად გადიადნ გაკვეთილებს ქორწილამდე. ამ ცეკვების დროს ოდითგანვე მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ არფისტები და kilt-ის ფორმაში გამოწყობილი მუსიკოსები.[33]

საქორწინო ტორტი დამზადებულია ხილისგან, თაფლისგან და ირლანდიური ვისკისგან. არის თეთრ და მწვანე ფერებში და მორთულია ყვავილებით, რადგან ეს ბედნიერების მომასწავლებელია.[32]

სოციალური მდგომარრეობა და ეკონომიკა დღესაც დიდ როლს თამაშობს როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის ქურწილის დროს, განსაკუთრებით კი ღარიბ რაიონებში, სადაც მიგრაციის მაღალი დონე შეიმჩნევა. 1998 წელს წელს საშუალოდ ქორწინების რიცხვი ყოველ 1000 კაცზე იყო 4.5. ირლანდიაში საშუალო ქორწინების თარიღი სხვა დასავლური ქვეყნების მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ეს ასაკი მცირდება, ირლანდიაში მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. [34]

ნადირობა ირლანდიაში

რედაქტირება

ნადირობას უძველესი დროიდან დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ირლანდიურ კულტურაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს ირლანდიაში მცხოვრები 4.7 მილიონი ადამიანიდან 300 000 ნადირობს. [35] 

ნადირობა არის უძველესი სპორტის სახეობა ირლანდიაში. თავიდან ის უბრალოდ საკვების მოპოვების საშუალება იყო, მაგრამ შემდგომ უკვე სპორტად ჩამოყალიბდა. ირლანდიაში აღმოჩენილია ისტორიული სახლები და ტაძრები, რომლის კედლებზეც ასახულია ნადირობის სცენები. ეს ნამუშევრები IX საუკუნით თარიღდება. მას შემდეგ რაც ნადირობა სპორტად ჩამოყალიბდა, ირლანდიელები ძირითადად მელიებზე ნადირობდნენ, თუმცა ამგვარი გართობა მხოლოდ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს და არისტოკრატებს შეეძლოთ. ნადირობისთვის იყენებდნენ მონადირის ჯიშის ძაღლებს, თუმცა მათი წვრთნა და დანიშნულება სხვადასხვანაირი იყო. ზოგიერთ ძაღლს წვრთნიდნენ, რათა მას უკეთესი ყნოსვა ჰქონოდა და უკეთ მიეგნო მელიებისთვის, ხოლო დანარჩენებს წვრთნიდნენ უშუალოდ დევნისთვის. ორივე ტიპის ძაღლებს ნადირობისას ერთდროულად იყენებდნენ და აღსანიშნავია ისიც, რომ თავიდან მონადირეები ფეხით გადაადგილდებოდნენ და ცხენებს არ იყენებდნენ. სამწუხაროდ ირლანდიური მეძებარი ძაღლის წარმოშობის ზუსტი ისტორიაზე ხელი არ მიგვიწვდება, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ მათი ჩამოყალიბება უკავშირდება ვალიურ და ინგლისურ მეძებარ ძაღლებს. [36]

თანამედროვე ნადირობა დასაბამს იღებს XII საუკუნის ბოლოდან, როდესაც მეფე ჰენრი მეორემ 1199 წელს პირველი სანადირო ლიცენზია გასცა, ლიცენზიის თანახმად ადამიანს ეძლეოდა უფლება ენადირა ტყის გარკვეულ მონაკვეთზე. ამ დროისთვის ბევრი ანგლო-ნორმანული წარმოშობის დიდგვაროვანი ფლობდა ტყეებს და შესაბამისად ნადირობა მხოლოდ წარჩინებულებისთვის და მდიდრებისთვის იყო შესაძლებელი.[36]

თავიდან მელია არ მიიჩნეოდა მონადირის ნადავლად, თუმცა მას შემდეგ რაც 1786 წელს ირლანდიაში ბოლო მგელი მოკლეს მელია უკვე ნადავლად ითვლებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გახდა ნადირობა ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი, ეს ყველაფერინადირობის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა გამოიწვია. უძველესი ნადირობის შემთხვევა, რომელიც ირლანდიაში დოკუმენტურადაა დამტკიცებული, XVIII საუკუნის შუახანებს მიეწერება.[36]

თევზაობა ირლანდიაში

რედაქტირება

ირლანდიაში თევზაობა სოციალურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გახდა მე-18 საუკუნეში.[37]

მოგეხსენებათ ირლანდიაში ძირითადად საკვებს მეთევზეობით, ნადირობითა და აგრარული საქმიანობით შოულობდნენ.[38]

ირლანდიაში ხდებოდა მრავალი სახის თევზის რეალიზაცია, ესენია: ქაშაყი, ორაგული, სარდინი, ხეკი და მრავალი სხვა. კონკრეტული სახეობისთვის არსებობდა კონკრეტული ადგილები, სადაც მათი დაჭერა უკეთ ხდებოდა ირლანდიის ტერიტორიაზე. ქალაქი კორკი, კინსეილი და ბანტრი ცნობილი გახდა სარდინის მოპოვებით. თავდაპირველად XVIII-XIX საუკუნეებში ირლანდიის ეკონომიკა ძირითადად რქოსან პირუტყვზე იყო დამოკიდებული. თუმცა XX საუკუნეში უკვე თევზაობის ინდუსტრია ძალიან განვითარდა.[37]

ირლანდიაში არის ათასობით ტბა, ჯამში 14 000 კმ სიგრძის თევზით მდიდარი მდინარეები და 3700 კმ სიგრძის სანაპირო ზოგი. ეს პირობები ირლანდიას ხდის თევზაობისთვის მეტისმეტად ხელსაყრელ ადგილად.[39]

სამრეწველო საქმიანობისთვის ირლანდიაში თევზს იჭერენ ბადით ან გემებით, თუმცა 2006 წლის შემდეგ, როდესაც ორაგულის დრიფტერულად დაჭერა აიკრძალა ირლანდიაში, ანკესით თევზაობის პოპულარობამ იმატა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანკესით თევზაობა ირლანდიაში სპორტად ჩამოყალიბდა, ამ ფაქტს არამარტო ბევრი ტბისა და მდინარის არსებობამ, არამედ ირლანდიურმა კლიმატმაც შეუწყო ხელი. ირლანდიური კლიმატი მეთევზეებს აძლევს საშუალებას ერთდროულად დაიჭირომ როგორც ცივ, ასევე თბილ წყალში მობინადრე თევზთა სახეობები.[40]

საკვები ირლანდიაში

რედაქტირება

ნაციონალური კერძები

რედაქტირება

როგორც სხვა ქვეყნების კულტურაში, ასევე ირლანდიურ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნაციონალურ კერძებს. ირლანდიური საჭმელი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით. კერძების ძირითად ნაწილს აზავებენ სხვადასხვა სანელებლებით და ხშირ შემთხვევაში სოუსთან ერთად მიირთმევენ. დროთა განმავლობაში ირლანდიელები ძირითადად მიირთმევდნენ კართოფილს, მარცვლეულსა და რძის პროდუქტებს. კარტოფილი დღესაც ბევრი ირლანდიური კერძის შემადგენელი ნაწილია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ირლანდიელები საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდნენ 50-ზე მეტი სახეობის ყველს, რომელიც დელიკატესად ითვლება.[41]

ირლანდიელების რაციონში ასევე შევხვდებით მრავალგვარ სუპს, ზღვის პროდუქტებს და რა თქმა უნდა ხორცს. იქიდან გამომდინარე, რომ ირლანდია ოკეანესთან ახლოსაა, მათ რაციონში მრავლადაა ორაგული, კალმახი, კიბორჩხალა და ხამანცკები. თუმცა მიუხედავად ამისა, ირლანდიაში ხორცს უფრო ხშირად მიირთმევენ, ვიდრე თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს. ყველაზე ხშირად ისინი იყენებენ ღორის, საქონლისა და ბატკნის ხორცს. ტიპური ირლანდიური სადილი ასე გამოიყურება: მოხარშული კარტოფილი, კომბოსტო და ხორცი. 2 საუკუნის განმავლობაში ირლანდიის ნაციონალურ კერძად მიღებული იყო „ირლანდიური მოშუშული ხორცი“..[41]

ირლანდიური კულტურის განუყოფელი ნაწილია პური. ირლანდიური „სოდის პური“ სხვა პურეულისგან გამორჩეულია. ის არის ყავისფერი და მის დასამზადებლად საჭიროა: ხორბლის ფქვილი, კეფირი, ქიშმიში, კვლიავის თესლი, სოდა და მარილი.[41]

ირლანდიელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დღესასწაულებს, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევენ საშობაო სადილს, შემდეგ სააღდგომო სადილს. თითოეულ დღესასწაულს თავისი დამახასიათებელი კერძებით ხვდებიან. საშობაოდ ირლანდიაში ამზადებენ ბატკნის თირკმლის სუპს, შემჭვარ ბატს წაბლითა და სოუსით, კარტოფილის და შვრიის ნაზუქს, საშობაო ნამცხვარს და ხორციან ღვეზელს..[41]

ასევე ირლანდიელები აღნიშნავენ „ყველა წმინდანის დღეს“, ამ დღისთვის დამახასიათებელი ტიპური სადილი ამგვარად გამოიყურება: ჭინჭრის სუპი, კამბალის ფილე, „სოდის პური“ და სტაფილოს პუდინგი.[41]

ირლანდიურ სოფლებში ტრადიციულად დიდ საუზმეს მიირთმევდნენ. ირლანდიური სოფლის საუზმეში შედიოდა: ბლინი, „სოდის პური“, შვრიის ფაფა, კვერცხი და სხვადასხვა ხორცპროდუქტები. საუზმეს ძირითადად თან ახლდა ჩაი, ყავა ან თბილი რძე.[41]

რაც შეეხება სადილს, ირლანდიელები მას „ლანჩის დროს“ მიირთმევენ. ტიპურ ირლანდიურ სადილში ადრე შედიოდა: ბეკონი, სოსისი, კარტოფილი, ხახვის სუპი და დუბლინური ხორცის დელიკატესი. თუმცა თანამედროვე ირლანდიელები ცდილობენ მსუბუქად იკვებონ დილით და შედარებით მეტი ჭამონ საღამოს.[41]

ირლანდიური ლუდი

რედაქტირება

ლუდი - ეს არის ის რის გარეშეც ირლანდიური კულტურა წარმოუდგენელია. ირლანდიაში ლუდის ხარშვის ტრადიცია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, ირლანდიის მფარველ წმინდანს - წმინდა პატრიკს ჰყავდა მღვდელი სახელად მესკანი, რომელიც მისთვის ლუდს ხარშავდა. საუკუნეების განმავლობაში ირლანდიის მონასტრებში ხარშავდნენ ლუდს. ირლანდიელი მღვდლები ლუდს დიდი მარხვის დროს სვამდნენ და მას სახელიც შეურჩიეს - „თხევადი პური“.[42]

ირლანდიურ ლურდს ყოველთვის ჰქონდა მოწითალო შეფერილობა. XVII საუკუნიდან ლუდს უკვე ქალები ხარშავდნენ პატარა კოტეჯებში. XVIII საუკუნიდან ლუდის წარმოება უკვე კომერციული გახდა. 1756 წელს არტურ გინესმა შეიძინა პატარა ლუდსახარში ლეიკსლიპში. 3 წლის შემდეგ მან იჯარით შეისყიდა მიტოვებული ლუდსახარში, რომელიც ახლოს იყო მდ. დოდერთან და მდ. პოდლთან. ეს ორი მდინარე განთქმული იყო სუფთა წყლით, რომელიც ლუდის დასამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო იყო.[42]

1799 წელს, არტურ გინესმა შეცვალა ლუდის შემადგენლობა და მოწითალო ფერის მაგივრად მისი ლუდი შავი ფერის გახდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან „გინესი“ და სხვა დიდი მასშტაბის ლუდსახარშის მფლობელები ცდილობდნენ მცირე საწარმოებისთვის არ მიეცათ განვითარების შანსი და სწორედ ამიტომ მათ შეიძინეს ეს საწარმოები, რამაც გამოიწვია ირლანდიური ლუდის ნაირსახეობების შემცირება. მაგრამ 1980 წელს კვლავ გამოჩნდა ახალი ლუდსახარშები  და ირლანდიურმა ლუდმა მრავალფეროვნება დაიბრუნა.[42]

ირლანდიური ვისკი

რედაქტირება

ვისკის, ისევე როგორც ლუდის დამზადების ტრადიცია ირლანდიაში მღვდლებს უკავშირდება. თუმცა ვისკის მასობრივი წარმოება ირლანდიაში მე-17 საუკუნეში დაიწყო. პირველი ლიცენზია ვისკის დასამზადებლად გაიცა 1608 წელს და უკვე XVIII საუკუნისთვის უკვე 2000-ზე მეტ ადგილას აწარმოებდნენ ვისკის, აქედან ნახევარზე მეტი უკანონოდ მზადდებოდა. XIX საუკუნისთვის ლეგალური ვისკის წარმოება შემცირდა — მხოლოდ 28 ქარხანა დარჩა ირლანდიის ტერიტორიაზე. ამ დროს ირლანდიური ვისკი საუკეთესოდ მიიჩნეოდა და დუბლინში არსებული ქარხნები  წელიწადში 9 მილიონ ლიტრ ვისკის აწარმოებდნენ. თუმცა მომდევნო წლებში ირლანდიური ვისკის წარმოება მკვეთრად შემცირდა, ეს გამოიწვია დაპატენტებული სახდელი მოწყობილობის გამოშვებამ, რომელიც შოტლანდიელებმა გამოიყენეს და ვისკის წარმოებაში დიდი კონკურენცია გაუწიეს ირლანდიელებს. ამას დაემატა „ვაჭრობის ომი“ დიდ ბრიტანეთთან და საბოლოოდ ირლანდიამ ძალიან ცუდი შედეგი მიიღო. 28 ლეგალური საწარმოდან დღეს მხოლოდ „ბუშმილსი“ არსებობს, ისიც რამდენიმეჯერ დაიხურა და ხელახლა გაიხსნა. რაც შეეხება სხვა მსხვილ მწარმოებლებს, ზოგი წარსულს ჩაბარდა, ზოგი გაერთიანდა სხვა კომპანიებთან, მაგალითად „ქული“ და „მიდლტონი“ „ბუშმილსს“ შეუერთდა და ისინი ერთად აწარმოებენ 100-მდე სახეობის ირლანდიურ ვისკის.[43]

ლიტერატურა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია საკმაოდ პატარა ქვეყანაა, მან დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ლიტერატურის ყველა სფეროს განვითარებაში. ნამუშევრები, რომლებიც ცნობილია ქვეყნის გარეთ არის ინგლისურ ენაზე, ამიტომაც ზოგიერთი ოსკარ უაილდს ან ბერნარდ შოუს ინგლისური ლიტერატურის ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ ირლანდიურ ენაზეც არის უამრავი ნამუშევარი, რომელიც ირლანდიური კულტურის დიდ ნაწილს შეადგენს - როგორც ძველი ასევე თანამედროვე ნამუშევრები. ირლანდიული კულტურა, როგორც კელტური კულტურის ერთ-ერთი ნაწილი, ლათინურთან და ბერძნულთან ერთად, უძველესია ევროპაში. თუმცა, ირლანდიაში წერა-კითხვის გავრცელება მხოლოდ მეხუთე საუკუნეში, ქრისტიანობის შესვლასთან ერთად დაიწყო. ირლანდიულ კულტურაში შედის ლათინური ანბანი, ქრისტიანი მისიონერების დამსახურებით და ირლანდიელები ევროპულ კულტურას უერთდებიან, მაგრამ XVII საუკუნემდე ირლანდიელი ავტორები მხოლოდ ირლანდიულ ენაზე წერდნენ და ეს ტექსტები ინგლისურ ენაზე ნაკლებადაა ხელწმისაწვდომია. ასეთი ნამუშევრების უმეტესობა ამერიკაში, კერძო კოლექციონერების ხელშია.[44]

 
ჯონათან სვიფტი (1667–1745) — ირლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ირლანდიური ლიტერატურა გამოირჩევა პოეზიით, რომელსაც აქვს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული ისტორია. მათი ენა წარმოადგენს უძველეს ხალხურ ლიტერატურას და პოეზიას, რომელიც VI საუკუნიდან დღემდე ტრადიციებს ინარჩუნებს. XIV საუკუნიდან ინგლიში შექმნილი პოეზიის დიდი ნაწილი იყო ირლანდიელი მწერლების მიერ დაწერილი. ირლანდიულ ლიტერატურაში  გაცილებით უფრო საინტერესო პერიოდად მიიჩნევა ირლანდიული კულტურის ინგლისურთან დაახლოების მოვლენა. XVII საუკუნეში ირლანდია ბრიტანეთის იმპერიის ნაწილად იქცა და მთლიანად  ინგლისის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ძნელია ასეთი დიდი კულტურული  წარსულის მქონე ერისთვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ, ამის სანაცვლოდ მათ განათლების მიღების საშუალება მიეცათ. ამ პერიოდში ჩნდებიან ირლანდიაში ავტორები, რომლებიც ინგლისურ ენაზე იწყებენ ნაწარმოებების შექმნას.

