რუსეთის ისტორია
რუსეთის ისტორია იწყება აღმოსავლეთის სლავებიდან. პირველი აღმოსავლეთ სლავური გაერთიანება იყო, კიევის რუსეთი, სწორედ ამ პერიოდში 988 წელს ბიზანტიის იმპერიიდან კიევის რუსეთში გავრცელდა ქრისტიანობა.[1] რუსული კულტურის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ბიზანტიურმა და სლაურმა კულტურებმა.[2] კიევის რუსეთის დასუსტების შემდეგ, წარმოიქმნა სამთავროები, ამ პერიოდში აღმოსავლეთ აზიაში ძლიერდება მონღოლეთი, რომელიც ახორციელებს დაპყრობით ომებს. მონღოლების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა სრულიად რუსეთი.
XIII საუკუნის დასაწყისისთვის, მოსკოვი თანდათანობით ძლიერდება და მთავარი კულტურული ცენტრი ხდება.[2] ახლად შექმნილი მოსკოვის დიდი სამთავრო უკვე მოგვიანებით სამეფოდ, ხოლო პეტრე I დიდის დროს იმპერიად ცხადდება. რუსეთის იმპერიის ტერიტორიები სულ უფრო იზედებოდა. რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ერთ დროს უძლიერესი სახელმწიფო პოლონეთი, ხოლო აღმოსავლეთით იმპერიის საზღვრები აღწევდა წყნარ ოკეანემდე. ექსპანსია ასევე ხორციელდებოდა იმპერიის სამხრეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მრავალი ერი მოექცა, ამ ტერიტორიებზე ხშირდა იმართებოდა აჯანყებები დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. მათგან აღსანიშნავია 1832 წლის პოლონეთის აჯანყება. რუსეთი თავისი განვითარებით კვლავ ბატონყმურ ქვეყნად რჩებოდა, 1861 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის დადგენილებით გლეხები ბატონყმური უღლისგან გათავისუფლდნენ. 1905 წელს დაწყებული აჯანყების ჩახშობის მიზნით, იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ მოიწვია პირველი დუმა, თუმცა აჯანყება როგორც კი დასრულდა მეფემ ის დაითხოვა. 1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომში რუსეთი ჩაერთო, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო 1914 წელს განხორციელდა სტოლიპინის აგრარული რეფორმა.
1917 წელს რუსეთში რევოლუცია დაიწყო, რევოლუციაში მონაწილე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. ქვეყანაში ბოლშევიკებს დამკვიდრება გაუჭირდათ, რის გამოც რუსეთში დაიწყო სამოქალაქო ომი, ამ ომის დროს ბოლშევიკებმა სიცოცხლეს გამოასალმეს იმპერატორი ნიკოლოზი და მისი ოჯახის წევრები. 1922 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირი, რომელმაც 1991 წლამდე იარსება. რუსეთი შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. 1920 წლისათვის საბჭოთა კავშირის სათავეში ექცევა იოსებ სტალინი, სტალინის მმართველობის დროს საბჭოთა ეკონომიკა აღმავლობის გზაზე დადგა. სტალინის მმართველობის ოცდაათწლიან დროს უწოდებენ "სტალინის ერას". 1980-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის ეკონომიკა დაღმასვლის გზაზე დადგა. დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება სცადა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებით. 1991 წლის აგვისტოში მოეწყო ამბოხება. რომელიც ისტორიაში აგვისტოს პუტჩის სახელით არის ცნობილი. პუტჩმა კიდევ უფრო დააჩქარა სსრკ-ს დაშლის პროცესი. მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა. 1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ფედერაციულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. რუსეთის პირველი პრეზიდენტი გახდა ბორის ელცინი. რუსეთისთვის ეს პირველი წლები საკმაოდ მძიმე იყო, მისი ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. რუსეთის ფედერაცია შევიდა 1992 წელს ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ამ პერიოდში რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა, 1994 წელს დაიწყო ჩეჩნეთ-რუსეთის ომი, ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა. 1999 წელს კვლავ დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელშიც კვლავ რუსეთმა გაიმარჯვა. რუსეთის ეკონომიკა აღმასვლის გზაზე დადგა, რამაც ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ადრეული ისტორია
რედაქტირებაკიევის რუსეთი
რედაქტირებაIX საუკუნის დამლევს ნორვეგიაში მსხვილი სახელმწიფოები იწყებს ჩამოყალიბებას, რომელთა მეფეები მეზობელი მიწების ათვისების ყველანაირი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა კიევის რუსეთი, ეს მნიშვნელოვანი პერიოდია რუსეთის ისტორიაში. ძველი რუსული მატიანეების ცნობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარი იყო ლეგენდარული კიი, შჩეკი და ხორივი. (დაახლოებით 852). სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად ვიკინგები მოუწვევიათ[3] სამი ძმის — რიურიკის, სინეუსის და ტრუველის მეთაურობით. სწორედ რიურიკი ჩაუდგა კიევის რუსეთს სათავეში და ჩამოაყალიბა რიურიკების დინასტია.
კიევის რუსეთის ფეოდალური სახელმწიფო, სულ უფრო ძლიერდებოდა, 862 წელს მათ მიიერთეს ნოვგოროდი. რიურიკის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადავიდა ოლეგის ხელში, რომელმაც 882 წელს კიევის ადგილობრივი ფეოდალები დაამარცხა და ქალაქი კიევი დაიკავა[4], 883-885 წლებში დაიმორჩილა რადიმიჩთა ტომები, ხოლო 907 და 911 წლებში ილაშქრა ბიზანტიაში. ოლეგის გარდაცვალების შემდეგ, 912 წელს, სახელმწიფოს მმართველი ხდება იგორი, რომელიც ასევე აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.
994-972 წლებში კიევის რუსეთის ფეოდალური სახელმწიფო საკმაოდ გაფართოვდა და გაძლიერდა. კიევის რუსეთის მმართველები აწარმოებდნენ ომებს პაჭანიკების წინააღმდეგ. ერთ-ერთ ასეთ ბრძოლაში დაიღუპა კევის რუსეთის დიდი მთავარი სვიატოსლავი. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრე ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა პირველობისათვის, გაიმარჯვა ვლადიმირმა, მოგვიანებით დიდად წოდებულმა (980–1015). ვლადიმირის და მისი ვაჟის იაროსლავ ბრძენის დროს კიევის რუსეთში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა ცხადდება (988-989), კერძოდ, ბიზანტიის მართლმადიდებლობა.
კიევის რუსეთში სიტუაცია ძალიან მძიმე იყო, იაროსლავ ბრძენის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მის ვაჟებს შორის ბრძოლა ტახტის ხელში ჩასაგდებად. 1078-1093 წლებში კიევის მთავარი გახდა ვსევოლოდი, მან ვერ შეძლო კიევის რუსეთის დაშლის პროცესის შეჩერება. სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იჩენდნენ მიწების მთავრები. 1097—1113 წლებში გამართულმა მთავრების ყრილობებმა მდგომარეობას ვერ უშველა. 1113 წელს კიევის მთავარი გახდა ვლადიმირ მონომახი, მან შეძლო მდგომარეობის სტაბილიზაცია, მოახერხა ყივჩაყთა დამარცხება და ცალკეულ მთავართა დამორჩილება. სიტუაცია მაინც სავალალო იყო და კიევის რუსეთის დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო. 1125-1132 წლებში გამეფდა ვლადიმირის ვაჟი მსტისლავი, მისი სიკვდილის შემდეგ კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა ცალკეულ სამთავროებად. კიევის რუსეთის დაშლილ ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი სახელმწიფოები იყო ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო, ჩრდილო-აღმოსავლეთით ნოვგოროდის რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო გალიჩ-ვოლინის სამთავრო.
მონღოლთა შეჭრა
რედაქტირებაამ პერიოდში აზიის აღმოსავლეთით გაძლიერდა მონღოლეთის იმპერია. მონღოლეთმა დაიწყო ახალი ტერიტორიების მიერთებები. დასუსტებული და დაშლილი კიევის რუსეთის სამთავროები სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ უწევდა მონღოლეთს. 1223 წელს ბრძოლა გაიმართა მდინარე კალკეს სიახლოვეს, ამ ბრძოლაში რუსები დამარცხდნენ.[5] 1237–1238 წლებში რუსები კვლავ დამარცხდნენ მონღოლებთა. მონღოლთა ურდოებმა გადაწვეს და გაანადგურეს ქალაქი ვლადიმირი (თებერვალი 4, 1238)[6] და სხვა ქალაქები სამხრეთ რუსეთში. 1238 წლის 4 მარტს მდინარე სიტესთან გაიმართა ბრძოლა, ამ ბრძოლის შემდეგ რუსები წინააღმდეგობას თათარ დამპყრობლებს ვეღარ უწევდნენ. თათრები რუსეთიდან პოლონეთსა და უნგრეთში გადავიდნენ.
რუსეთის დაპყრობილ ტერიტორიაზე დაარსდა ახალი მონღოლური სახელმწიფო ოქროს ურდო, ახალი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: მოსკოვი, ნიჟნი-ნოვგოროდი და ტვერი. სახელმწიფოს სათავეში ედგნენ ბათუს დინასტიის ყაენები. XIV საუკუნიდან ოქროს უროდოს სახელმწიფო სუსტდება, ამ პერიოდში ძლიერდება რუსული სამთავროები. 1380 წელს რუსებმა ვლადიმირის მთავრის დიმიტრი დონელის მეთაურობით დაამარცხეს მონღოლები კულიკოვის ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, ოქროს ურდო თავის სიძლიერეს მაინც ინარჩუნებდა, 1382 წელს თოხთამიშმა აიღო მოსკოვი და გადაწვა. ოქროს ურდოს თათრულ სახელმწიფოს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა თემურლენგის შემოსევებმა. ოქროს ურდო დაეცა. რუსეთის სახელმწიფოებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს.
რუსეთის სამეფო
რედაქტირებაივანე IV, მრისხანე
რედაქტირება1480 წელს ოქროს ურდოსაგან საბოლოოდ გათავისუფლებამ დააჩქარა რუსეთის გაერთიანება და ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნის დასაწყისში რუსეთმა მიიერთა ფსკოვი, სმოლენსკი, რიაზანის მიმდებარე ტერიტორიები.
1547 წელს გამეფდა ივანე მრისხანე, ბოროტი, სასტიკი და თავშეუკავებელი ხასიათის გამო მას მრისხანე უწოდეს. მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების გაძლიერების მიზნით ივანე მრისხანემ შექმნა მეთოფეთა (სტრელცების) მუდმივი ჯარი და 1565 წელს შემოიღო ეგრეთ წოდებული ოპრიჩნინა. მეფემ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილი თავის პირად საკუთრებად გამოაცხადა რომელსაც ოპრიჩნინა ეწოდა. ოპრიჩნინაში მცხოვრებ ბოიარებს ჩამოერთვათ მიწები და დაურიგეს მეფის სანდო პირებს - ოპრიჩნიკებს. ოპრიჩნინის უკეთ მოწყობის მიზნით დანარჩენ ქვეყანას დაეკისრა დიდი გადასახადები. ოპრიჩნინაში განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მეფის მოწინააღმდეგეებს. დამყარდა დესპოტიზმი, ქვეყანაში საყოველთაო შიში გამეფდა, სჯიდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს. ოპრიჩნიკებმა განუკითხაობა დაამყარეს. ოპრიჩნინის შექმნის შემდეგ დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის დაქვეითება. თავისი წარმოების უაზრობაში ბოლოს თვით ივანე მრისხანეც დარწმუნდა და 1572 წელს გააუქმა ოპრიჩნინა.
ივანე IV-ის დროს გრძელდებოდა საზღვრის გაფართოება აღმოსავლეთით. ივანე მრისხანემ დაიპყრო ყაზანის და ასტრახანის სახანოები. ამის შემდეგ რუსეთს გზა გაეხსნა ციმბირის სახანოსკენ. ვოლგისპირა კაზაკების რაზმის ატამანის (ხელმძღვანელის) ერმაკის მიერ წამოწყებული ბრძოლა ციმბირის სახანოს წინააღმდეგ. ერმაკის დაღუპვის შემდეგაც გაგრძელდა და ციმბირის სახანოს განადგურებით დასრულდა. 1558-1583 წლებში ივანე მრისხანე ბალტიისპირეთში აწარმოებდა ხანგძლივ ლივონის ომს. პოლონეთმა,ლიტვამ, დანიამ და შვედეთმა არ მისსცა რუსეთს უფლება დაეპყრო ლივონის ორდენის ტერიტორია. ლივონის ომში რუსეთი დამარცხდა ამ ომმა რუსეთს ნგრევა და დასუსტება მოუტანა. რუსეთმა ვერ მოიპოვა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე.
შფოთის წლები
რედაქტირება1584 წელს ივანე მრისხანეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ავადმყოფი და გონებასუსტი ვაჟი თეოდორე ივანეს ძე. თეოდორე ივანეს ძის მეფობის დროს რუსეთს ფაქტობრივად მართავდა ბორის გოდუნოვი.
1591 წელს ქალაქ უგლიჩში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ტახტის მემკვიდრე 8 წლის დიმეტრი ივანეს ძე. უშულოდ თეოდორე ივანის ძის გარდაცვალების შემდეგ ერობის კრებამ ბორის გოდუნოვი მეფედ აირჩია.
ბეგარა-გადასახადებით შევიწროებული გლეხები და ქალაქის ღარიბები გარბოდნენ დონის და ვოლგის გაღმა, სადაც ისინი თავისუფლ კაზაკებად იქცეოდნენ. ქალაქების გაუკაცრიელების თავიდან აცილების მიზნით, გლეხებს და დაბალი ფენის წარმომადგენლებს აეკრძალათ ქალაქის დატოვება, მოხდა მათი დაყმევება. ბორის გოდუნოვის მეფობის დროს მოხდა ევროპასთან დაახლოება, მეფეს სურდა ქალაქებში უნივერსიტეტების დაარსება და სტუდენტების სასწავლებლად ევროპაში გაშვება. გოდუნოვის მეფობის დასაწყისს დაემთხვა მოუსავლიანობა რუსეთში. მთელ ქვეყანაში საშინელი შიმშილი მძვინვარებდა, ხალხი ლაპარაკობდა რომ ქვეყანას ღმერთი სჯის უკანონო მეფის გამო. გავრცელდა ხმები რომ კაზაკებთან იმყოფებოდა უგლიჩში მოკლული დიმიტრი ივანეს ძე. ეს იყო თვითმარქვია ბერი გრიგოლ ოტრიპეევი. რომელიც პოლონეთში გაიქცა.
1604 წელს ცრუ დიმიტრი პოლონელებთან და კაზაკებთან ერთად მოსკოვისკენ გაემართა. გაღატაკებული მოსახლეობა იჯერებდა რომ ეს ნამდვილად ტახტის მემკვიდრე იყო და უერთდებოდა ცრუ დიმიტრის რაზმებს. 1605 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ბორის გოდუნოვი გამეფდა მისი 16 წლის თედორე II, რომელიც ჭკვიანიც იყო და განათლებულიც მაგრამ მას მეფორა არ ეწერა რადგან, იმავე წელს ცრუ დიმიტრი შევიდა მოსკოვში ამოწყვიტა გოდუნოვების ოჯახი და თავი მეფედ გამოაცხადა. მან ვერ შეძლო ქვეყნის მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამოყვანა, ამიტომ მისი მეფობის ერთი წლის თავზე ის შეთქმულებმა მოკლეს.
1609 წელს პოლონეთის მეფე შეიჭრა რუსეთში. ხელისუფლების სათავეში მყოფმა ბოიარებმა რუსეთის სამეფო ტახტზე მიიწვიეს პოლონეთის მეფის ვაჟი ვლადისლავ IV. პოლონელები მოსკოვში შევიდნენ. იმავე წელს რუსეთი დალაშქრეს შვედებმაც.
