ელენე ბოჭორიშვილი
ელენე (პეპი) ბოჭორიშვილი (დ. 11 იანვარი, 1966, თბილისი, საქართველო) — კანადაში მცხოვრები რუსულენოვანი ქართველი მწერალი.
ელენე ბოჭორიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 იანვარი, 1966 (58 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მთარგმნელი, ჟურნალისტი და მწერალი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | კანადა |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელენე (პეპი) ბოჭორიშვილი თბილისში დაიბადა, 1966 წლის 11 იანვარს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ცამეტი წლის ასაკიდან რუსულად წერდა სტატიებს, იყო ცნობილი რუსულენოვანი სპორტული ჟურნალისტი, რომელმაც საბჭოთა კავშირში ერთ–ერთმა პირველმა დაწერა ბეისბოლზე. იყო მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი, მთავარი რუსულენოვანი სპორტული გაზეთის, „სოვეტსკი სპორტის“, ერთ–ერთი პირველი უცხოელი კორესპონდენტი. თანამშრომლობდა გაზეთ „ლელოსთან“.
1992 წლიდან ელენე ბოჭორიშვილი კანადაში ცხოვრობს. წერს რუსულად. 1997 წელს დაიწერა მისი პირველი რომანი „ჟუჟუნა წვიმა“.
ელენე ბოჭორიშვილმა დაამკვიდრა რომანის ახალი ჟანრი, – Roman stenographiuque (სტენოგრაფიული რომანი), რომელიც დახვეწილი, მოკლე ფრაზებით და იუმორით უნდა შეიქმნას. ამ სტილითაა შექმნილი მისი ყველა ნაწარმოები („მამაჩემის თავი“, „ჯადოსნური მალამო“, „ჩემი ტკბილი ბებრუცუნები“, „ოპერა“, „ჟუჟუნა წვიმა“ , „მშვენიერი ცხოვრება“, „მხოლოდ ლოდინი და ყურება“, „ფაინა, ანუ როიალის ამბავი“, „სოვკი“). მის რომანებს იცნობენ შესანიშნავი ფრანგული თარგმანის წყალობით. არსებობს ელენეს რამდენიმე ნაწარმოების იტალიური, რუმინული, პორტუგალიური, ჩეხური და ქართული თარგმანები[1].
ელენე ბოჭორიშვილს ჰყავს ფრანგული წარმოშობის კანადელი მეუღლე (Richard Chartier) და შვილი, გიორგი.
წიგნები
რედაქტირება- სტენოგრაფიული რომანები (სამი რომანი), მთარგმნელი ელზა ნაბახტეველი, თბ., სეზანი, 2016, ISBN 9789941087264
- ოპერა (რომანი), მთარგმნელი მარიამ სააკაშვილი, თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010, ISBN 9789941152054
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- რუსსკაია პრემია, 2016[2], 2011
- ფესტივალ „რუსოფონიას“ პრიზი, „მამაჩემის თავის" რუსულიდან ფრანგულად თარგმნისთვის, 2012
- წლის საუკეთესო რეპორტიორი, 1988
- სახელმწიფო ჯილდი ჟურნალისტიკაში, „მოკლე სტატია“, 1988
ლიტერატურა
რედაქტირება- წარმოგიდგენთ ემიგრანტ მწერალს ელენე პეპი ბოჭორიშვილს, თბ., სეზანი, 2016, ISBN 9789941087271
- ქალბატონი პეპი — ბეჭდების მბრძანებელი (ინტერვიუ), ელენე ბოჭორიშვილს ესაუბრა ანო (პეპი) ქობულაძე, ობოობა: სტუდენტური ჟურნალი მედიათა მიჯნაზე, თბ., 2011, სექტემბერი, N 2, გვ. 182-187
- ბელა ჩეკურიშვილი — „ოპერა“ კანადიდან საქართველოში (გამოვიდა ელენე ბოჭორიშვილის მეორე წიგნი), გაზეთი „24 საათი“. თბ., 2010. 24 დეკემბერი, N2602 (277), გვ. A6
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ელენე ბოჭორიშვილის წიგნები (ინგლ.)
- ↑ Elena Botchorichvili remporte un prestigieux prix litteraire en Russie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-07. ციტირების თარიღი: 2017-04-15.