გამარჯვების დღე
გამარჯვების დღე — საერთო სახელწოდება სამოქალაქო დღესასწაულისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება წლის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით.
- 6 აპრილი: აღინიშნება ეთიოპიაში 1941 წლიდან.
- 8 მაისი: აღინიშნება საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. უკავშირდება მეორე მსოფლიო ომში 1945 წლის 8 მაისს კარლჰორსტში ნაცისტური გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის გამოაცხადებას.
- 9 მაისი: აღინიშნება რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო. 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ - 1965 წლის 26 აპრილს.
- 1 ივნისი: აღინიშნება ტუნისში 1955 წლიდან.
ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება
რედაქტირება- სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან;
- ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს 9 მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ;
- საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში;
- გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
- ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;
- ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;
- ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან;
- რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
- სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
- ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
- გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.[1]
- უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
- იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Interactive map of the Great Patriotic War between the USSR and Nazi Germany
- Tanks in the streets of Moscow as Russia prepares to put on a show of military might for 2010 Victory Day parade
- United in Victory დაარქივებული 2012-07-08 საიტზე Wayback Machine. Russia, the UK and the U.S. commemorated their World War II victory together on Red Square (slideshow)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Victorydaylondon.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 2013-05-08.