მაშინ როდესაც ბოიარები პოლონელებთან გარიგებებს აწარმოებდნენ, რუსები აჯანყებისთვის ემზადებოდნენ. მალე მოსკოვის ქუჩებში ბრძოლები გაჩაღდა ნიჟნი ნოვგოროდში ერობის მამასახლისის კუზმა მინინის და თავად დიმიტრი პოჟარსკის მეთაურობით შეიქმნა სახალხო ლაშქარი. მათ მიზნად დაისახეს რუსეთის ინტერვენტთაგან გათავისუფლება. სახალხო ლაშქარი თანდათანობით იზრდებოდა. 1612 წელს მოლაშქრეებმა გაათავისუფლეს ჩრდილოეთ რუსეთი და მოსკოვისკენ დაიძრნენ. ბრძოლების შემდეგ ინტერვენტები დამარცხდნენ.
რუსეთმა კი შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ დაკარგა რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე. ინტერვენციამ რუსეთი გააჩანაგა.
რომანოვების დინასტიის ადრეული წლები
რედაქტირება1613 წლის თებერვალში გაიმართა ერობის კრება, რომელმაც ერთხმად აირჩია მეფედ 16 წლის მიხეილ I რომანოვი. ახალი მეფე ყველასთვის სასურველი აღმოჩნდა და ამიტომ თანხმობის და სიმშვიდის მისახწევად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. რუსეთში მოხდა ახალი დინასტიის ასვლა სამეფო ტახტზე, რომანოვების დიანსტიამ 1917 წლამდე გაძლო
ამ დროისთვის მოსკოვი გაპარტახებული იყო. ქვეყანაში აღარ თარეშობდნენ პოლონელები და შვედები, ამიტომ რუსეთს მშვიდობიანი განვითარების საშუალება მიეცა. რომანოვთა მმართველობის დასაწყისში ცენტრალური ხელისუფლება დროებით შესუსტდა. ხშირად იმართებოდა ერობის კრება, კრება წყვეტდა საგარეო დასაშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს. რუსეთის შედარებით გაძლიერებისთანავე დაიწყო ბრძოლა ახალი ტერიტორიების დასამოღილებლად. რუსეთმა დაიწყო ბრძოლა მისი მოსაზღვრე მიწების დასაპყობად.
მიხეილ I-ის შემდეგ ტახტი დაიკავა, მისმა ვაჟმა ალექსეი I-მა. მისი მმართველობსი დროს (1645-1676 წლებში) რუსეთში სამეფო ხელისუფლება განმტკიცდა. 1653 წელს რუსეთმა შეიერთა ბოგდან ხმელინცკის ხელმძღვანელობით პოლონეთის წინააღმდეგ აჯანყებული უკრაინა, რასაც მოჰყვა რუსეთ-პოლონეთის ომი. დასუსტებული პოლონეთს ეხმარებოდა ყირიმის სახანო, მიუხედავად ამისა მათ რუსეთს სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ უწევდა. გაფორმდა ანდრუსოვოს ზავი (1667), ამ ზავით რუსეთმა მიიღო დნეპრის მარცხენა სნაპიროს უკრაინა კიევითურთ და ბელორუსიის ნაწილი. რუსეთმა დაიბრუნა შფოთის წლებში დაკარგული სმოლენსკი.
1676 წელს ალექსანდრე მიხეილის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებისთვის გაჩახდა ბრძოლა მის ორ შვილს - სოფიასა და პეტრეს შორის, რომლებიც მას სხვადასხვა ცოლებისაგან ჰყავდა. 1689 წელს პეტრემ ჩაახშო თავისი ნახევარდის სოფიას ცდა დაუფლებოდა სახელმწიფო ძალაუფლებას. მეფე პეტრე I-მა სოფიო დააპატიმრა და მონასტერში გამოკეტა. პეტრე თავიდანვე იჩენდა მისწრაფებას განათლებისა და სამხედრო საქმისკენ. ჯერ კიდევ ბავშობისას მოსკოვის მახლობელი ორი სოფლის თანატოლებისაგან გასართობი პოლიკები შედგინა. შემდგომში ეს პოლიკები მრისხანე სამხედრო ძალად გადაიქცა.
იმპერიული რუსეთი
რედაქტირებაპეტრე I დიდი
რედაქტირებაპეტრე I დიდის მმართველობის დროს (1672–1725) რუსეთი ევროპულ ყაიდაზე გარდაექმნა. პეტრეს დროს გაძლიერდა რუსეთის კულტურული განვითარება, გატარდა საგანმანათლებლო რეფორმა. ხუცურ-სლავური შრიფტის ნაცვლად გამარტივებული და ადვილად მოსახმარი სამოალქალაქო ანბანი იქნა შემოიღო. პეტრე I-მა ბალტიის ზღვაზე ნევის შესართავთან დაიწყო დიდი სანვსადგურო ქალაქის მშენებლობა, 1721 წელს აქ აიგო ახალი ქალაქი , რომელსაც იმპერატორმა თავისი წმინდანის საპატივსაემოდ სანქტ პეტერბურგის სახელი უწოდა. რუსეთის იმპერიის დედაქალაქი სწორედ აქ იქნა გადმოტანილი. განვითარდა ვაჭრობა. პეტრე I-მა გააუქმა პატრიარქობა, სამღვდელოება დაექვემდებარა სამღვდელოების კოლეგიას სინოდს. ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო ქვეყნის 8 გუბერნიად დაყოფა. შეიქმნა მეფის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოო სენატი და 12 კაციანი კოლეგია. პეტრემ გააძლიერა ბატონყმობა და განამტკიცა მემამულეების მდგომარეობა.
პეტრე I დიდის დროს გაძლიერდა რუსეთის სამხედრო მდგომარეობაც, პირველი დაპირისპირება რომელიც პეტრეს მოუხდა ეს იყო ოსმალეთის იმპერიასთან. 1696 წელს პეტრე I-მა აიღო დონის შესართავთან აგებული თურქეთის ციხესიმაგრე აზოვი და გზა გაეხსნა აზოვის ზღვისაკენ. პეტრე იძულებული გახდა ოსმალეთთან დადებული ზავით ციხესიმაგრე აზოვს დასჯერებოდა. რუსეთისთვი ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად პეტრე I შვედეთის წინააღმდეგ საომრად დანიას და პოლონეთს დაუკავშირდა. ომი 1700 წელს დაიწყო, თავდაპირველად შვედეთის მეფე კარლოს XII-მ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა. მან ჯერ დანია დაამარცხა და ომიდან გამოიყვანა, ხოლო 1700 წელს ნარვასთან რუსეთის არმია დაამარცხა. 1709 წელს პოლტავასთან გენერალურ ბრძოლაში რუსებმა სასტიკად დაამარცხეს შვედური არმია. პოლტავის ბრძოლამ ძირეულად შეცვალა ჩრდილოეთის ომის მსვლელობა. რუსეთის ყველა მოკავშირე კვლავ ჩაერთო ომში შვედეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ ამ ომში შვედეთი დამარცხდა. რუსეთის შემადგენლობაში მოექცა ბალტიისპირეთის ვრცელი ტერიტორიები.
რუსეთს კვლავ მოუხდა დაპირისპირება ოსმალეთთან. 1711 წელს პეტრ I-ის ლაშქრობა მდინარე პრუტზე წარუმატებლათ დამთავრდა. რუსეთის არმია რომელშიც თვით პეტრე I იმყოფებოდა თურქების ალყის ქვეშ მოექცა. პეტრე I –მა აზოვის ციხესიმაგრე დათმო, ამით რუსებმა აზოვის ზღვაზე გასასვლელი დაკარგეს. 1722-1723 წლებში პეტრე დიდმა ასტრახანიდან კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპიროების გასწვრივ სახმელეთო და საზღვაო ლაშქრობების შედეგად მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა. 1723 წელს დადებული პეტერბურგის ზავით სპარსეთმა სცნო რუსეთის დაპყრობები კასპიის ზღვაზე.
პეტრე სასტიკად უსწორდებოდა ყოველგვარ აჯანყებას, მან სისხლში ჩაახშო 1698 წლის მეთოფეთა აჯანყება, სასტიკდ გაუსწორდა 1707-1709 წლების გლეხთა აჯანყებას. იმპერატორმა არ დაინდო თავისი ერთადერთი ვაჟი - ალექსი რადგან მან მამის მოწინააღმდეგეებთან კავშირი დაამყარა და მეფის დამხობა სცადა. რუსეთის პირველი იმპერატორი პეტრე I დიდი 1725 წელს გარდაიცვალა, მას მემკვიდრე არ დარჩენია.
სახელმწიფო გადატრიალებები
რედაქტირებაგარდაცვალებამდე ორი წლით ადრე იმპერატორმა პეტრე დიდმა გამოსცა კანონი მემკვიდრეობის შესახებ. რომელშიც ასახელებდა მომავალ იმპერატს. მაგრამ პეტრე დიდი ისე მოულოდნელად გარდაიცვალა რომ მისი ანდერძი ვერ შესრულდა.
1725-1762 წლებში რუსეთის ტახტზე უმთავრესად მმართველობის უნარს მოკლებული ადამიანები იყვნენ, მათ დროს მედროვენი გაბატონდნენ. პეტრე დიდის ქვრივის ეკატერინე I-ის მმართველობა ორ წელს (1725-1727) გაგრძელდა. ამ დროს ძალაუფლებას მდაბიო წარმოშობის, ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს დაწინაურებული მედროვე ალექსანდრე მენშიკოვი დაეუფლა. ეკატერინე I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე პეტრე დიდის შვილის ალექსის მცირეწლოვანი ვაჟი პეტრე II ავიდა. მისი იმპერატორობის ხანაში (1727-1730) მდგომარეობა არ შეცვლილა, ძალაუფლებას კვლავ მედროვე ფლობდა მენშიკოვი შეცვალა დოლგორუკმა.
1730 წელს რუსეთის უზენაესმა საიდუმლო საბჭომ იმპერატორად პეტრე დიდის ნახევარძმის, ივანეს ასული , კურლანდიის ჰერცოგის ქვრივი, უშვილო ანა მოიწვია. ძალაუფლებას ანა ივანეს ასულის ფავორიტი ბირონი დაეუფლა. მან ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე გერმანელები დააყენა რითაც შელახა რუსი არისტოკრატიის პატივმოყვარეობა.
რუსულ საზოგადოებაში მტკიცდებოდა აზრი რომ რუსეთის ხელისუფალი სახელმწიფოს ინტერესებით სისხლხორცეულად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული. ასეთათ კი პეტრე დიდის ასული ელისაბედი მიაჩნდათ. 1741 წელს ანას გარდაცვალების შემდეგ გვარდიაზე დაყრდნობით განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება, გერმანელები თანამდებობებს ჩამოაშორეს. ბირონი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. იმპერატორდ ელისაბედ პეტრეს ასული აკურთხეს. ელისაბედ I-ის იმპერატორად კურთხევისთანავე 1741 წელს დაიწყო ომი შვედეთთან, რომელიც 1743 წლამდე გაგრძელდა. დამარცხებულმა შვედთმა რუსეთს გადასცა სამხრეთ-აღმოსავლეთი ფინეთის ნაწილი.
იმპერატორ ელისაბედის მმართველობის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1756-1763 პრუსიასთან ომი. ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა. 1761 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ელისაბედი. ტახტი დაიკავა მისი დის ანას შვილმა პეტრე III-მ. 1762 წელს მან პრუსიასთან ზავი დადო და ჯარი სამშობლოში დააბრუნა.
1762 წელს რუსეთში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. პეტრე III ტახტიდან ჩამოაგდეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. რუსეთის იმპერატორი გახდა პეტრე III-ის ქვრივი ეკაატერინე II.
რუსეთის იმპერია (1762–1825)
რედაქტირებარუსეთში სახელმწიფო გადატრიალებების შემდეგ, ტახტზე ადის, ხელმოკლე გერმანელი თავადის შთამომავალი ეკაატერინე II. 15 წლის ასაკში იგი რუსეთის მომავალ იმპერატორ პეტრე III-ს მიათხოვეს. ეკატერინემ ბოლომდე მიიყვანა პეტრე დიდის მიერ დაწყებული ღონისძიებები ბატონყმური რუსეთის პირველხარისხოვან სამხედრო და საზღვაო სახელმწიფოდ გაედასაქცევად.
ეკაატერინე II-მ კიდევ უფრო განამტკიცა თავადაზნაურობის მდგომარეობა. მემამულეების დესპოტიზმმა და ძალმომრეობამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. ყოველივე ეს გლეხების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. 1773 წლიდან გლეხთა სტიქიურ ბრძოლებს კაზაკი ემელიან პუგაჩოვი ჩაუდგა სათავეში. პუგაჩოვმა თავი პეტრე III-დ გამოაცხადა და დაკარგული ტახტის ხელახლა მოპოვების შემთხვევაში გლეხებს, ყმობისგან სრულ გათავისუფლებას დაპირდა. 1775 წელს პუგაჩოვი შეიპყრეს და საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს. შემდგომში გლეხთა აჯანყების თავიდან აცილების მიზნით ეკატერინემ ადგილობრივი მმართველობის აპარატის განმრკიცება გადაწყვიტა. რუსეთი 50 გუბერნიად დაყო გუბერნიები კი მაზრებად დაანაწილა.
ეკატერინე II-ის დროს რუსეთის მიერ ოსმალეთის წინააღმდეგ წამოწყებულმა ორმა ომმა რუსეთს დიდი სამხედრო და პოლიტიკური წარმატებები მოუტანა. რუსეთ-თურქეთის პირველი ომი 1768-1774 წლებში გაიმართა, რუსეთმა საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში სძლია ოსმალეთს. 1774 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება რომლის ძალითაც მდიინარე დნეპრსა და მდინარე ბუგს შორის არსებული ტერიტორია რუსეთის ხელში გადავიდა . რუსეთმა მიიღო აგრეთვე ქერჩის ნახევარკუნძულიც. რუსეთის გეგმებს ბოსფორის და დარდანელის სრუტეებისკენ გაეხსნა გზა. 1783 წელს რუსეთმა ყირიმის სახანო შეიერთა, იმავე 1783 წელს რუსეთმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, რუსეთის იმპერია კავკასიონის სამხრეთით გადავიდა, რუსეთს გზა გაეხსნა კავკასიის სრული დაპყრობისკენ.
1787-1791 წლებში რუსეთმა თურქეთთან ძლევამოსილი ომი გამართა. ამ ომში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რუსების მიერ თურქთა ძლიერი ციხესიმაგრის იზმაილის აღებას. ამ ბრძოლას დიდი რუსი მხედართმთავარი ალექსანდრე სუვოროვი ხელმძღვანელობადა.
რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ ისარგებლეს პოლონეთის სისუსტით და პოლონეთ-ლიტვის ტერიტორიები გაინაწილეს. პოლონეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. რუსეთის იმპერია უშუალოდ დაუმეზობლდა ავსტრიას და პრუსიას. ეკატერინე II-მ პოლონეთ-ლიტვის ტერიტორია 8 გუბერნიად დაყო.
1796 წელს გარდაიცვალა ეკატერინე II. რუსეთის იმპერიის ტახტს მისი 42 წლის შვილი პავლე I დაეუფლა. წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრული იყო პავლე I-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ამას ემატებოდა პავლეს თავნება და ჯიუტი ხასიათი. 1801 წელს 11 მარტს შეთქმულებმა ის მოკლეს. იმპერატორის ტახტი მისმა უფროსმა ვაჟმა ალექსანდრე I-მა დაიკავა (1801-1825). ალექსანდრემ სახელმწიფო მმართველობის დარგებში მნიშვნელოვან რეფორმები გაატარა, პეტრე დიდის დროინდელი კოლეგიების ნაცვლად შეიქმნა სამინისტროები. ყველა მინისტრი თავის სფეროში ერთპიროვნული მმართველი იყო და მხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდნენ. ალექსანდრე I-ის რუსეთი აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა.
