Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილი, (დ. 23 ოქტომბერი, 1953, ბათუმი) — ქართველი ფილოლოგი, პოლიტიკოსი.

ლევან ბერძენიშვილი
დაბადების თარიღი 23 ოქტომბერი, 1953 (1953-10-23) (66 წლის)
დაბადების ადგილი ბათუმი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ძირითადი იდეები ლიბერალიზმი
საქმიანობა პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი

ბიოგრაფიარედაქტირება

ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1978-1995 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-1987 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით „ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.

1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ დირექტორი (1996-1997), დააარსა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ (1996), იყო ფონდ „ქართუს“ დირექტორი (1997-1998). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.

2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

არის რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.

წიგნებირედაქტირება

  • "ლათინური ენა. ნაწილი I." შემდგენლები ლევან ბერძენიშვილი და მანანა ფხაკაძე. თსუ გამომცემლობა. თბილისი 1984.
  • "ლათინური ენა. I." მანანა ფხაკაძე. ლევან ბერძენიშვილი. პროგრამა ლოგოსი. თბილისი 2008. ISBN 978-9941-401-31-2
  • "ლათინური ენა. II. გრამატიკა" ლევან ბერძენიშვილი. პროგრამა ლოგოსი. თბილისი 2008. ISBN 978-9941-401-36-7
  • "არისტოფანე: კომედიები" (ტომი I, არქანელები.მხედრები) თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტარები ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 99928-924-3-9
  • "არისტოფანე: კომედიები" (ტომი II, ღრუბლები.კრაზანები)თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტარები ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 99928-924-4-7
  • "არისტოფანე: კომედიები" (ტომი III, მშვიდობა.ფრინველები)თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტ. ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 97899940-64-17-5
  • "არისტოფანე: კომედიები" (ტომი IV, ლისისტრატე. ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე)თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტ. ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 9789941-418-40-2
  • "წმინდა წყვდიადი"; ლევან ბერძენიშვილი; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი 2010; ISBN 978-9941-15-221-4
  • Святая Мгла. Последние дни ГУЛАГа. Новое Литературное Обозрение. Москва 2016; ISBN 978-5-4448-0582-4
  • ჰომეროსი: ილიადა, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი 2105 ISBN 978-9941-23-364-7
  • „წიგნიერების ევოლუცია“; ლევან ბერძენიშვილი, გამომცემლობა „არტანუჯი“; თბილისი 2016; ISBN 978-9941-463-23-5

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება