სამგორი (თბილისის მეტრო)
სამგორი — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ისანის და ვარკეთილის სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1971 წლის მაისში. არქიტექტორი ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
„სამგორი“ | |
---|---|
პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
ქვედა სადგურის მოსაცდელი დარბაზი | |
ამოსასვლელი | 41°41′09″N 44°51′13″E / 41.68581836086027° ჩ. გ. 44.85349369116603° ა. გ. |
რაიონი | ისნის რაიონი |
გახსნის თარიღი | 5 მაისი, 1971 |
ტიპი | მიწისქვეშა, ზედაპირული კოლონური |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი | ნ. ლომიძე |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
ქალაქში გასასვლელი | ქეთევან დედოფლის გამზირი |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„სამგორი“ ვიკისაწყობში |
მდებარეობს თბილისის რკინიგზის საკვანძო სადგურის „ნავთლუღის“ შენობასთან. აგებულია ღია წესით. მიწისზედა ვესტიბიული არა აქვს. მიწისქვეშა სადგურს უკავშირდება კიბით. ქვედა დარბაზში თეთრი სვეტების ორ რიგზე დაყრდნობილი კოჭოვანი გადახურვაა. ჭერიც თეთრია, კედლები – კონტრასტულად წითელი (კერამიკული პანოების ავტორები არიან მხატვრები: ი. ტაბიძე, რ. თორდია, ა. ხარებავა).[1] სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.