XIX საუკუნის პირველ მეოთხედში ევროპის და აზიის კონტინენტებზე მდებარე ჩამორჩენილი, აგრარული რუსეთი ძლიერი სახელმწიფო იყო. 1812 წელს საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის 600 000-იანი არმია რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე შეიჭრა, რუსეთის არმიან უკან დახევა დაიწყო. რუსული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა მიხეილ კუტუზოვი, კუტუზოვმა ფრანგებს გენერალური ბრძოლა გაუმართა სოფელ ბოროდინოსთა, არმიის გადარჩენის მიზნით კუტუზოვმა მოსკოვი დათმო. მან თავის გენერლებს განუცხადა:
„მოსკოვის დაკარგვით, ჯერ კიდევ არ არის დაკარგული რუსეთი. არმიის მოსპობით კი მოსკოვიც და რუსეთიც დაღუპულია“
|
ამის შემდეგ კვლავ გაიმართა ბრძოლა რუსებთან, სადაც ნაპოლეონის არმია დამარცხდა. 1812 წლის ზამთარს ნაპოლეონის ჯარისკაცებმა ვერ გაუძლეს. რუსეთში შეჭარით საფრანგეთის იმპერატორმა უდიდეს მარცხი ნახა. სამამულო ომში საფრანგეთთან გამარჯვებამ რუსეთის იმპერიას დიდება შესძინა, მაგრამ რუს ჯარისკაცებს და გლეხებს ვერანაირი შვება ვერ მოუტანა. აუცილებელი იყო რეფორმების გატარება რომლის ძალითაც რუსეთი უნდა გადასულიყო დასავლურ ევროპული ქვეყნების განვითარების გზაზე. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა რეაქციული გზა აირჩია. ვენის კონგრესის შემდეგ საღვთო კავშირის შექმნით მან რუსეთს ევროპის ჟანდარმის სახელი დაუმკვიდრდა. მიუხედავად ამისა რუსეთში ვითარება საკმაოდ მძიმე იყო, 1825 წლის ნოემბერში რუსეთის სამხრეთში მოგზაურობისას ტაგანროგში მოულოდნელად გარდაიცვალა იმპერატორი ალექსანდრე I.
რუსეთის იმპერია (1825–1917)
რედაქტირებანიკოლოზ I და ყირიმის ომი
რედაქტირებანაპოლეონის წინააღმდეგ ომის შემდეგ, რუსეთში მოსახლეობის უმრავლესობა და ჯარისკაცების ის ნაწილი ვინც ევროპაში იბრძოდა ქვეყანაში შექმნილი ვითარების წინააღმდეგ წავიდა. ზოგიერთი მათგანი რუსეთში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების მომხრე იყო, ზოგი რესპუბლიკური წყობილებას ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ ყველა ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის შეურიგებელი მოწინააღმდეგენი იყვნენ. თავიანთი ნააზრევის განხორციელების მიზნით მათ ფარული ორგანიზაციების შექმნა დაიწყეს. 1821-1822 წლებში ჩამოყალიუბდა მებრძოლთა ფარული საზოგადოებები: უკრაინაში - სამხრეთის საზოგადოება. პეტერბურგში- ჩრდილოეთის საზოგადოება. მათ კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავეს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი ძმა ნიკოლოზ I. ფარული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს რომ ეს დღე აჯანყებისთვის ხელსაყრელი დრო იყო.
14 დეკემბერს სანქტ პეტერბურგში , სენატის მედანზე მათ დაახლოებით სამი ათასი ჯარისკაცი და მატროსი შეიკრიბეს, მაგრამ წინასწარ დასარული გეგმის განხორციელება ვერ შესძლეს . ნიკოლოზ I-ის ერთგულმ ჯარებმა ადვილად მოახერხეს აჯანყების ჩახშობა. აჯანყების ხუთი ხელმძღვანელი სიკვდილით დასაჯეს. დანარჩენი მონაწილეებს სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯეს. აჯანყება დეკემბრის თვეში მოხდა ამიტომ მათ დეკაბრისტები უწოდეს. ცარიზმი სასტიკად უწორდებოდა აჯანყების ყველა გამოვლინებას.
ნიკოლოზ I-ს სურდა ოსმალეთის დანაწევრება, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება. 1853 წელს მან ოსმალეთთან ახალი ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ ბლკანეთიდან სტამბოლისკენ კავკასიიდან კი ყარსისკენ დაიწყო შეტევა. ინგლისი და საფრანგეთი ვერ შეეგუენ რუსეთის გასვლის მცდელობას ხმელთაშუა ზღვაზე. ამიტომ ისინი ოსმალეთს მიემხრნენ და ომი გამოუცხადეს რუსეთს. მოკავშირეებს შეუერთდა სარდინიის სამეფოც. მოკავშირეების ზეგავლენით ავსტრიამ რუსეთს მოსთხოვა ბალკანეთის დატოვება. რუსეთმა დაკარგა სტამბოლისკენ წასასვლელი გზები. ამავე დროს მოკავშირეების ფლოტი შავ ზღვაში შემოვიდა. ინგლისის, საფრანგეთის, სარდინიის და ოსმალეთიმა ყირიმში დიდი არმია გადასხა და სევასტოპოლს ალყა შემოარტყა. ჩამორჩენილმა ბატონყმურმა რუსეთმა ვერ უზრუნველყო სევასტოროლის დაცვა. წარმატებები კავკასიაში ყარსისი აღებით მნიშვნელოვნად ვერაფერს ცვლიდა. რუსეთმა სრული მარცხი განიცადა. ამ ომის შემდეგ რუსეთმა დაკარგა ის უპირატესობები რაც მან 1812 წელს მოიპოვა.
ალექსანდრე II, ბატონყმობის გადავარდნა
რედაქტირებაალექსანდრე II-ის მეფობის დასაწყისში, ქვეყანაში შეიქმნა მძიმე ვითარება, რაც ძირითადად ყირიმის ომს უკავშირდებოდა. ამას დაემატა ბატონყმური ურთიერთობების პრობლემაც. XVII საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთში საბოლოოდ დამკვიდრდა ბატონყმური ურთიერთობები, პეტრე დიდმა განამტკიცა ეს ურთიერთობები და მემამულეები სერიოზული უფლებებით აღჭურვა. იმპერატორები ცდილობდნენ ბატონყმური დამოკიდებულება შეესუსტებინათ გლეხებისთვის, მაგრამ რადგანაც სათანადო ზომები არ იყო მიღთებული იმპერატორების დადგენილებიები არ სრულდებოიდა. მემამულეებს არ სურდათ მუქთა სამუშაო ძალის დაკარგვა, ისინი უზრუნველად ცხოვრობდნენ და მეურნეობის განვითარებისათვის არც კი ირჯებოდნენ. თავის მხრივ, არც გლეხები იყვნენ მეურნეობის განვითარებით დაინტერესებულნი, რადგან მათი შემოსავალის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს, მემამულეს ან ეკლესიას მიჰქონდათ.
ყირიმის ომის შემდგომ რუსეთში გარდაუალი გახდა ბატონყმობის გაუქმება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა რუსეთის მოწესრიგება, შეიარაღებული ძალების გადახალისება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. 1856 წელს ალექსანდრე II-ემ მოსკოვის გუბერნიის თავადაზნაურობას განუცხადა:
„არ შეიძლება ყმათა მფლობელობის არსებული წესით უცვლელად შენარჩუნება. უმჯობესია ბატონყმობის ზევიდან გაუქმება, ვიდრე დავუცადოთ იმ დროს როდესაც ის თვითონ დაიწყებს გაუქმებას ქვემოდა.“
|
მემამულეები იძულებულბი იყვნენ შეგუებოდნენ ბატონყმობის გაუქმებას. ისინი საბატონო გლეხების გათავისუფლებას ნელ-ნელა და უმიწოდ ითხოვდნენ. მთავრობამ ვერ გაბედა გლეხების უმიწაოდ გათავისუფლება რადგან ისინი სახელმწიფო გადასახადებს ვერ გადაიხდიდნენ, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილ გლეხებს აჯანყების მოწყობა შეეძლოთ რაც ხელისუფლებას ძალზედ აშინებდა. ამავე დროს გათვალისწინებული უდა ყოფილიყო მემამულეების ინტერესები. ამიტომ იმპერატორმა ალექსანდრე II-მ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, საბატონო გლეხს უნდა მიეღო მიწის ნაწილი მემამულეებისგან გამოსყიდვის გზით.
1861 წლის 19 თებერვალს იმპერატორმა ხელი მოაწერა მანიფესტს იმპერიის ევროპული ნაწილში მცხოვრბ საბატონო გლეხების გათავისუფლების შესახებ. მანიფესტი 5 მარტს გამოქვეყნდა. გლეხებმა მიიღო პირადი თავისუფლება ისინი აღარ იყვნენ ყმები, მათ სამოქალაქო ფუნქციები მიენიჭა. მიწის გამოსყიდვა მემამულესთან შეთანხმებით ხორციელდებოდა. მემამულებსა და გლეხებს შორის გამოსასყიდი გარიგება იდებოდა. მემამულესთან ვალის გასასტუმრებლად სახელმწიფო გლეხს აძლევდა სესხს. სახელმწიფოსთვის ვალი 49 წლის განმავლობაში უნდა დაებრუნებინა. ბატონყმობის უღლისგან თავისუფლდებოდა, იმპერიის დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები გლეხებიც.
იმპერატორმა ალექსანდრემ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმებიც გაატარა, მათგან აღსანიშნავია: სასამართლო, სამხედრო და სხვა რეფორმები. რეფორმებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. რამაც დაჩქარდა ინდუსტრიალიზაციის ტემპები.
ხალხოსნები, ალექსანდრე III
რედაქტირებადემოკრატიულად განწყობილი რუსული ინტელიგენციის ყველაზე რადიკალური ნაწილი 1874 წელს გავიდა სოფლებში, რათა ხალხში ეწარმოებინა რევოლუციური აგიტაცია. ხალხში სიარულის გამო მათ ხალხოსნები შეარქვეს. გლეხებს მოსწონდათ ხალხოსნების იდეები მათ სასარგებლოდ მემამულეების მიწის გადანაწილების შესახებ. მაგრამ კატეგორიულად წინ აღუდგენ ხალხოსნების მოწოდებას დაემხოთ მეფის ხელისუფლება. ხალხოსნების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა თვითმპყრობელობის დამხობა ინდივიდვალური ტერორის გზით. 1881 წელს ხალხოსნებმა მოკლეს ალექსანდრე II. სამაგეროდ ტახტზე ავიდა რეაქციონერი ალექსანდრე III. ამგვარად ხალხოსნებმა ვერც გლეხების დარწმუნებით და ვერც ინდივიდვალური ტერორის გზით ვერ შესძლეს რუსეთის პოლიტიკური წყობილების შეცვლა.
ალექსანდრე III-მ სასტიკად დაარბია რევოლუციური ორგანიზაციები. მან შეკვეცა ბატონყმობის გადავარდნის შედეგად გატარებული პროგრესული ღონისძიებები. ამიტომ მის მართველობის ხანას „კონტრეფორმების“ პერიოდი შეარქვეს. ალექსანდრე III-ის მმართველობის დროს გაძლიერდა არარუსი ხალხის ჩაგვრა. ხელისუფლება დაუფარავად ატარებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. აღვივებდა ანტისემინიზმს - ხელს უწყობდა ებრაელთა დარბევებს.
1877 წელს რუსეთის არმიამ ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 1877 წლის მიწურულს რუსულმა არმიამ გადალახა ბალკანეთსი მთები და სტამბოლისკენ დაიძრა. მაშინ ინგლისმა თავისი ესკადრა მარმარილოს ზღვაში შეიყვანა და რუსეთს დაემუქრა ომით თუ ის სტამბოლის აღებას შეეცდებოდა. ამავე დროს საომარი მოქმედებები მიდიოდა ამიერკავკასიაშიც, სადაც რუსეთის არმიამ აიღო ყარსი. ამ ომში ოსმალეთის იმპერია დამარცხდა, სან-სტეფანოს ზავით რუსეთს საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები შეუერთდა.
1894 წელს გარდაიცვალა ალექსანდრე III იმპერატორად ეკურთხა ნიკოლოზ II.
ნიკოლოზ II და ახალი რევოლუციეური მოძრაობები
რედაქტირებაცარიზმის რეაქციული პოლიტიკის მიუხედავად ბატონყმობის გადავარდნამ და მომდევნო რეფორმებმა რუსეთი გამოიყვანა თავისუფალი მრეწველობისა და საბაზო ეკონომიკის გზაზე. ჩამოყალიბდა სამრეწველო და სამთო მოპოვებითი ცენტრები და მკვეთრათ გაფართოვდა სარკინიგზო ქსელი. შეიქმნა და იზრდებოდა სამრეწველო პროლეტარიატი, რასაც მოჰყვა რუსეთში მარქსიზმის გავრცელება.
1903 წელს საზღვარგარეთ შეიკრიბა რუსეთის სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) II ყრილობა. ყრილობაზე გაჩაღდა ბრძოლა პარტიის ორ ლიდერის - გიორგი პლეხანოვისა და ვლადიმერ ლენინის მომხრეებს შორის. პლეხანოვი მიზნად ისახავდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნას, ლენინი კი ცდილობდა შეექმნა სოციალ-ანტიდემოკრატიული პარტია. მხოლოდ ყრილობის ბოლოს, როდესაც დელეგატების ნაწილმა დატოვა ყროლობა, ლენინის მომხრეებმა მოიპოვეს უმრავლესობა. მათ ისარგებლეს ამ შემთხვევით და თავის თავს ბოლშევიკები, თავის მოწინააღმდეგეებს კი რომლებიც უმცირესობასი აღმოჩნდნენ მენშევიკები შეარქვეს.
ამ დროისთვის გამწვავდა რუსეთ-იაპონიის ურთიერთობები კორეის და მანჯურიის ბატონობისთვის. სამხედრო მოქმედებები დაიწყო იაპონიამ 1904 წლის იანვარში. იაპონელებმა რუსები საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში დაამარცხეს. 1905 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პორტ-სმუტში რუსეთმა მოაწერა საზავო ხელშეკრულებას იაპონიასთან. რუსეთი უთმობდა იაპონიას სამხრეთ მანჯურიას, კუნძულ სახალინის სამხრეთი ნაიწილს და აღიარებდა იპონიის გაბატონებას კორეაში. ცარიზმის დამარცხებამ იაპონიასთან ომში კიდევ უფრო გაამწვავა შიდა პოლიტიკური ვითარება რუსეთში.
ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება, საერთო უკმაყოფილებას იწვევდა და ქმნიდა რევოლუციურ სიტუაციას. 1905 წლის 9 იანვარს, კვირა დღეს, მეფის მთავრობამ პეტერბურგში შეიარაღებული ძალით დაშალა 140 000 კაციანი მანიფესტაცია. სისხლიანი კვირით დაიწყო რუსეთის პირველი რევოლუცია. თვითმართველობისთვის რევოლუციური მოძრაობა სულ უფრო საშიიშ ხასიათს იღებდა. რომელიც სამხედრო ფლოტსა და არმიასაც მოედო. აჯანყდნენ ჯავშნოსანთა „პოტიომკინის“ მეზღვაურები. კრონშტანდტის და სევასტოპოლის მეზღვაურები და ჯარისკაცები.
ნიკოლოზ II იძულებული გახდა 1905 წლის 17 ოქტომბერს გამოეცა მანიფესტი, რომლითაც იგი ხალხს ჰპირდებოდა მათ მიერ არჩეული საკანონმდებლო უფლებით აღჭურვილი პარლამენტის დუმის (სათათბიროს) მოწვევას, დემოკრატიული რეფორმების გატარებას, სიტყვის, პრესის, კრებების ჩატარების და სხვა თავისუფლებების მიცემას. 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოცემის შემდეგ კონსერვატორებმა შექმნეს „17 ოქტომბრის კავშირი“ ანუ ოქტიაბრისტთა პარტია, ლიბერალებმა - კონსტიტუციონალ დემოკრატების ანუ კადეტების პარტია. რევოლუციურ-დემოკრატიული ბანაკის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ რევოლუციის დაწყებამდე მოხდა. სოციალ დემოკრატიული პარტიის ორივე ფრათა - ბოლშევიკები და მენშევიკები . ხალხოსნების მემარცხენე დაჯგუფებებიდან წარმოშობილი სოციალისტ- რევოლუციონერთა ანუ ესერთა პარტია და ინდივიდვალური ტერორის მომხრე მრავალრიცხოვან ანარქისტთა ორგანიზაციები.
რევოლუციურ - დემოკრატიულ ბანაკში შემავალი პარტები 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგაც განაგრძობდნენ ბრძოლას თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. მართალია მათ ვერ შესძლეს ხალხის ხელახალი გაფიცვა .მათ 10 დეკემბრიდან დაიწყეს მოსკოვსა და მის შემოგარენში შეიარაღებული ბრძოლება. მთავრობამ შეიარაღებული გამოსვლები ჩაახშო.
1905 წლიდან რევოლუციის უკანდახევა. მეფის მთავრობამ I დუმა დახურეს, II დუმა კი 1907 წელის 3 ივნისს დაითხოვა და შეცვალა დუმაში არჩევის კანონი. 1907 წლის 3 ივნისს რევოლუცია მარცხით დასრულდა. III დუმის როლი თვითმპყრობელობის ქვეშ უმნიშვნელო იყო.
რუსული რევოლუციები
რედაქტირებარუსეთის იმპერია ჩაერთო 1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომში, გერმანიის და მის მოკავშირეების წინააღმდეგ. გაჭიანურებულმა ომმა 1916 წელს ამოატივტივა და გაამწავა რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში დაგროველი და გადაუჭრელი პრომლემები. გლეხების მცირემიწიანობა, მუშების უმძიმესი შრომითი და ყოფითი პრობლემები, თვითმპყრობელობის შავრაზმული დამოკიდებულება იმპერიაში შემავალ არარუსი ეროვნებებისადმი, ხალხის პოლიტიკური უუფლებობა. ომით გამოწვეულმა სირთულეებმა ტრანსპორტის და მრეწველობის მოშლამ, სათესი ფართობების შემცირებამ უკიდურესად გაართულა არმიის და მოსახლეობის სურსათით მომარაგება.
ნიკოლოზ II-ის და მისი გარემოცვის ავტორიტეტი კატასტროფულად ეცემოდა. პეტროგრადს არარეგულარულად მიეწოდებოდა ხორბალი. 1917 წლის 23 თებერვალს რუსეთის დედაქალაქის მოცხოვრებნი ქუჩებში გამოვიდნენ. დემონსტრანტები პურს მოითხოვდნენ. 26 თებერვლიდან სამხედრო ნაწილები დემონსტრანტების მხარეს გადავიდნენ. პოლიცია წინააღმდეგობას არ უწევდა ხალხს მალე პეტროგრადი ხალხის ხელში გადავიდა. რუსეთის გადასარჩენად და არმიის დასაშოშმინებლად ფსკოვში მყოფ ნიკოლოზს ფრონტის სარდლობამ 1917 წლის 2 მარტს გადადგომა მოსთხოვა, ნიკოლოზი გადადგა.
თავადი ლვოვის ხელმძღვანელობით შეიქმნა დროებითი მთავრობა. დროებით მთავრობაში შევიდა სოციალ რევოლუციონერი ესერი კერენსკი. პეტერბურგის მუშებმა და ჯარისკაცებმა აირჩიეს საბჭო. საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა სოციალ დემოკრატი კარლო ჩხეიძე. მალე მუშების და ჯარისკაცების საბჭოები შეიქმნა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.
შვეიცარიაში ემიგრაციაში მყოფი ლენინი ვერ გაერკვა რუსეთში მიმდინარე პროცესებში. და 1917 წლის იანვარში განაცხადა
„ჩვენ ძველი თაობა ვერ მოვესწრებით მომავალ რევოლუციას...“
|
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან გაიგო რუსეთში მომხდარი რევოლუციის შესახებ. ის თავის თანამოაზრეებთან ერთად ათწლიანი ემიგრაციის შემდეგ 1917 წლის 3 აპრილს რუსეთში დაბრუნდა. რუსეთში მას დახვდა 24 000-იან კაციანი პარტია რომელიც სულ ახლახან გამოსულიყო იატაქვეშეთიდან და თავის პარტიის რიგებს იფართოებდნენ. 7 აპრილს გაზეთ „პრავდაში“ დაიბეჭდა ლენინის „აპრილის თეზისები“. ლენინი მოუწოდებდა ბოლშევიკებს არავითარი მხარი არ დაეჭირათ დროებითი მთავრობისთვის, მოეპოვებინათ უმრავლესობა საბჭოებში და მოეთხოვათ მთელი ძალაუფლების საბჭოებისთვის გადაცემა. ლენინს აუცილებლად მიაჩნდა ომის შეწყვეტა, და მიწების ნაციონალიზაცია.
აპრილის თეზისების გამოქვეყნებიდან 12 დღის შემდეგ 19 აპრილს პეტროგრადში მოეწყო დროებითი მთავრობსი უკმაყოფილოთა გამოსვლა. მთავრობამ უკანდახევა ამჯობინა და დათანხმდა თავის შემადგენლობის გადახედვას. ზაფხულში დროებითმა მთავრობამ მომიტინგეებს შეიარაღებული ძალით გაუსწორდა. ლიბერალმა ლვოვმა დროებითი მთავრობა ესერი კერენსკის გადასცა.დროებითმა მთავრობამ მისდამი დაპირისპირებულების ასანადგურებლად სამხედრო დიქტატურის დამყარება განიზრახეს. დიქტატორი სამხედრო ძალების უფროსი კორნილოვი უნდა გამხდარიყო. მაგრამ 1917 წლის აგვისტოში კერენსკისა და კორნილოვს შორის უთანხმოებამ, ჯარისკაცების და მუშების შეთქმულება ჩაშალა. კორნილოვი დააპატიმრეს. განხეთქილებამ კერენსკისა და კორნილოვს შორის საგრძნობლად გააძლიერა ბოლშევიკების ბანაკი.
ბოლშევიკების პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა ლევ ტროცკის რუსეთის დედაქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ არჩევამ. ტროცკმა პეტერბურგის საბჭოსთან შექმნა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, გერმანელებისაგან ქალაქზე შეტევის შემთხვევაში ქალაქის დასაცავად. სინამდვილეში კი დროებითი მთავრობის დასამხობად. 1917 წლის სექტემბერში დაიწყო სამხედრო რაზმების ჩამოყალიბება. 1917 წლის 7 ოქტომბერს ფინეთში გადახვეწილი ლენინი რუსეთში დაბრუნდა.
დროებითმა მთავრობამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია ბოლშევიკების გაძლიერებას. პეტერბურგის მოსახლეობამ კი პასიური მეთვალყურის პოზიცია დაიკავეს. 1917 წლის 25 ოქტომბერს დილით ლენინმა მოსახლეობას აუწყა რომ დამხობილია დროებითი მთავრობა და შეიქმნა ახალი საბჭოთა მთავრობა. 26 ოქტომბერს ღამის 2 საათსა და 10 წუთზე დროებითი მთავრობის წევრები ზამთრის სასახლეში დააპატიმრეს. დაპატიმრებულთა შორის არ იყო კერენსკი, რომელიც ქალაქგარეთ იმყოფებოდა და ქალაქზე ლაშქრობისთვის ემზადებოდა. მაგრამ მუშებმა და ჯარისკაცებმა კერენსკის 700 კაციანი რაზმები ქალაქში არ შეუშვეს. ბოლშევიკებმა ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე აიღეს ხელისუფლება.
