ქერჩის ნახევარკუნძული

ქერჩის ნახევარკუნძული (უკრ. Керченський півострів) — ყირიმის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი. ჩრდილოეთით ეკვრის აზოვის ზღვა, აღმოსავლეთით ქერჩის სრუტე, სამხრეთით შავი ზღვა, დასავლეთით 17 კმ სიგანის ყელით უერთდება ყირიმის ნახევარკუნძულს. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 90 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 17-იდან 50 კმ-ზე. ფართობი 2700-3000 კმ². უმაღლესი წერტილია მთა პიხბოლაი (189 მ).

ქერჩის ნახევარკუნძული
ყირიმის სატელიტური გამოსახულება
ყირიმის სატელიტური გამოსახულება
კოორდინატები: 45°15′ ჩ. გ. 36°00′ ა. გ. / 45.250° ჩ. გ. 36.000° ა. გ. / 45.250; 36.000
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
უმაღლესი წერტილი პიხბოლაი
სიმაღლე 189 
ფართობი 2700–3000 კმ²
სიგრძე 90 კმ
სიგანე 17–50 კმ
აკვატორია აზოვის ზღვა
შავი ზღვა
ქერჩის ნახევარკუნძული — შავი ზღვა
ქერჩის ნახევარკუნძული
სურათები ვიკისაწყობში

ქერჩის ნახევარკუნძულის რელიეფი ყირიმის ვაკის რელიეფის მსგავსია და წვრილმთიანეთის ხასიათს ატარებს. იგი აგებულია მესამეული ქანებით: მაიკოპის თიხებით, კირქვებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. აშკარად შეინიშნება მჭიდრო კავშირი მისი ამგები წყებების პეტროგრაფიულ აგებულებასა და რელიეფს შორის. ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი ვაკე ნაწილი თიხაფიქლებითაა წარმოდგენილი, ჩრდილო-აღმოსავლეთი კი იზოკლინური აგებულების სხვადასხვა სიმტკიცის შრეთა მონაცვლეობით ხასიათდება, რაც ხელს უწყობს რელიეფის ძლიერ დანაწევრებას.[1]

ბევრია ტალახის ვულკანი. ქერჩის ნახევარკუნძულზე, 400 მ სიგრძის გაქვავებული ტალახის დიდ სივრცეებს შორის, ბევრია მცირე სიმაღლის ტალახის სოპკები. მათი შეფარდებითი სიმაღლეა 45 მ. სოპკების კალთები უდაბნოს ხასიათს ატარებს: მისი მცენარეული საფარი ღარიბია. ტალახის კრატერები პირამდეა სავსე ლამით, რომელშიც ზოგჯერ გაზის ბუშტუკებიც ჩნდება. ლამი ნელა გადმოედინება კრატერის ნაპირებიდან. ჰავა ზომიერად კონტინენტურია. ნალექები 400 მმ წელიწადში. იცის ძლიერი აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ქარები. მდინარეული ქსელი სუსტადაა განვითარებული. არის ტბები და მშრალი ხევები. ქერჩის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დახნულია. მდიდარია რკინის მადნით.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ., სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, განათლება, 1988. — გვ. 428-429.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 502.