მიკენე
მიკენე (ძვ. ბერძნ. Μυκῆναι, ბერძ. Μυκήνη) — უძველესი ქალაქი არგოლიდში, ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი ძვ. წ. II ათასწლეულში. მდებარეობს ათენიდან 90 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით. ამჟამად ნანგრევებია. გადმოცემით ქალაქი პერსევსმა ააგო. აქ ცხოვრობდნენ დანაოსის შთამომავლები და ელისიდან გადმოსახლებული ამიფაონიდები. ჰერაკლიდების დაბრუნების შემდეგ ქალაქი თანდათან დაკნინდა და სპარსელებთან ომების პერიოდში საბოლოოდ დაიქცა არგოსელებთან ბრძოლისას. სტრაბონის გადმოცემით, მის პერიოდში ქალაქის კვალი აღარ იყო დარჩენილი.
მიკენისა და ტირინფას არქეოლოგიური ძეგლები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
მიკენის ლომების კარიბჭე | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 37°43′51″ ჩ. გ. 22°45′22″ ა. გ. / 37.73083° ჩ. გ. 22.75611° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
ნომერი | 941 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 941 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მიკენელები
რედაქტირებადაახლ. ძვ. წ. 1600 წლიდან საბერძნეთის ნახევარკუნძულზე მიკენელები გაბატონდნენ. ისინი ქალაქ წარმოშობით მიკენიდან იყვნენ და სახელიც ამ ქალაქის მიხედვით ეწოდა.
მიკენელები ცალკეული ქალაქების გარშემო დაფუძნებულ პატარ-პატარა სამეფოებში ცხოვრობდნენ. ეს სამეფოები არასოდეს გაერთიანებულა, თუმცა ერთმანეთში ვაჭრობდნენ და საერთო ენა და ცხოვრების წესი ჰქონდათ.
ისტორიკოსებმა ზუსტად არ იციან მიკენელების წარმოშობა. ისინი შესაძლოა, დაახლ. ძვ. წ. 2000 წელს ცენტრალური ევროპიდან მოვიდნენ საბერძნეთში, ან მანამდეც აქ ცხოვრობდნენ.
მიკენელები უმთავრესად გალავანშემოვლებულ ქალაქებში ცხოვრობდნენ. ქალაქებს ბორცვებზე აგებდნენ, რათა იოლად შეძლებოდათ მათი დაცვა. მნიშვნელოვანი ნაგებობები მაღლობის მწვერვალზე, აკროპოლისში იყო განლაგებული. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კი ქვედა ქალაქში, აკროპოლისის კედლებს მიღმა ცხოვრობდა.
კრეტის მსგავსად, მიკენის ეკონომოკური ცხოვრების ცენტრი სასახლე იყო. ხელოსნების ნამუშევარი და სასოფლო სამეურნეო პროდუქცია აკროპოლისში ინახებოდა, საიდანაც მთელ კრეტაზე ნაწილდებოდა ან სხვა ქალაქებში გაჰქონდათ გასაყიდად.
კაშკაშა ფერებით მოხატული მიკენელი მეფის სასახლე რამდენიმესართულიანი შენობისაგან შედგებოდა, რომლებიც დიდი ცენტრალური ეზოს გარშემო იყო შემორიგებული. აქ სამეფო რეზიდენციის გარდა განლაგებული იყო სამხედრო შტაბი, ადმინისტრაციული ბაზა და ხელოსანთა სამუშაო ადგილი. სადაც სამეფო კარი იკრიბებოდა და სახელმწიფო საქმეებს წყვეტდა.
მიკენელებმა მინოსური დამწერლობის ფორმებზე დაყრდნობით შექმნეს თავიანთი დამწერლობა. მეცნიერები მას B-ხაზოვანს უწოდებენ. არქეოლოგებმა B-ხაზოვანი დამწერლობიანი ათასობით ფირფიტა იპოვეს. საბედნიეროდ, მისი გაშიფვრა ადვილად მოახერხეს, რადგან მიკენელები ადრეულ ბერძნულ ენაზე ლაპარაკობდნენ.
წარწერები მაინცდამაინც საინტერესო არ აღმოჩნდა, რადგან ფირფიტები, ძირითადად, ნახირის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ხელოსნური ნაწარმის, აგრეთვე სასახლის მოხელეთა მოვალეობების შესახებ ჩანაწერებს შეიცავდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 684.
- ჯეინ ბინგემი, ფაიონა ჩენდლერი, ლიზა მილერი, ჯილ ჰარვეი, სემ ტეფლინი. „ძველი მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია“. გვ. 158.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) Well Built Mycenae project pages
- (გერმანული) Sardinen und die Mykenische Welt დაარქივებული 2011-01-13 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) Homepage of Current Dickinson College Excavations at Mycenae დაარქივებული 2011-07-27 საიტზე Wayback Machine.