XVIII საუკუნეს მიიჩნევენ, როგორც ბარდული პოეზიის გვიან აყვავებას და ამის შემდეგ ჩნდებიან პირველი ცნობილი ირლანდიელი პოეტები: ჯონათან სვიფტი და ოლივერ გოლდსმიტი. ჯონათან სვიფტი ყველასთვის ცნობილია თავისი სატირული რომანით „გულივერის მოგზაურობა", რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ საბავშვო ლიტერატურაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ზოგიერთი ამ ნაწარმოებს პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ რომანად თვლის. გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში თავს ყოვლისშემძლედ გრძნობს, თუმცა, ყოვლისშემძლეობა უსუსურობით იცვლება მაშინვე, როგორც კი მოგზაური გოლიათების ქვეყანაში ხვდება. ყველაფერი პირობითია, მათ შორის ძალაუფლება და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ეს ნაწარომები წარმოადგენს იმ დროს ჩამოყალიბებულ ლიტერატურული სუბ-ჟანრს „სათავგადასავლო პროზა”. საბოლოოდ სწორედ სვიფტის დამსახურებაა, რომ მე-19 საუკენეში ირლანდიელი ავტორები იყვნენ ერთ-ერთი საუკეთესოები მსოფლიოში.[44]

 
ოსკარ უაილდი (1854–1900) — ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი.

XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გენიალური მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი იყო ოსკარ უაილდი, რომელმაც წარმატებას ლონდონში მიაღწია, ლონდონი მაშინდელი სამყაროს ცენტრი იყო. მისი მასწავლებელი იყო ჯონ რასკინი, რომლის ფილოსოფიის გამზიარებლად და გამტარებლად იქცა უაილდი. უაილდმა შექმნა თავისი დროის საკულტო ნაშრომი „დორიან გრეის პორტრეტი", რომელიც მისი მასწავლებლის ფილოსოფიისა და მაშინდელი სოციალური თემატიკის ერთგვარი კომბინირების მცდელობა იყო. ირლანდიური კულტურის გაფართოებაში უაილდს დიდი წვლილი მიუძღვის და ამის გარდა მისი ნოვაცია გამოხატებოდა იმაში, რომ მან ფრანგულადაც დაიწყო წერა. დავუბრუნდეთ სათავდგადასავლო რომანებს, რომელიც ამ პერიოდში ყველაზე პოპულარული სუბ-ჟანრი იყო. ამ ჟანრის ერთ-ერთი ცნობილი მწერალი იყო ირლანდიელ-ამერიკელი რომანისტი ტომას მაინ რიდი. სწავლის მიღების შემდეგ ის თავგადასავლების საძიებლად ამერიკაში წავიდა. იქ მან მიიღო მონაწილეობა ომში, სადაც დაჭრეს. ამის შემდეგ რიდი ბრუნდება ევროპაში და იწყებს ლიტერატურულ საქმიანობას. მაინ რიდმა დაწერა 22 საბავშვო მოთხრობა, ფსევდონიმით „კაპიტანი მაინ რიდი“ და 28 ნაწარმოები უფროსებისათვის.

XX საუკუნის დასაწყისში იეიტისის სტილი მოდერნიზმის გავლენის ქვეშ მოექცა და შეიცვალა. ამ სტილს ახასიათებდა სიმბოლიზმური და ალუზიური მეტყველება. ირლანდიელი პოეტების ცდილობდენ აღნიშნული სტილის გამარტივებას და ადრეულ კელტური სტილი მიმდევრების და მოდერნისტული მოღვაწეების „დაახლოვებას“. მოდერნისტული სტილის მოღვაწეებიდან გამოსარჩევია ჯეიმზ ჯოისი და სამუელ ბეკეტი, ორივე მათგანი წერდა ლექსებს, ისევე როგორც ფანტასტიკას და დრამას. ამ საუკუნის განმავლობაში იეტის სტილი დომინრებს. უილიამ ბატლერ იეიტსი იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა აღნიშნული სტილი, ის იმგვარად აწყობდა სიტყვებს, რომ პირველად მნიშვნელობათა მიღმა ისახებოდა უფრო ღრმა მნიშვნელობის აზრები. განსხვავებით სხვა პოეტებისგან, რომლებიც თავისუფალ რიტმს იყენებდნენ - იეიტსი ტრადიციული ფორმის ოსტატი იყო. ის იყო გამოჩენილი ირლანდიელი პოეტი და დრამატურგი, ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ირლანდიური და ბრიტანული ლიტერატურული დამაარსებელი და ბურჯი. იეიტსმა, ლედი გრეგორისა და ედვარდ მარტინთან ერთად დააარსა ირლანდიის ნაციონალური თეატრი, მასვე მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.[45][46]

ამ პერიოდში ირლანდიელებს ჰყავდათ კიდევ ერთი წარმოჩინებული მწერალი, მხატვარი და პოეტი — კრისტი ბრაუნი, რომელიც ცნობილი გახდა ავტობიოგრაფიული წიგნით „ჩემი მარცხენა ფეხი“. შემდგომში შექმნილი ამავე სახელწოდების ფილმი კინო აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა. რაც შეეხება მის ლიტერატურულ შემოქმედებას, მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი მარცხენა ფეხი“ საერთაშორისო ბესტსელერი გახდა, ის თარგმნილია 14 ენაზე. ეს არის რომანი სადაც უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია ირლანდიის საზოგადოებაზე, ვიდრე ბრაუნის ავადმყოფობაზე (ის მძიმე ცერებრალური დამბლით დაავადებული იყო).

1969 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს გენიალურ მწერალ სემუელ ბეკეტს, რომელმაც მოახერხა და შეკრა ანგლო-ირლანდიურ ლიტერატურა. თვლიან, რომ მან თავი მოუყარა ულისეს, დრაკულას, გულივერს და დორიან გრეის. ამ ადამიანს დღემდე თვლიან ამოუხსნელ ფენომენად,  ბევრი უკანასკნელ მოდერნისტად თვლის და ბევრი პირველ პოსტმოდერნისტად, მაგრამ ის თავის თავს არაფერს არ მიაკუთნიდა, რადგან მისი აზრით ეს ყველაფერი ისეთივე აბსურდული იყო , როგორიც მისი ნაწარმოებები ან სპექტაკლები. ბეკეტი გარდაიცვალა 1989 წელს, მაგრამ მის გარდაცვალების შემდეგაც კი არ დამთავრდება ირლანდიელების ლიტერატურა.[44]

 
The Abbey Theatre (Irish: Amharclann na Mainistreach), also known as the National Theatre of Ireland in Dublin, Republic of Ireland

მიუხედავად იმისა რომ ირლანდიური თეატრის დოკუმენტირებული ისტორია დაიწყო ისე ადრე, როგორიცაა 1601 წელი, ყველაზე ადრეული ირლანდიელი დრამატურგი იყო უილიამ კონგრევი- რესტავრაციის პერიოდის კომედიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერალი და ოლივერ გოლდსმიტი და რიჩარდ ბრინსლეი- ორი ყველაზე წარმატებული დრამატუგი ლონდონის სცენაზე XVIII საუკუნეში. XIX საუკუნეში  კომედიების ერთ-ერთი ძალიან პოპულარული მწერალი დიონ ბოუკიკაულტი იყო. მხოლოდ ამავე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში შეძლო ირლანდიურმა თეატრმა საბოლოოდ ჩამოყალიბება (ზრდასრულობის ასაკს მიაღწია), როცა გამოჩნდნენ ჯორჯ ბერნარდი და ოსკარ უაილდი. 1899 წელს დუბლინში იეიტსმა, ლედი გრეგორმა, ედვარდ მარტინმა და ჯორჯ მურმა დააარსეს ნაციონალური თეატრი, რის შედეგადაც მრავალი ისეთი პიესა დაიდგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, რომლებიც კანონიკური გახდა თავიანთი განმასხვავებელი ლინგვისტური ირლანდიურობის წყალობით. ამ თეატრის შექმნის იდეა ფრანგული ავანგარდული თეატრიდან წამოვიდა. ირლანდიის ნაციონალური თეატრი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ გადავიდა, რასაც უძრაობის რამდენიმე ათწლეული მოჰყვა 1960-იან წლებამდე. ახალ ათასწლეულში ირლანდიურმა თეატრმა მძიმე ტვირთი იკისრა- ირლანდიური წარსულის წარმოჩინება პოპულარული და აღიარებული დადგმების სერიის სახით, რომლებიც თეატრის შენობების მიღმა ისტორიულ ადგილებში ხორციელდება. ასეთი ტიპის წარმოდგენები ბიძგს აძლევდნენ მაყურებლებს, თავად შეხებოდნენ ისტორიასა და მეხსიერებას ისევე, როგორც დადგმების თემატიკასა და შემსრულებლებს. ყველა ასეთი დადგმა ხასიათდებოდა რეალობისა და ფიქციის ნაზავით, სადაც საზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის ძალზედ ბუნდოვანი იყო. ყოველი მათგანი აძლევდა მაყურებელს შეთავაზებათა სიას, რაც მათ გამოცდილებას წინასწარ განსაზღვრავდნენ. მათგან მოითხოვდნენ განემარტათ თუ რა გავლენას ახდენს კომუნის შეხედულებები და მისი საქმიანობა საშემსრულებლო და სოციალურ სფეროზე მათ მშობლიურ ქალაქ დუბლინთან კავშირში. ირლანდიური თეატრი მე-20 საუკუნეში იყო გამორჩეული დრამატურგებით, ამავე პერიოდიდან იწყება პრაქტიკა, რომელიც ისახავს პიესების დიდი ნაწილის ირლანდიულ ენაზე დაწერას.[47][48]

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლანდიელმა პოეტებმა, დრამატურგებმა და მწერლებმა დიდი წვლილი შეიტანეს არა მარტო ირლანდიელების ლიტერატურაში, არამედ ზოგადად, მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში და წარმოაჩინეს თავიანთი ქვეყანა-ირლანდია. აგრეთვე, ირლანდიური კულტურის დიდ ნაწილს შეადგენს ნაციონალური თეატრი, რომელმაც თავის დროზე დიდი გადატრიალება მოახდინა.

ირლანდიის ეკონომიკა

რედაქტირება

ირლანდიის ეკონომიკა არის თანამედროვე ცოდნის ეკონომიკა, რომელიც ფოკუსირებულია მომსახურებასა და მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, იგი დამოკიდებულია ვაჭრობაზე, მრეწველობასა და უცხოურ ინვესტიციებზე. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით ირლანდია ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს ევროკავშირში.[49]

1950-იან წლებში 400 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ცხადი გახდა, რომ ნაციონალური ეკონომიკა არამდგრადი იყო. მაშინ, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განიცდიდნენ, ირლანდიაში ეკონომიკური სტაგნაცია მიმდინარეობდა. პოლიტიკურ ცვლილებებს ერთად თავი მოუყარეს „ეკონომიკურ განვითარებაში“, ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც 1958 წელს გამოქვეყნდა და მხარს უჭერდა თავისუფალ ვაჭრობას, უცხოურ ინვესტიციებსა და ეკონომიკის ზრდას, ვიდრე საფინანსო თავშეკავებას, როგორც ეკონომიკური მენეჯმენტის მთავარ მიზანს.[17][50]

