კლდეკარი

მთა საქართველოში, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლდეკარი (მრავალმნიშვნელოვანი).

კლდეკარიმწვერვალი და ხელოვნური კარის მსგავსი გასასვლელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპისა და ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის თხემზე, მდინარეების თეძამისა და ალგეთის წყალგამყოფზე, მანგლისიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კმ-ზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე. კლდეკარი აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფ-ბრექჩიებით. მწვერვალის მიდამოები შემოსილია ალპური და შერეული ტყით. კლდეკარის მახლობლად ქედის თხემზე განლაგებულია კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები.

კლდეკარი
კოორდინატები: 41°44′35″ ჩ. გ. 44°12′39″ ა. გ. / 41.743111° ჩ. გ. 44.211000° ა. გ. / 41.743111; 44.211000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული კასპის მუნიციპალიტეტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2000 
ქედი თრიალეთის ქედი
ამგებელი ქანები ანდეზიტი და ტუფ-ბრექჩია
კლდეკარი — საქართველო
კლდეკარი
კლდეკარი — შიდა ქართლი
კლდეკარი
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება