ოსპი (ლათ. Lens) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მისი სწორმდგომი ან ნახევრად გართხმული ღეროს სიგრძეა 20-55 სმ. ფოთოლი წყვილფრთაართულია, 1-3 ყვავილი ერთადაა მოთავსებული ყვავილის ყუნწზე, ფოთლის იღლიაში, იგი თეთრი, ვარდისფერი ან მოიისფრო ლურჯია. ნაყოფი 1-3 თესლიანი პარკია, თესლი ბრტყელი ან ამობურცულია სხვადასხვა ფერის, ერთფერი ან მოხატული.

ოსპი
Lens culinaris
Lens culinaris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Fabales
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  ოსპი
ლათინური სახელი
Lens

გვარში 5 სახეობაა, კულტივირებულია ერთი — ჩვეულებრივი ოსპი (Lens culinaris), რომელიც ორ ჯგუფად იყოფა: მსხვილმარცვლად და წვრილმარცვლად. ოსპი უძველესი კულტურაა, ფართოდაა გავრცელებული. საქართველოში მოჰყავთ გორის, ახალქალაქის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მთიან ზონაში.

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოსპი&oldid=4411558“-დან