ოპერა (რომანი)
„ოპერა“ — საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მწერლის, ელენე ბოჭორიშვილის რომანი. წიგნი რუსულ ენაზე დაიწერა, ქართულად კი ითარგმნა და გამოიცა 2010 წელს.
შინაარსი
რედაქტირებამოქმედება ხდება საქართველოში, შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში. ახალგაზრდა მუსიკოსი იწყებს ოპერის წერას, რომლის პერსონაჟები მკვდრები არიან. ავტორის ახლობლები და ნაცნობები, რომლებიც მის ოპერაში პერსონაჟებად ხვდებიან, რეალობაშიც ამთავრებენ სიცოცხლეს.