მიკენის ცივილიზაცია
მიკენის ცივილიზაცია — კულტურული პერიოდი ბრინჯაოს ხანის პრეისტორიული საბერძნეთის ისტორიაში ძვ. წ. XVI საუკუნიდან — ძვ. წ. XI საუკუნემდე. სახელი მიკენის ცივილიზაცია პელოპონესზე არგოლისის ნომში — ქალაქ მიკენში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეწოდა. ათენი, თებე, პილოსი და ტირინფა აგრეთვე მიკენის ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ქალაქებია. მინოსელებისგან განსხვავებით, რომელთა კულტურაც აღწევდა აყვავებას მშვიდობიანი თანაცხოვრებით და ვაჭრობით, მიკენელები იყვნენ დამპყრობლები.
მიკენის ცივილიზაციის გაქრობა დაკავშირებულია ძვ. წ. 1200 წელს დორიელების შემოჭრასთან.
მიკენური კულტურა
რედაქტირებამიკენური კულტურა ერთ-ერთი უძველესია ანტიკურ ბერძნულ კულტურათაგან. ასე ეწოდება გვიან ბრინჯაოს ხანის, კერძოდ ძველი წელთაღრიცხვის XVI - XI საუკუნეებში პელოპონესის ნახევარკუნძულის ახლოს მდებარე კუნძულ მიკენზე არსებულ კულტურას. ჰომეროსის ილიადას მიხედვით, ეს სწორედ ის კუნძული მიკენია, საიდანაც იყო მეფე აგამემნონი, ტროას ომში ბერძნების ხელმძღვანელი.
მიკენური ხელოვნების ნიმუშები ძირითადად წარმოდგენილია თიხისა და ბრინჯაოს ნაკეთობების სახით, თუმცაღა ხშირია ფუფუნების საგნებიც, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი სამკაულები, ძვირფასი მეტალის ლარნაკები და შუშის ორნამენტებიც. სავარაუდოა, რომ კ. მიკენის კ. კრეტასთან სიახლოვეს მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა აქაური კულტურისა ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით კი ხელოვნებაში. მიკენური ვაზები მთელს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში იყო ღრმად გავრცელებული, განსაკუთრებით კი ესპანეთსა და ლევანტში. ძირითადად აღმოჩენილია ლარნაკები, თუმცაღა რაღათქმაუნდა ვაჭრობის ძირითადი ობიექტები მისში არსებული შიგთავსი იქნებოდა (მაგ.: ღვინო, ცხიმი და ა.შ.).
იმის გარდა, რომ მიკენელები წარმატებული ვაჭრები იყვნენ, ისინი ამავდროულად შესანიშნავი მეომრები (რასაც ჰომეროსის ილიადა და ოდისეა მოწმობს) და ინჟინრები იყვნენ. ისინი ჩინებულ ხიდებს, სასახლეებსა თუ ციხესიმაგრეებს და მათ გალავნებს, სამარხებსა და სადრენაჟო-საირიგაციო სისტემებსაც აშენებდნენ.
სამარხები
რედაქტირებაისევე, როგორც ძველ ეგვიპტეში, სავარაუდოდ მიკენშიც სწამდათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის და შესაბამისად წარჩინებულ ხალხს აქაც ატანდნენ ძვირფას ნივთებსა და ნაკეთობებს საფლავებში, იმ ცხოვრებაში „გამოსაყენებლად“. ძვ. წ. XVI - XV საუკუნეებში გავრცელებული იყო ღეროვანი სტრუქტურის სამარხები. მამაკაცებს კრძალავდნენ ოქროს ნიღბებითა და სამგლოვიარო აბჯრებით, ხოლო ქალებს ოქროს დიადემებითა და ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაფორმებული ტანსაცმლით.
ჭურჭელი, არქიტექტურა და ვაჭრობა
რედაქტირებაძვ. წ. XV საუკუნეში მიკენს განვითარებისკენ გაეხსნა გზა, რადგან ძვ. წ. 1450 წლისთვის მათ ბევრი ახლომდებარე კუნძული დაიპყრეს და საკუთარ კოლონიებად აქციეს, მათ შორის თვით კ. კრეტა და მისი დიდებული ქალაქი კნოსოსი. შესაბამისად მიკენი იქცა ამ რეგიონის მთავარ ძალად და აქედან იწყება უკვე ერა, რომელიც „კოინის“, სახელითაა ცნობილი, მაღალგანვითარებული ბერძნული კულტურა.
ძვ. წ. XIV საუკუნიდან მიკენი აქტიურად ერთვება სავაჭრო საქმიანობაში ხმელთაშუა ზღვაში და მალე იმდენად ფართოვდება, რომ კვიპროსს, ამანის ახლო აღმოსავლეთს, აპულიას (იტალია) და ესპანეთსაც წვდება. მიკენი ვაჭრობს ძვირფასი ნივთებითა და აქსესუარებით, მაგრამ ძირითადად მაინც თიხის ნაკეთობებით. სწორედ ამ პერიოდში იქნება ბერძნული დამწერლობაც, ძველი მინოსური დამწერლობის საფუძველით.
ამ დროის საბერძნეთში აშენებულ სასახლეებისა და ციხესიმაგრეების მკვეთრად იგრძნობა მიკენური არქიტექტურის ზემოქმედება, ამის კარგი მაგალითია მენელაიონი სპარტაში, ლაკონიაში. მსგავსი ტიპის სასახლეები ასევე აშენდა მიდეაში, პილოსში, ათენში, ელეუსში, თებეში და ა.შ. თვით კნოსოსის (კ. კრეტა) დიდებულმა სასახლემაც კი განიცადა გარკვეული ცვლილებები, მაგ.: მიემატა სამეფო დარბაზი მიკენურ სტილში.
კოლაფსი (დასასრული)
რედაქტირებაძვ. წ. XIII საუკუნის მიწურულს საბერძნეთს მრავალი უბედურება და ნგრევა დაატყდა თავს, რამაც რაღათქმაუნდა მიკენურ ცივილიზაციაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა და სულ მალე (2 საუკუნეში) ცალკეული არსებობაც შეწყვიტა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Nemea Valley Archaeological Project: Internet Edition დაარქივებული 2007-03-31 საიტზე Wayback Machine.
- Tsoungiza C-14 dates
- Gods found in Mycenaean Greece, a table drawn up from Michael Ventris and John Chadwick, Documents in Mycenaean Greek second edition (Cambridge 1973)
- (ფრანგული), Grèce mycénienne : du mythe à l’histoire[მკვდარი ბმული], Pascal Darcque, Director of Research, CNRS, in charge of excavations at Malia, February 2001
- Mycenaean civilization, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)
- Prehistoric archaeology of the Aegean დაარქივებული 2011-12-01 საიტზე Wayback Machine. , დართმუზის კოლეჯი
- (ფრანგული) Les citadelles mycéniennes.
- HERH — Blake Smith
- The Greek Age of Bronze weapons and warfare
- Mycenae დაარქივებული 2009-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Mycenaean art დაარქივებული 2008-05-14 საიტზე Wayback Machine.