რუსეთის სამოქალაქო ომი
რედაქტირებაანტანტის ქვეყნებმა დაიკავეს რუსეთის განაპირა ტერიტორიები, ქვეყნის შიგნით კი დაიწყო აჯანყებები. მოეწყო ტერორისტული აქტები კომუნისტების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი აქტის დროს დაიჭრა ლენინი. 1918 წლის 2 სექტემბერს რუსეთის ცაკ-მა შემოიღო თეთრი ტერორის წინააღმდეგ ე.წ წითელი ტერორი. აღადგინეს 1917 წლის 28 ოქტომბერს გაუქმებული სიკვდილით დასჯა. უპირველეს ყოვლისა დახვრიტეს ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები. სამოქალაქო ომის დროს ქვეყანა ორად იყო გაყოფილი, ქვეყნის ცენტრალურ ტერიტორიას მსხვილი ქალაქებით ბოლშევიკები აკონტროლებდნენ. ბოლშევიკებმა შექმნეს მტკიცედ დისციპლინირებული წითელი არმია. რომლის რიცხოვნება იზრდებოდა. არმიაში შემოიღეს პოლიტიკური კომისრის თანამდებობა, რომლებიც დაუნდებლები იყვნენ პოლიტიკური მტრების მიმართ. ისინი სოციალიზმის ფანატიკური მიმდევარნი და მქადაგებელნი იყვნენ. წითელი არმის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ლევ ტროცკი.
რაც შეეხება ანტიბოლშევიკთა ბანაკს, ისინი ძალზედ მრავალრიცხოვანნი იყვნენ და თან უცხოეთიდან დახმარებებსაც იღებდნენ, მაგრამ მათ ბანაკში არსებობდა გადაულახავი წინააღმდეგობები, რაც განსხვავებული ფენების პარტიების, მიმდინარეობის, ერების, სხვადასხვა მიზნების ანტაგონიზმში გამოიხატებოდა.
1918-1919 წლებში ბოლშევიკებს ორი კრიტიკული პერიოდი ჰქონდათ. პირველი როდესაც განხორციელდ ანტისაბჭოთა ძალების - ბალტიისპირეთიდან, გენერალ იუდენჩინის, ციმბირიან ადმიალ კორჩაკის და სამხრეთიდან გენერალ დენიკინის კომბინირებული ლაშქრობები ცენტრზე. მეორე როდესაც ანტისაბჭოთა სამხრეთის ძალები მოსკოვს მიუახლოვდნენ. მაგრამ მას შემდეგ რაც რუს გლეხობას ანტისაბჭოთა რეაქციული პოლიტიკით იმედი გაუცრუვდათ, მათ განუდგნენ. სამოქალაქო ომის ბედი ბოლშევიკების მხარეს გადავიდა. მიუხედავა 1920 წელს პოლონეთთან ომში კომუნისტების მარცხისა. 1922 წელს სამოქალაქო ომი ბოლშევიკების გამარჯვებით დასრულდა.
სამოქალაქო ომში ქვეყნის მოსახლეობის ყოველი მე-10 ადამიანი დაიღუპა. ემიგრაციაში აღმოჩნდა 2 მილიონი ადამიანი.
საბჭოთა მმართველობა
რედაქტირება1922 წლის დეკემბერში შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი. მასში თავდაპირველად შედიოდა ოთხი რესპუბლიკა: რსფსრ, უსსრ, ბსსრ და ასფსრ. სამოქალაქო ომის დამანგრეველი შედეგების ფონზე საბჭოთა ხელმძღვანელობამ დროებით უარი თქვა სოციალისტური ქვეყნის მშენებლობის იდეაზე, ამიტომაც ახალი ეკონომიკური პოლიტიკა ძალაში დარჩა. 1924 წელს გარდაიცვალა ლენინი. კომუნისტურ პარტიას ჰყავდა მისი შეცვლის ორი მთავარი კანდიდატი: ლევ ტროცკი და იოსებ სტალინი. შიდაპარტიულ ბრძოლაში სტალინმა შეძლო თავის მხარეს გადმოებირა უმარვლესობა. 1929 წელს ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს. ემიგრაციაში ტროცკი განაგრძობდა სტალინის კრიტიკას. 1940 წელს მეხიკოში ყოფნისას იგი სასიკვდილოდ დაჭრა საბჭოთა აგენტმა რამონ მერკადერმა ყინულის სატეხი ცულით.
1930-იან წლებში სტალინის მეთაურობით საბჭოთა მთავრობამ მოახდინა ინდუსტრიალიზაციის ფორსირება და კოლექტივიზაცია. ათ წელიწადში რუსეთი ღარიბი აგრარული ქვეყნიდან იქცა მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნად. ამავდროულად სტალინი განაგრძობდა ოპოზიციის წინააღმდეგობის ჩახშობას. პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლამ მასობრივი ხასიათი მიიღო 1937 წელს, როდესაც უამრავი ოპოზიციონერი დახვრიტეს, მათ შორის კომუნისტებიც. სტალინის მმართველობისას საბჭოთა კავშირი იქცა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ.
1941 წელს საბჭოთა კავშირს თავს დაესხა ნაცისტური გერმანია. დაიწყო დიდი სამამულო ომი, რომელიც ოთხი წელი გაგრძელდა. საბჭოთა კავშირმა დიდი დანაკარგი განიცადა საბრძოლო მოქმედებების დროს. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ომში წითელი არმიის 20 მილიონი ჯარისკაცი დაღუპა. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად 1945 წლიდან ყოველი წლის 9 მაისს საბჭოთა კავშირში აღინიშნებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად სტალინის ავტორიტეტი ძალიან გაიზარდა მთელ მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით სოციალისტური რევოლუციები კომუნისტების გამარჯვებით დასრულდა სხვა ქვეყნებშიც. საბჭოთა ხელმძღვანელობა განაგრძობდა კაპიტალისტურ სამყაროსთან ბრძოლის იდეის პროპაგანდას. კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა დასავლეთიც. დაძაბულობა კაპიტალისტურ და სოციალისტურ სამყაროს შორის გახდა ცივი ომის მიზეზი, რა დროსაც აშშ და საბჭოთა კავშირი ირიბად, ჰიბრიდული ომების საშუალებით უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში.
1953 წელს გარდაიცვალა იოსებ სტალინი. მის ნაცვლად საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას სათავეში ნიკიტა ხრუშოვი ჩაუდგა. მის დროს საბჭოთა კავშირი უფრო ღია გახდა დასავლური ქვეყნებისთვის. ამის მიუხედევად, დაპირისპირება ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის აღმოჩნდა ატომური ესკალაციის ზღვარზე 1962 წელს, კარიბის კრიზისის დროს. დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად ბირთვული ომი აცილებულ იქნა. 1968 წელს დაიდო შეთანხმება ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ მსგვავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
ცხოვრების პირობები საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით გაუმჯობესდა ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში. თუმცა, ამავდროულად ხდებოდა საბჭოთა პარტიული ელიტის დეგრადაცია, რომელიც სულ უფრო შორს იყო მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიისგან. 1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში აღმოჩნდა მიხაილ გორბაჩოვი. მან საბჭოთა სისტემის დემოკრატიზაცია სცადა, რამაც დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა. 1991 წლის დეკემბერში დასრულდა კაპიტალიზმის რესტავრაციის პროცესი. საბჭოთა კავშირი დაიშალა 15 სუვერენულ რესპუბლიკად, მათ შორის ერთ-ერთი იყო რუსეთის ფედერაცია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kievan Rus' and Mongol Periods. Sam Houston State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-07-20.
- ↑ 2.0 2.1 Kievan Rus' and Mongol Periods დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. , excerpted from Glenn E. Curtis (ed.), Russia: A Country Study, Department of the Army, 1998. ISBN 0-16-061212-8.
- ↑ See, for instance,. Viking (Varangian) Oleg. Encyclopaedia Britannica. ციტირების თარიღი: 2007-12-27.
- ↑ Thompson, J.W.; Johnson, E.N. (1937). An Introduction to Medieval Europe, 300–1500. W. W. Norton & Co., გვ. 268. ISBN 0415346991.
- ↑ See David Nicolle, Kalka River 1223: Genghiz Khan's Mongols Invade Russia, Osprey Publishing, 2001. ISBN 1-84176-233-4.
- ↑ Tatyana Shvetsova, The Vladimir Suzdal Principality დაარქივებული 2008-03-20 საიტზე Wayback Machine. Retrieved 21 July 2007.
- ↑ Chester S. L. Dunning, "Russia's First Civil War: The Time of Troubles and the Founding of the Romanov Dynasty", Penn State Press (2001), ISBN 0-271-02074-1, pp. 433–434.