1970-იან წლებში, მოსახლეობის რაოდენობა 15 %-ით გაიზარდა, ხოლო ეროვნული შემოსავალი 4 %-ით. დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 1 %-ით წელიწადში, მაგრამ მის დიდ ნაწილს სახელმწიფო სექტორი შეადგენდა. 1980 წლისთვის საჯარო სექტორი მთლიანი სამუშაო ძალის მესამედს წარმოადგენდა. ამავე წელს, ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი გაიზარდა, რამაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა. 80-იან წლებში ძირითადი ეკონომიკური პრობლემები აშკარა გახდა. საშუალო შემოსავლის მქონე მუშების ზღვრული შემოსავლის 60 % დაიბეგრა, უმუშევრობა 20%-მდე გაიზარდა, ხოლო ყოველწლიურმა ემიგრაციამ საზღვარგარეთ, დაახლოებით, მთელი მოსახლეობის 1 %-ს მიაღწია, საჯარო დეფიციტმა კი - მშპ-ს 15 %-ს.[17]

1971-დან 1980 წლამდე საშუალო წლიური ინფლაცია 13,6 % იყო, რაზეც ძირითადად საგარეო ფაქტორები მოქმედებდა, როგორებიცაა თუნდაც ნავთობის კრიზისი. ქვეყანაში გაჩნდა ფულის დეფიციტი, რის გამოც მას სესხების აღება მოუწია, საბოლოოდ კი ათწლეულის ბოლოს ქვეყანა კრიზისის წინაშე დადგა.[50]

1981-დან 1990 წლამ1973 წელს, ირლანდია გაწევრიანდა ევროკავშირში. ირლანდიის ეკონომიკური წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა. გარდა ამისა, ის ღებულობდა ტრანსფერებს ევროკავშირისგან.[50]

დე ქვეყანა დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა დატოვა. კრიზისიდან გამოსასვლელად დაიწყო რეფორმების გატარება. საშუალო წლიურმა ინფლაციამ 1981-1986 წლებში 11 %-ს მიაღწია. უცხოელმა ინვესტორებმა ისევ დაიწყეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თუმცა ეს საკმარისი არ  აღმოჩნდა განვლილი წარუმატებლობის გასანეიტრალებლად. იზრდებოდა ქვეყნის ხარჯები, გადასახადები. მაგრამ აღსანიშნავია, რომ 1985 წლიდან დაიწყო კერძო სექტორში სამუშაო ადგილების გაზრდა. ეკონომიკამ სოფლის მეურნეობიდან ცოდნის ეკონომიკაზე გადაინაცვლა, და აქცენტი გააკეთა მომსახურეობასა და მაღალტექნოლოგიურ მრეწველობაზე. მრეწველობამ, რომელიც ითვლის მშპ-ს 46 % და ექსპორტის 80 %-ს, ჩაანაცვლა სოფლის მეურნეობა და ქვეყნის წამყვანი სექტორი გახდა. ექსპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ირლანდიის ეკონომიკურ ზრდაში. მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა ლითონების ძიების საქმეში, მათ შორის გიგანტური მადნის საბადო ტარა მაინში. დღეს ირლანდია თუთიის მეშვიდე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ტყვიის კონცენტრანტებში კი - მე-12. ამ მაღაროების (Lisheeen and Galmoy) კომბინირებული ნაწარმი ირლანდიას ევროპაში პირველ თუთიის და მეორე ტყვიის მწარმოებლად აქცევს[50]

1980-1986 წლებში მთავრობის ხარჯები 54 %-დან 62 %-მე გაიზარდა, ქვეყანას უფრო და უფრო მეტი ვალი ედებოდა, რომელიც 87 %-დან 120%-მდე გაიზარდა. გადასახადებიდან შემოსული თანხის 90% ამ ვალების დაფარვას ხმარდებოდა.[50]

1987 ქვეყნის სათავესი მოვიდა პარტია "Fianna Fail". ხელისუფლებამ შეამცირა საჯარო ხარჯები, შეამცირა გადასახადები და ხელი შეუწყო ბაზრის განვითარებას.[50]

განსაკუთრებული წვლილი ირლანდიის წარმატებაში შეიტანა „საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ“ (IDA). ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც კარგი მომავალი ჰქონდათ, აწარმოებდნენ ხარისხიან პროდუქტს და ჰქონდათ მრავალი შესაძლებლობა, ასეთი იყო: კომპიუტერული ფირმები, ფარმაცევტული და სამედიცინო კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო მომსახურების სფეროში იყვნენ ჩართულნი. ყველა ეს კომპანია დარწმუნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ირლანდია, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა პროდუქტის ექსპორტი და ევროპის მომარაგება.[50][50][51][52]

ირლანდიის ექსპორტის 93 % მოდის უცხოური ფირმების პროდუქციაზე. ყველაზე მეტი ინვესტიცია კი სწორედ აშშ-ს შემოაქვს ირლანდიაში. ქვეყანაში არის ისეთი კომპანიების ფილიალები, როგორებიცაა - Dell, Intel, IBM და სხვ. ეს ხაზგასასმელი ფაქტია, რადგან თითოეული მათგანი 4000-5000 ადამიანს ასაქმებს. ასევე, ფილიალები გახსნეს ისეთმა პოპულარულმა ინტერნეტ კომპანიებმა, როგორებიცაა Yahoo და Amazon. Google-მა კი ევროპის მთავარი ოფისი აქ განათავსა და 1000-მდე ადამიანი დაასაქმა. ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იყო ინგლისურ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა. გაიზარდა, ქალთა აქტივიზაციის დონეც სამუშაო ძალაში.[50][52]

1986 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 8000 $, რომელმაც 2008 წელს 63 000 $ მიაღწია. გარდა ამისა, 1986 წელს უმუშევრობის დონე 17 % შეადგენდა, ეს უკანასკნელი კი 2007 წელს 4,5 %-მდე შემცირდა.  სწორედ ბევრი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა ქვეყანას. 1990 წლიდან 2005 წლამდე დაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 1,1 მილიონიდან 1,9 მილიონამდე. ხაზგასასმელია ისიც, რომ მხოლოდ 1 წლის განმავლობაში, 2004-2005 წელს, დასაქმების მაჩვენებელმა 5 %-ით გაიზარდა.[50]

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 6,5 %-ით იზრდებოდა.

ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით ირლანდია მსოფლიოში მე-7 ადგილზეა, ევროპაში კი - მესამეზე. ამ ინდექსის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის საგადასახადო განაკვეთები, რომლითაც მსოფლიოში ირლანდია მეექვსე ადგილზეა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნით პირველ ათეულში სხვა ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ მოხვდა.

ირლანდიის ეკონომიკური აღმავლობა აისახა საზოგადოების ცხოვრებაზეც. ირლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ემიგრანტების ძალიან დიდი რაოდენობა. თუმცა დღეს გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსით ირლანდიას მეხუთე ადგილი უჭირავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა 3,5 მილიონიდან (1990 წელი) 4,4 მილიონამდე გაიზარდა (2009). გარდა ამისა, ირლანდია მასობრივი ემიგრაციის სახელმწიფოდან ემიგრანტების რეციპიენტ ქვეყნად იქცა.[17][50]

2004 წელს ირლანდიამ დაუშვა სამუშაო ძალის შეუზღუდავი მიგრაცია ევროკავშირის ახალი 10 ქვეყნიდან. დღეს დასაქმებულთა 70 % არ არის ირლანდიელი. მართლაც წარმატების მიღწევაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს ქვეყნის შიდა სამუშაო ძალას. ირლანდიამ ქვეყანაში მიიზიდა ამბიციური და ნიჭიერი ადამიანები. ასევე, ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაციამ ის აქცია ხელსაყრელ ადგილად ინვესტიციებისთვის. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ირლანდია ერთობ ეფექტურად აკავშირებდა უცხოურ კაპიტალსა და ნიჭიერ მოსახლეობას. აღსანიშნავია, ისიც რომ ირლანდიის მოსახლეობაში მაღალია განათლების დონე.[50]

ტერმინით „კელტური ვეფხვი“ მოიხსენიება ირლანდიის რესპუბლიკის ეკონომიკა 1995-2000 წლებში. ამ პერიოდში სწრაფი რეალური ეკონომიკური ზრდა გამოიწვია უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, შემდგომში კერძო საკუთრების ფასების ცრუ ზრდამ ხელი შეუწყო იმას, რომ ეკონომიკა გამხდარიყო არაკონკურენტუნარიანი. ირლანდიური ეკონომიკა გაიზარდა საშუალოდ 9.4 % ით 1995-2000 წლებში და აგრძელებდა ზრდას საშუალოდ 5.9 %-ით შემდეგი დეკადის განმავლობაში მანამ, სანამ 2008 წელს არ დაიწყო ვარდნა.ზედმეტსახელი “კელტური ვეფხვი“ გამოიყენებოდა უშუალოდ ქვეყანასთან და ბუმის წლებთან მიმართებით. ტერმინი ასახავს ირლანდიის მსგავსებას აღმოსავლურ აზიურ ვეფხვებთან, როგორებიცაა გვიან 80-იანებსა და ადრეულ 90-იანებში: ჰონგ-კონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაივანი. ამ ტერმინის ირლანდიური ვერსია „Tíogar Ceilteach“ ჩნდება ოფიციალური ტერმინოლოგიის ბაზაში და რეგულარულად გამოიყენება სამთავრობო და ადმინისტრაციულ კონტექსტში 2005 წლიდან.[51][52]

ეკონომიკამ განიცადა დრამატული ცვლილება 2008 წლიდან. მშპ შემცირდა 14 %-ით და უმუშევრობის დონე გაიზარდა 14 %-მდე 2011 წლისთვის.[17]

კელტური ვეფხვის ზრდის დონე დაეცა 2002 წელს 7 წლიანი ზრდის შემდეგ. ირლანდიური ეკონომიკის დაღმასვლა დაემთხვა მსოფლიო დაღმასვლას. ეკონომიკა დააზიანა ინვესტიციების საგრძნობმა შემცირებამ მსოფლიო საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. ინდუსტრია ზედმეტად გაიზარდა 1990-იან წლებში და ბირჟაზე მისი აქციები საგრძნობლად შემცირდა. ირლანდია იყო მთავარი მოთამაშე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. 2002 წელს მან ექსპორტზე გაიტანა $10.4 მილიარდის ღირებულების კომპიუტერული სერვისი, როდესაც აშშ-ში ეს მაჩვენებელი $6.9 მილიარდს შეადგენდა. 2002 წელს ბაზარზე გატანილი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტისა და მომსახურების 50 % ირლანდიაზე მოდიოდა. 2007 წლის შუა პერიოდიდან, მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, კელტური ვეფხვი დაეცა. 2008 წლის დასაწყისში ბევრი კრიტიკოსი თვლიდა, რომ მოსალოდნელი იყო softlanding-ი (ზრდიდან მცირე ზრდაზე გადასვლა), მაგრამ 2009 წლის იანვარში ნათელი გახდა, რომ შეიძლებოდა ქვეყანაში დაწყებულიყო დეპრესია (დიდხნიანი ეკონომიკური დაღმასვლა). უმუშევრობის დონე 1980-იან წლებში 18 %-დან 4.5 %-მდე დაეცა, მაგრამ 2007 წლისთვის ისევ გაიზარდა და გახდა ერთ-ერთი უმაღლესი ევროპაში. ინფლაცია იცვლებოდა წელიწადში 5 %-ით „ვეფხვის პერიოდში“ და წევდა ირლანდიურ ფასებს ჩრდილო-ევროპულზე მაღლა. ეროვნული ვალი კი მცირდებოდა მუდმივად ბუმის დროს.[17][50][52]

