საბერძნეთის ისტორია
პრეისტორიული საბერძნეთი
რედაქტირებასაბერძნეთი დასახლებული იყო უხსოვარ დროში. უძველესი 360 ათასი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის ნარჩენები ნაპოვნია პეტრალონეს მღვიმეში. ასევე ნაპოვნია ნეანდერტალელის ნარჩენები, რომელიც ცხოვრობდა 40 ათასი წლის წინათ პელოპონესის ტერიტორიაზე.
პრებერძნული ეგეოსის ცივილიზაცია
რედაქტირებამიკენის ცივილიზაცია
რედაქტირებაპირველი კულტურა საბერძნეთის ტერიტორიაზე, სადაც დომინირებს ძირითადად ბერძენი მოსახლეობა არის — მიკენის კულტურა,რომელიც თავის თავში აერთიანებს ადრეული ეგეოსის კულტურას. მიკენის ცივილიზაცია არსებობდა გვიან ბრინჯაოს ხანამდე, ძვ. წ. 2100 წლიდან აქაელების ეგეოსის რეგიონში მოსვლიდან ძვ. წ. 1100 წლამდე მიკენის ცივილიზაციის დაცემამდე. ამ ისტორიულმა ხანამ თავისი ასახვა ჰპოვა ჰომეროსის ეპიკურ პოემებში და ბერძნულ მითოლოგიაში.
პროტო-ბერძნები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დასახლდნენ სავარაუდოდ ძვ.წ მე -3 ათასწლეულის ბოლოს მე -2 ათასწლეულის დაწყებამდე. იონიელების მიგრაციის შედეგად ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ძვ. წ. 16 საუკუნეში წარმოიქმნა მიკენის ცივილიზაცია. წინა ბერძნული კულტურიდან ბერძნულში გადასვლა, როგორც ჩანს მოხდა თანდათანობით.