ზედაპირული კოლონური სადგური

ზედაპირული კოლონური სადგური[1] — ზედაპირთან ახლოს მდებარე მეტროსადგური, რომლის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს გადახურვის გამაგრება ბურჯების საშუალებით. ბურჯები შესაძლოა დამზადებული იყოს ლითონისგან ან რკინაბეტონისგან.

განასხვავებენ ორმალიან (ერთრიგიანი სვეტებით), სამმალიან (ორრიგიანი სვეტებით) და მრავალმალიან სადგურებს. თბილისის მეტროპოლიტენის ზედაპირული კოლონური სადგურები ჩვეულებრივ სამმალიანია და გამაგრებულია რკინაბეტონის სვეტებით.

ზედაპირული კოლონური სადგური შენდება ღია წესით, წინასწარ ჩამოსხმული ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების მეშვეობით. ასეთ სადგურს, უმეტეს შემთხვევაში, გააჩნია ორი ვესტიბიული თითოეულ მხარეს, რომლებიც ხშირად მიწისქვეშა გადასასვლელის ფუნქციასაც ითავსებს.

გარდა სტანდარტულისა, აღსანიშნავია განსხვავებული პროექტით აშენებული სადგურებიც. მაგალითად მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“ ვესტიბიულთან დაკავშირება ხდება სადგურის შუაში განთავსებული კიბის საშუალებით, რაც ქმნის დამატებითი სივრცის განცდას.

თბილისის მეტროპოლიტენში ზედაპირული კოლონური სადგურებია[2]: „სამგორი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა-ფშაველა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება