იონჯა
იონჯა (ლათ. Medicago) — მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. უმთავრესად ერთ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს 70—90 სმ (ზოგჯერ 150 სმ) სიგრძის ღეროები, რომლებიც ბუჩქს ქმნიან. ფოთოლი სამყურაა, ყვავილედი-მტევანი 15—20 კაშკაშა ყვავილით. ნაყოფი სპირალისებურად დახვეული პარკია. ოვალურთირკმლოსებრი თესლი ყვითელი ან მოყვითალო-წაბლაა. ფესვთა სისტემა მთავარღერძოვანი, მძლავრი და დატოტვილია, ნიადაგში ღრმად (5—10 მ-მდე) ჩადის.
იონჯა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Medicago littoralis | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Medicago | ||||||||||||
|
ცნობილია იონჯის 100 სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. პირუტყვი იონჯის ყველანაირ საკვებს გემრიელად ჭამს, ადვილად ინელებს (მონელებადობა 70—80%-ს აღწევს). 100 კგ მწვანე მასა შეიცავს 21,7 საკვებ ერთეულს და 4,1 კგ მონელებად ცილას (პროტეინს); 100 კგ თივა — 45,3 საკვებ ერთეულს და 10,3 კგ მონელებად ცილას.
იონჯის სამშობლოა ირანი, შუა აზია და კავკასიის მთები და მთისწინები. საქართველოში იონჯა ყველგან გვხვდება. გავრცელებულია სლავური ადგილობრივი და უნგრული ადგილობრივი ჯიშები. ადგილობრივი ჯიშია ქართული იონჯა.
ლიტერატურარედაქტირება
- დალაქიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 198.