თავისუფალი ეკონომიკური ზონა
თავისუფალი ეკონომიკური ზონა — ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, ეკონომიკური რეგულირების გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. შესაძლებელია თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაწესდეს არა ტერიტორიული, არამედ დარგობრივი პრინციპით, ანუ შეღავათიანი ეკონომიკური რეჟიმი გარკვეული სახის სამეწარმეო საქმიანობებს დაუწესდეს.
გამარტივებული ეკონომიკური რეჟიმი შეიძლება გულისხმობდეს გამარტივებულ საბაჟო წესებს, სავაჭრო წესებს, წარმოების წესებს, სასაწყობო წესებს, რეგისტრაციის წესებსა და სხვა. შესაბამისად არსებობს თავისუფალი საბაჟო ზონები, თავისუფალი სავაჭრო ზონები, სამრეწველო–საწარმოო ზონები, სავაჭრო-სასაწყობო ზონები, სამეცნიერო–ტექნიკური ზონები (მაგალითად, ტექნოპოლისი, ტექნოპარკი და სხვ.), სერვისული ზონები, ოფშორული ზონები, მრავალეროვნული ზონები (მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, ევროკავშირი და სხვ), რეგიონული ზონები, კომპლექსური ზონები, სპეციალიზებული ზონები, წერტილოვანი ზონები.
შესაძლო შეღავათები მოიცავს:
- საგარეო სავაჭრო შეღავათებს:
- საბაჟო–სატარიფო შეღავათები: საბაჟო გადასახადების შემცირება ან მოხსნა, ექსპორტ–იმპორტზე დღგ–სა და აქციზური გადასახადის შეღავათიანი სისტემის დაწესება და სხვა;
- არასატარიფო შეზღუდვების (კვოტები, ლიცენზირება, რეგისტრირება) მოხსნა ან შერბილება;
- ფისკალური შეღავათები (შემცირებული გადასახადები);
- საფინანსო შეღავათები (სუბსიდიები, შეღავათიანი კრედიტები, შენონებითა და მიწით სარგებლობის შეღავათიანი პირობები);
- შეზღუდვების არ არსებობა სავალუტო ოპერაციებზე;
- ადმინისტრაციული შეღავათები (რეგისტრაციის, ანგარიშგების, სავიზო სისტემის გამარტივება).
თავისუფალი პორტი (porto franco), ნიშნავს პორტს ან ტერიტორიას , სადაც ქვეყნის იურისდიქცია შერბილებულია. ხშირად აქ ეკონომიკური შეღავათებიც მოქმედებს. ადრეულ თავისუფალ პორტებს (მაგალითად ჰონკონგი) პოლიტიკური ავტონომიაც ჰქონდათ. დღეს თავისუფალი პორტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა საბაჟო პუნქტების მიმდებარე ზონები თავისი "დუთი–ფრი" (უბაჟო) მაღაზიებით. ასეთი ზონები უმეტეს საერთაშორისო აეროპორტს აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნეში ფუნქციონირებდა ბათუმის პორტო-ფრანკო და, მნიშვნელოვანწილად მისი წყალობით, ტერიტორიით მცირე საქართველოს ეკონომიკით ინტერესდებიან ცნობილი ინვესტორების - ნობელის, როთშილდისა და მანთაშევის კომპანიები, ხოლო ნავთობსადენი ბაქო-ბათუმი ყველაზე გრძელი გახდა მაშინდელ მსოფლიოში.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
თავისუფალი პორტები ქვეყნების მიხედვითრედაქტირება
აფრიკარედაქტირება
მაროკორედაქტირება
აზიარედაქტირება
ბაჰრეინირედაქტირება
ჰონკონგირედაქტირება
ირანირედაქტირება
ისრაელირედაქტირება
იაპონიარედაქტირება
მაკაორედაქტირება
- მაკაო (Ka-Ho)
მალაიზიარედაქტირება
- პენანგი 1969 წლამდე
ფილიპინებირედაქტირება
- ყოფილი აშშ-ის საზღვაო ფლოტის ბაზა - სუბიკ-ბეი
სინგაპურირედაქტირება
სამხრეთი კორეარედაქტირება
არაბთა გაერთიანებული საამიროებირედაქტირება
- ჯებელ ალის თავისუფალი ზონა
- დუბაის ინტერნეტ ქალაქი
- დუბაის მედია ქალაქი
- დუბაის ცოდნის სოფელი
- დუბაის ჯანდაცვის ქალაქი
- დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი
- დუბიოტექი
- დუბაის აუტსორს ზონა
- საერთაშორისო მედიისა და წარმოების ზონა
- დუბაის სტუდიო ქალაქი
ევროპარედაქტირება
ბელარუსირედაქტირება
ხორვატიარედაქტირება
დანიარედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- კოპენჰაგენის თაფისუფალი პორტი (Københavens Frihavn)
ფინეთირედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- ლაპენენრანტას თავისუფალი ზონა (Lappeenrannan Vapaa-alue)
- ჰანკოს თავისუფალი ზონა (Hangon Vapaasatama)
საფრანგეთირედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
გერმანიარედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- ჰამბურგის თავისუფალი პორტი (Freihafen Hamburg)
- ბრემენის თავისუფალი პორტი (Freihafen Bremen)
- ბრევენჰავენის თავისუფალი პორტი (Freihafen Bremerhaven)
- ემდენის თავისუფალი პორტი (Freihafen Emden)
- კიელის თავისუფალი პორტი (Freihafen Kiel)
- კუხჰავენის თაფისუფალი პორტი (Freihafen Cuxhaven)
- დეგენდორფის თავისუფალი პორტი (Freihafen Deggendorf)
- დუისბურგის თავისუფალი პორტი (Freihafen Duisburg)
საქართველორედაქტირება
ირლანდიარედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- რინგასკიდის თავისუფალი პორტი
- შანონის თავისუფალი ზონა
იტალიარედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- ლივორნო, 1675-1860
- ტრიესტის თაფისუფალი ზონა (Porto franco di Trieste)
- ვენეციის თავისუფალი პორტი (Porto franco di Venezia)
მალტარედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- მალტის პორტი [1] დაარქივებული 2010-02-05 საიტზე Wayback Machine.
საბერძნეთირედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- პირენეის თავ. ზონა
- თესალონიკის თავ. ზონა
- ჰერაკლიონის თავ. ზონა
ლატვიარედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- რიგის თავ. პორტი
- ვენტსპილსის თავ. პორტი
ლიტვარედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- კლაიპედას თავ. პორტი
პორტუგალიარედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- მადეირას თავ. ზონა - Caniçal (Zona franca da Madeira - Caniçal)
რუსეთირედაქტირება
ესპანეთირედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- ბარსელონას თავ. ზონა (Zona franca de Barcelona)
- კადიზის თავ. ზონა (Zona franca de Cádiz)
- ვიგოს თავ. ზონა (Zona franca de Vigo)
- ლას პალმას დე გრან კანარიას პორტი (Zona franca de Las Palmas de Gran Canaria)
შვედეთირედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
უკრაინარედაქტირება
გაერთიანებული სამეფორედაქტირება
(ევროკავშირის ნაწილი)
- ლივერპულის თავ. ზონა
- პრესტვიკის აეროპორტის თავ. ზონა
- რონალდსუეის აეროპორტი (მენის კუნძული)
- საუზჰემპტონის თავ. ზონა
- ტილბურის თავ. ზონა
- შიერნესის თავ. ზონა
- ჰამბერსაიდის თავ. ზონა
- ლონდონის დოკლენდსი
ამერიკარედაქტირება
ბერმუდის კუნძულებირედაქტირება
- ჰამილტონის თავ. პორტი
ბრაზილიარედაქტირება
- მანაუსის თავ. პორტი
ჩილერედაქტირება
დომინიკელთა რესპუბლიკარედაქტირება
- პუნტა გაუსედოს მეგა პორტი
http://strategis.ic.gc.ca/epic/internet/inimr-ri.nsf/en/gr115831e.html დაარქივებული 2006-01-29 საიტზე Wayback Machine. http://www.port-technology.com/projects/caucedo/ დაარქივებული 2007-12-17 საიტზე Wayback Machine.
პანამარედაქტირება
აშშრედაქტირება
- US Customs: აშშ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონები დაარქივებული 2010-06-17 საიტზე Wayback Machine.
ვენესუელარედაქტირება
- ისლა მარგარიტა (Puerto Libre de Margarita)
- პარაგუანას ნახევარკუნძული (Zona Franca de la Península de Paraguaná)
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ევროკავშირის თავისუფალი პორტები[მკვდარი ბმული] (.pdf-ფაილი; ინგლ.)
- გერმანიის თავ. ზონები დაარქივებული 2006-08-28 საიტზე Wayback Machine. (გერმ.)
- ვლადიმერ პაპავა, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, "უკვდავი" იდეა დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine. , სტატია გაზეთ "24 საათში"