ანთიმოზ ივერიელის თასი

ანთიმოზ ივერიელის თასიმორაგბეთა თასი, რომელიც 2002 წლიდან თამაშდება საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. მას სახელი ეწოდა რუმინეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ანთიმოზ ივერიელის პატივსაცემად.

ანთიმოზ ივერიელის თასი

თასის შექმნის იდეა გაზეთ რეზონანსში დაიბადა. ის უნდა ყოფილიყო ინგლისშოტლანდიას შორის კალკუტის თასის და ახალი ზელანდიაავსტრალიას შორის გასათამაშებელი ბლედისლოუს თასის ანალოგი. რაც შეეხება თასის სახელს, ანთიმოზ ივერიელის გარდა, განიხილებოდა ნიკიფორე ირბახის და ბესიკ გაბაშვილის ვარიანტებიც, თუმცა, საბოლოოდ პირველი შეირჩა.[1]

ბრინჯაოს თასი ქართველმა სკულპტორმა ირაკლი ჯაფარიძემ დაამზადა.[2]

თასი თამაშდება ყველა საერთაშორისო მატჩში საქარველოს და რუმინეთის ნაკრებს შორის, გარდა მსოფლიო თასის მატჩებისა.

თასს დღესდღეობით საქართველოს ნაკრები ფლობს, რომელმაც 2023 წლის 12 აგვისტოს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრაში ანგარიშით 56 - 6 გაიმარჯვა. საერთო ჯამში კი ანგარიში არის 17–6 საქართველოს სასარგებლოდ.

შედეგები რედაქტირება

წელი თარიღი მასპინძელი ანგარიში სტუმარი გამარჯვებული ადგილი
2002 6 აპრილი საქართველო 23 - 31 რუმინეთი   რუმინეთი თბილისი
2003 30 მარტი საქართველო 6 - 19 რუმინეთი   რუმინეთი თბილისი
2004 27 მაისი რუმინეთი 25 - 18 საქართველო   რუმინეთი იასი
2005 12 მარტი საქართველო 20 - 13 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2006 25 თებერვალი რუმინეთი 35 - 10 საქართველო   რუმინეთი ბუქარესტი
2007 3 თებერვალი რუმინეთი 17 - 20 საქართველო   საქართველო ბუქარესტი
2008 9 თებერვალი საქართველო 22 - 7 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2009 14 მარტი საქართველო 28 - 23 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2010 13 მარტი რუმინეთი 22 - 10 საქართველო   რუმინეთი ბუქარესტი
2011 12 მარტი საქართველო 18 - 11 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2012 10 მარტი რუმინეთი 13 - 19 საქართველო   საქართველო ბუქარესტი
2013 16 მარტი რუმინეთი 9 - 9 საქართველო   საქართველო ბუქარესტი
2014 15 მარტი საქართველო 22 - 9 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2015 21 მარტი რუმინეთი 6 - 15 საქართველო   საქართველო ბუქარესტი
2016 19 მარტი საქართველო 38 - 9 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2017 19 მარტი რუმინეთი 8 - 7 საქართველო   რუმინეთი ბუქარესტი
2018 18 მარტი საქართველო 25 - 16 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2019 9 თებერვალი რუმინეთი 9 - 18 საქართველო   საქართველო კლუჟ-ნაპოკა
2020 1 თებერვალი საქართველო 41 - 13 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2021 28 მარტი საქართველო 28–17 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2022 12 მარტი რუმინეთი 23–26 საქართველო   საქართველო ბუქარესტი
2023 4 მარტი საქართველო 31–7 რუმინეთი   საქართველო თბილისი
12 აგვისტო საქართველო 56–6 რუმინეთი   საქართველო თბილისი
2024 2 მარტი საქართველო რუმინეთი თბილისი

ჯამი რედაქტირება

ადგილი თამაშები მოგება
  საქართველო
მოგება
  რუმინეთი
ფრე საქართველოს ქულები რუმიმეთის ქულები
საქართველოში 13 11 2 0 358 181
რუმინეთში 10 5 4 1 152 167
ჯამი 23 16 6 1 510 348

ჯილდოები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება