გლერძი (ლათ. Astragalus) — ერთ- ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ბალახები ან ბუჩქბალახები, იშვიათად ბუჩქებია. აქვთ კენტფრთისებრი ფოთლები, თავთავისებრ ან თავაკისებრ მტევნებად შეკრებილი, ზოგჯერ კი ეული ყვავილები.

გლერძი
Astragalus frigidus
Astragalus frigidus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  გლერძი
ლათინური სახელი
Astragalus
Astragalus hamosus

გლერძის 2000-მდე სახეობა გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მშრალ რაიონებში. საქართველოში გვხვდება 66 სახეობა, მათგან 13 საქართველოს ენდემია; იზრდება მშრალ, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ზოგი მეტ-ნაკლებად ტენიან ადგილებში. ხშირად ქმნის გლერძიანებს, რასაც ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.

გლერძის უმრავლესობა გვალვაგამძლეა. ტრაგაკანტის ქვეგვარის ეკლიანი ბუჩქების ღერო შეიცავს გუმფისს, რომელსაც საფეიქრო, ქაღალდისა და სხვა წარმოებაში იყენებენ. ბევრი სახეობა საკვები ბალახია, ზოგი კულტურაშიც არის შეტანილი. ზოგიერთის ნაყენს ხმარობენ გულსისხლძარღვთა დაავადებისა და ნეფრიტის დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება