ისანი (თბილისის მეტრო)

ისანითბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც 300 არაგველის და სამგორის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1971 წლის 5 მაისს გაიხსნა. არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი და ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

„ისანი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი

სადგურის შესასვლელი
ამოსასვლელი 41°41′12″N 44°50′27″E / 41.686559474878244° ჩ. გ. 44.84089417233024° ა. გ. / 41.686559474878244; 44.84089417233024
რაიონი ისნის რაიონი
გახსნის თარიღი 5 მაისი, 1971; 53 წლის წინ (1971-05-05)
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის კოლონური
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი გ. მოძმანიშვილი
ნ. ლომიძე
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი ქეთევან დედოფლის გამზირი
ვაჟა ჩაჩავას ქუჩა (უკავშირდება კახეთის გზატკეცილს)
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„ისანი“ ვიკისაწყობში

მდებარეობს ქეთევან დედოფლის გამზირისა და კახეთის გზატკეცილის შესაყართან. მიწისზედა პავილიონი ორიგინალური გუმბათის სახითაა დაპროექტებული და ქვედა სადგურს უკავშირდება ესკალატორით. ვესტიბიულის კედელზე ტონირებული პანოს ავტორია მოქანდაკე ს. ქოიავა. მიწისქვეშა დარბაზში გადახურვის კამარა დაყრდნობილია გეგმით ექვსკუთხა სვეტების ორ რიგზე. იატაკი შავი გრანიტისაა.[1] თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში ლურჯი და თეთრი ფერების კომბინაცია გვხვდება.

სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო ინტერიერსაც და ექსტერიერაც. გალამაზებულ სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.