  1. CultureGrams World Edition 2014. CultureGrams.
  2. ГЭЛЫ • Большая российская энциклопедия - электронная версия.
  3. Howell, Samantha. (2016) From Oppression to Nationalism: The Irish Penal Laws of 1695.
  4. Katherine Marie Green. (2015) The Colonization and Representation of Gaelic Culture: Elizabethans in Sixteenth Century Ireland. Arizona State University.
  5. O’Neill, Brian. Christianity Arrives In Ireland - History of Ireland.
  6. The origin of Halloween is found in Celtic Ireland.
  7. European Commission Representation in Ireland
  8. silage
  9. Agriculture in Ireland. PORK Network.
  10. http://www.farmersjournal.ie/tag/silage-season
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-17. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  12. http://www.askaboutireland.ie/enfo/sustainable-living/farming-in-ireland-overvi/pig-poultry-production/
  13. http://www.askaboutireland.ie/enfo/sustainable-living/farming-in-ireland-overvi/sheep-farming/
  14. http://www.ifa.ie/sectors/dairy/dairy-fact-sheet/
  15. http://www.askaboutireland.ie/enfo/sustainable-living/farming-in-ireland-overvi/dairy-farming/
  16. http://www.askaboutireland.ie/enfo/sustainable-living/farming-in-ireland-overvi/beef-farming/
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-08. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  18. http://www.askaboutireland.ie/enfo/sustainable-living/farming-in-ireland-overvi/horticulture-1/
  19. http://dublinbees.org/want-to-learn-about-beekeeping/
  20. https://www.daera-ni.gov.uk/articles/cut-flowers-and-foilage-news
  21. https://www.teagasc.ie/ruraldev/docs/programmes/equine/breeding.pdf[მკვდარი ბმული]
  22. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-03. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  23. http://www.askaboutireland.ie/enfo/sustainable-living/farming-in-ireland-overvi/organic-farming/
  24. 24.0 24.1 24.2 Birdwell-Pheasant, Donna. 1999. “Home ‘Place’: Center And Periphery In Irish House And Family Systems.” House Life: Space, Place And Family In Europe. Oxford: Berg. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=er06-039.
  25. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-28. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  26. 26.0 26.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2021-02-17.
  27. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-17. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  28. 28.0 28.1 http://people.howstuffworks.com/culture-traditions/national-traditions/irish-tradition.htm
  29. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-29. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  30. http://www.irelandseye.com/aarticles/culture/music/dance/costume.shtm
  31. 31.0 31.1 31.2 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-04. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  32. 32.0 32.1 http://www.ireland-information.com/articles/irishweddingtraditions.htm
  33. 33.0 33.1 33.2 Humphreys, Margaret. 2010. “Gender Relationships, Matching, And Marriage Customs In An Irish Rural Community.” Folk Life: Journal Of Ethnological Studies 48 (1). Cardiff, Wales: 13–34. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=er06-025.
  34. http://www.everyculture.com/Ge-It/Ireland.html
  35. http://www.face.eu/sites/default/files/ireland_en.pdf
  36. 36.0 36.1 36.2 http://www.hay-net.co.uk/member/jacquibroderick/blog/1465/a-brief-history-of-irish-hunting[მკვდარი ბმული]
  37. 37.0 37.1 http://www.angelfire.com/mn/marion/fishing.html
  38. http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=&docId=er06-028&page=er06-028-00134&offsetId=er0602800060
  39. https://en.wikipedia.org/wiki/Ireland
  40. http://www.fishinginireland.info/
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 41.4 41.5 41.6 http://www.foodbycountry.com/Germany-to-Japan/Ireland.html
  42. 42.0 42.1 42.2 http://guides.ie/blog/history-beer-ireland
  43. http://www.potstill.de/history.htm
  44. 44.0 44.1 44.2 მწვანე ლიტერატურა. (2011, November 13). Retrieved July 6, 2016, from http://24saati.ge/weekend/story/21408-mtsvane-literatura[მკვდარი ბმული]
  45. უილიამ ბატლერ იეიტსი - ირლანდიელი პოეტი. (2013, April 22). Retrieved July 6, 2016, from http://literatura.mcvane.ge/main/ucxouri/ucxouri-biografiebi/30023-bbbbbb-bbbbbb-bbbbbb-bbbbbbbbbb-bbbbb.html დაარქივებული 2020-09-22 საიტზე Wayback Machine.
  46. William Butler Yeats. (n.d.). Retrieved July 6, 2016, from http://www.poetryfoundation.org/poems-and-poets/poets/detail/william-butler-yeats
  47. Abbey Theatre. (n.d.). Retrieved July 6, 2016, from https://www.britannica.com/topic/Abbey-Theatre
  48. სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევები. (2014, February 3). Retrieved July 6, 2016, from https://iliauni.edu.ge/uploads/other/8/8753.pdf
  49. https://en.wikipedia.org/wiki/Economy_of_the_Republic_of_Ireland
  50. 50.00 50.01 50.02 50.03 50.04 50.05 50.06 50.07 50.08 50.09 50.10 50.11 50.12 http://www.heritage.org/research/reports/2006/06/how-ireland-became-the-celtic-tiger
  51. 51.0 51.1 http://www.celticcountries.com/economy/32-ireland-economic-miracle-celtic-tiger
  52. 52.0 52.1 52.2 52.3 https://en.wikipedia.org/wiki/Celtic_Tiger